ბა მო (ბირმ. ဘမော်; დ. 8 თებერვალი, 1893, მაუბინი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 29 მაისი, 1977, რანგუნი, ბირმა) — ბირმელი პოლიტიკური მოღვაწე. მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა თავდაპირველად კოლაბორაციონისტულ იაპონიის დროებით ადმინისტრაციას ბირმაში, ხოლო 1943 წლიდან მარიონეტულ ბირმის სახელმწიფოს, რომელიც არსებობდა 1945 წლამდე.

ბა მო
ბა მო
მიანმარის სახელმწიფოს მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 1943 – 27 მარტი, 1945
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული8 თებერვალი, 1893
მაუბინი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი29 მაისი, 1977
რანგუნი, ბირმა
რელიგიაკათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ბა მო დაიბადა ქალაქ მაუბინში ცნობილ ბირმულ ოჯახში ბა[1], ერთ-ერთი მისი უფროსი ძმა, დოქტორი ბა ხანი (1890-1969 წწ.), იყო ცნობილი ადვოკატი, ასევე ლექსიკოგრაფი და სამართალმცოდნე.

1924 წელს ბა მომ მიიღო სამეცნიერო ხარისხი საფრანგეთის ბორდოს უნივერსიტეტში: დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრანგულ ენაში, რომელიც ეძღვნებოდა ბუდიზმის განსხვავებულ ასპექტებს ბირმაში. ამავე დროს თავად ბა მო იყო კათოლიციზმის მიმდევარი[2][3].

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1920 წლიდან ბა მო იწყებს იურიდიულ პრაქტიკას, მონაწილეობს ბრიტანეთის ბირმის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი 1931 წელს მონაწილეობს საია სანის სასამართლო პროცესში, რომელიც იყო 1930 წლის დეკემბრის აჯანყების მონაწილე. აღნიშნული სასამართლო პროცესის შედეგად ბა მო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადვოკატი ხდება. საია სანი დაიჭირეს, გაასამართლეს, მაგრამ ბა მო იყო ერთ-ერთი, რომელიც მას იცავდა.

1930-იანი წლების დასაწყისიდან ბა მო გახდა ბირმის თვითმმართველობის აქტიური მომხრე გახდა. თავდაპირველად იგი წინააღმდეგ იყო ბრიტანეთის ინდოეთისაგან ცალკე კოლონიად ბირმის გამოყოფისა, მაგრამ მოგვიანებით მხარი დაუჭირა ამ ფაქტს და დაინიშნა ბრიტანეთის ბირმის პირველ კოლონიალურ პრემიერ-მინისტრად. იგი ამ თანამდებობაზე რჩებოდა 1937 წლიდან 1939 წლის თებერვლამდე, სანამ არ აირჩიეს საკანონმდებლო კრების წევრად. კრების შემადგენლობაშI იგი წარმოადგენდა პარტია „სინიეტას“. იმ პერიოდში როდესაც ბა მო ხელმძღვანელობდა ბირმას, ქვეყანა მოიცვა გაფიცვებმა, მიტინგებმა, დემონსტრაციებმა და ბოიკოტებმა, რომელიც ორგანიზებუი იყო ოპოზიციური პარტიების მიერ. მოძრაობის მონაწილეები მოითხოვდნენ კოლონიალური კონსტიტუციის შეცვლას, შრომის კანონის მიღებას, მიწის რეფორმის გატარებას. ამ მოძრაობის ჩახშობის შედეგად დააპატიმრეს ასობით ადამიანი. აღნიშნულის გამო ბა მოს მთავრობა იძულებული იყო გადამდგარიყო[4]. გადადგომის შემდეგაც იგი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას მისდევდა. მალე იგი გაათავისუფლეს საკანონმდებლო ასამბლეიდან და 1940 წლის 6 აგვისტოს დააპატიმრეს ანტი-სამთავრობო კამპანიისთვის. ბა მომ წელიწადზე მეტი გაატარა ქალაქ მოგოკის ციხეში პოლიტპატიმრის სტატუსით.

ბირმის სახელმწიფო

რედაქტირება

1942 წლის მაისში იაპონიამ მოახერხა ბირმის სრული დაპყრობა. იაპონიის ჯარების მიერ რანგუნის დაპყრობის შემდეგ ბა მო გაათავისუფლეს ციხიდან. მალე იგი დაინიშნა ბირმის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ, რომელიც ექვემდებარებოდა იაპონიის ადმინისტრაციას. 1942 წლის 1 აგვისტოს იაპონიის იმპერიის ეგიდით ჩამოყალიბდა ბირმის ცენტრალური აღმასრულებელი ადმინისტრაცია ბა მოს მეთაურობით[5].

1945 წელს ბა მოს ადმინისტრაციამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ხოლო ბირმის ეროვნული არმიის ჯარისკაცები მასიურად გადადიოდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს[6].

ომის შემდეგ

რედაქტირება

ბრიტანეთის ჯარების ბირმაში შეჭრამდე ბა მო გაიქცა ტაილანდის გავლით იაპონიაში, სადაც იგი დასახლდა ბუდისტურ მონასტერში. მაგრამ მალევე იგი ხელში ჩაიგდო ამერიკის საოკუპაციო ხელისუფლებამ და 1946 წლამდე სუგამოს ციხეშ ჰყავდათ დაპატიმრებული. 1963 წელს ნე ვინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც იგი, ისევე როგორც ბევრი ბირმელი პოლიტიკოსი ციხეში გამოკეტეს 1968 წლამდე.

გარდაიცვალა რანგუნში 84 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • John Frank Cady. A History of Modern Burma, Cornell University Press, 1958.
  • Kyaw Min. The Burma we love, India Book House, 1945.
  • Louis Allen (1986). Burma: the Longest War 1941-45. J.M. Dent and Sons. ISBN 0460024744. 
  1. A History of Modern Burma (1958), pg 317.
  2. A History of Modern Burma (1958), pg 318.
  3. A History of Modern Burma (1958), pg 464; Although a Catholic, Ba Maw identified himself publicly with the Buddhist faith during his tenure as the Adipadi. As Adipadi, Dr. Ba Maw completely identified himself with the Buddhist faith. He took the oath of refuge in the Three Jewels (Buddha, Dhamma, Sangha), and pledged himself to «defend the Buddhist faith like the royal defenders of the old». He fed the monks at…
  4. История Востока : в 6 т. Т. 5. — С. 518.
  5. История Востока : в 6 т. Т. 5. — С. 523.
  6. John Toland. The Rising Sun: The Decline and Fall of the Japanese Empire 1936—1945. Random House New York, 1970. pg 456.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბა_მო&oldid=3754193“-დან