პრემიერ-მინისტრი — აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირი, რომელსაც განსხვავებული უფლებები და ძალაუფლება აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შესაბამისად:

  • საპარლამენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) უმაღლესი თანამდებობის პირი; ამ შემთხვევაში პრეზიდენტის (ან მონარქის) ძალაუფლება ნომინალურია და ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება.
ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, 1944 წელი
  • საპრეზიდენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობის პირი, რომელიც მოქმედებს პრეზიდენტის დირექტივების შესაბამისად და კოორდინაციას უწევს მინისტრების მუშაობას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება