ნაიფიიდო (ბირმ. နေပြည်တော်) — მიანმარის ახალი დედაქალაქი და სიდიდით მესამე ქალაქი. ქალაქი გაშენდა სოფელ ჩეპის ადგილას, პიინმანიდან დასავლეთით 70 კილომეტრის დაშორებით. მანდალაის ადმინისტრაციულ ოლქში. მდებარეობს ქვეყნის ყოფილ დედაქალაქ იანგონიდან ჩრდილოეთით 320 კილომეტრის დაშორებით.

დედაქალაქი
ნაიფიიდო
ქვეყანა მიანმარის დროშა მიანმარი
კოორდინატები 19°44′16″ ჩ. გ. 96°12′27″ ა. გ. / 19.73778° ჩ. გ. 96.20750° ა. გ. / 19.73778; 96.20750
ქალაქის მერი Myo Aung[1]
დაარსდა 2005
ფართობი 4,600 კმ²
ცენტრის სიმაღლე 115±1 მეტრი
მოსახლეობა 900,000 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+06:30
სატელეფონო კოდი +95 67
ნაიფიიდო — მიანმარი
ნაიფიიდო

დედაქალაქის გადატანის ცერემონია გაიმართა 2005 წლის 6 ნოემბერს, სახელწოდება ნაიფიიდო შეურჩიეს 2006 წლის მარტში. სახელწოდება ითარგმნება როგორც „სამეფო ქვეყანა“.

ნაიფიიდოში განთავსებულია: მიანმარის მთავრობა, გაერთიანებული პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის სასახლე, მიანმარის ოფიციალური რეზიდენციის და სამთავრობო მინისტრების კაბინეტი და სამხედროების შტაბ-ბინა.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ნაიფიიდო ბერმულად 'მეფის საცხოვრებელს' ნიშნავს. ზოგადად ითარგმნება როგორც 'სამეფო დედაქალაქი', 'მეფეთა ადგილი' ან 'მეფეთა საცხოვრისი'. ტრადიციულად მას იყენებდნენ სამეფო დედაქალაქების სახელების სუფიქსებად, მაგ: მანდალაი, რომელსაც იატანარბორ ნაიფიიდოს უწოდებდნენ.

ისტორია რედაქტირება

ნაიფიიდოს მოკლე ისტორია აქვს. იგი პიინმანის მახლობლად მდებარე მწვანე მინდორზე დაარსდა, ძველი დედაქალაქის, იანგონის ჩრდილოეთით, დაახლოებით 320 კილომეტრის მოშორებით. მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. სამხედრო მთავრობამ დაახლოებით 25 მდე სამშენებლო კომპანია დაიქირავა ქალაქის ასაშენებლად, მათ შორის Asia World და შპს Htoo.

2006 წლის 6 ნოემბერს, 12 000 სამხედრო მარშირებდა ახალი დედაქალაქის პირველ საჯარო ღონისძიებაზე : მასიური სამხედრო აღლუმი, შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავად, რომელიც წარმოადგენს იაპონიის მიერ ბურმას ოკუპაციის წინააღმდეგ, წლის თავის აღნიშვნას. გადაღება ხდებოდა შემოსაზღვრული ბეტონის ბილიკიდან, რომელზედაც განთავსებულია სამი უზარმაზარი ქანდაკებაა აღმართული: მეფე ანავრაჰა, ბაიინუნგი და ალაუნგპაია, რომლებიც მიანმარის ისტორიაში სამ დიდ მონარქად ითვლებიან. ამ ცერემონიაზე ქალაქს ოფიციალურად ეწოდა ნაიფიიდო, მიენიჭა ადმინისტრაციული სტატუსი და დედაქალაქი იანგონიდან აქ იქნა გადმოტანილი.

დედაქალაქის გადაადგილების საფუძველი რედაქტირება

არსებობს დედაქალაქის გადაადგილების რამდენიმე მიზეზი: ნაიფიიდო ცენტრთან უფრო ახლოსაა განლაგებული ვიდრე, ძველი დედაქალაქი იანგონი. ქალაქი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც მდებარეობს შანის, კაიას და კაინის შტატების მახლობლად. სამთავრობო და სამხედრო ძალებს მიაჩნდათ, რომ ამ გზით, მეტად ადვილი იქნებოდა ამ ქრონიკულად მღელვარე რეგიონში, სტაბილურობის შენარჩუნება. კლიმატის ცვლილებაც შეიძლება მიზეზად დასახელდეს, რადგან იანგონი დაუცველი აღმოჩნდა ციკლონ ნარგიზის მიმართ, რომლის შედეგადაც 2008 წლის მაისში, მიანმარში, 100 000 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის გადატანის ოფიციალურ მიზეზად სახელდება იანგონის ფართო ტერიტორიაზე, მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ქალაქი მოსახლეობის დასატევად და შემდგომი სამთავრობო გაფართოებისთვის, მეტად პატარა აღმოჩნდა. შესაძლოა მიზეზი ისიც იყოს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, პიინმანას ქალაქის სამმართველო, ახლოს იყო ახალ დედაქალაქთან, გენერალ აუნგ სან-ის,თანამედროვე მიანმარის, ერის მამის, მთავარ სამმართველოსთან.

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

ნაიფიიდო მდებარეობს ორი მთის მწვერვალებს შორის: ბაგო იომა და შან იომა. ქალაქი 7,054.37 კვადრატულ კილომეტრს იკავებს და 924 608 მოსახლე ცხოვრობს, ოფიციალური მონაცემების თანახმად.

ჩაუნგმაგიის კაშხალი, ნაიფიიდოს ჩრდილოეთით, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ნაგალაიკის კაშხალი კი ქალაქის სამხრეთით. იეინის კაშხალი, ქალაქიდან უფრო შორს და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

პეიზაჟი რედაქტირება

ნაიფიიდო რამდენიმე ზონადაა ორგანიზებული:

საცხოვრებელი ზონა რედაქტირება

საცხოვრებელი ადგილები საგულდაგულოდაა ორგანიზებული, ბინების განაწილება წოდებისა და ოჯახური მდგომარეობის შესაბამისად ხდება. ამჟამად ქალაქში 1 200 ოთხსართულიანი ბინაა, მათი სახურავები კი მაცხოვრებელთა საქმიანობის მიხედვითაა კოდირებული, მაგ: ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ცხოვრობენ ბინებში, რომლებსაც გადახურული სახურავები აქვთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები კი მწვანე სახურავიან შენობებში ცხოვრობენ. დაახლოებით 50 სასახლე არსებობს, რომლებშიც მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცხოვრობენ. თუმცა 2019 წელს, რამდენიმე მინისტრი გადადგა დაკავებული პოსტიდან და მათი საცხოვრებლები უყურადღებოდ დარჩა.

სამინისტროების ზონა რედაქტირება

ამ ზონაში, მიანმარის სამთავრობო მინისტრების შტაბებია განთავსებული. სამინისტროს ყველა შენობა გარეგნულად იდენტურია. აქვე განთავსებულია საპარლამენტო კომპლექსი, რომელიც 31 კორპუსსა და 100 ოთახიან საპრეზიდენტო სასახლეს მოიცავს. ზონასი ასევე მოქცეულია მერიის შენობა, რომელსაც სტალინური ხუროთმოძღვრების მრავალი მახასიათებელი და ბირმული სახურავი აქვს.

დიპლომატიური ზონა რედაქტირება

მთავრობამ 2 ჰექტარი მიწა გამოყო, საგარეო საელჩოებისა და გაეროს მისიების შტაბ-ბინებისთვის. 2017 წელს, ჩინეთმა აქ ოფიციალურად გახსნა დროებითი სამეკავშირეო ოფისი. ეს პირველი უცხოური ოფისია, რომელიც ნაიფიიდოში გაიხსნა. ბანგლადეშმა და მალაიზიამაც მოაწერეს ხელი სამოკავშირეო ოფისების გახსნაზე. მთავრობა ადასტურებს 11 ქვეყნის მხრიდან საელჩოების გახსნის შემოთავაზებას. 2018 წლის თებერვალში, სახელმწიფო მრჩეველმა დაუნ აუნგ სან სუიმ კიმ, ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართა შეხვედრები, სადაც საგარეო მთავრობებს, თავიანთი დაწესებულებების დედაქალაქში გადატანა მოუწოდა.

სასტუმრო ზონა რედაქტირება

ეს ზონა,ძირითადად ქალაქის მთიან ნაწილზე ვრცელდება და აერთიანებს ვილა ტიპის სასტუმროებს. ამჟამად ქალაქში 12 სასრუმრო მდებარეობს, აქედან 8 მდებარეობს სასტმროების ზონაში, ორი იანგონ-მანდალაის მაკავშირებელ გზაზე. მიანმარის კონვენციურ ცენტრთან ახლოს 40 მდე ვილა აშენდა, 2014 წელის ნოემბერში, ნაიპიდაავში ჩატარებული ASEAN 25-ე სამიტის სამასპინძლოდ. ვილების მშენებლობა მთავრობამ 2010 წელს დაიწყო, შეზღუდული სახსრების გამო, პროექტის დასტულება, ტენდერში გამარჯვებულ კერძო ინვესტორს მოუხდა. 2013 წელს, სამხრეთ აზიის თამაშების მასპინძლობისთვის, 348 სასტუმრო და 442 ტიპის საოჯახო სასტუმრო აშენდა, თამაში მონაწილე სპორტსმენებისა და მათი მაყურებლებისთვის.

სავაჭრო ზონა რედაქტირება

Naypyidaw Myoma Market ნაიფიიოს კომეტციული ცენტრია, Junction Center კი ქალაქის პირველი კერძო ოპერაციების სავაწრო ცენტრი. აქვეა ადგილობრივი ბაზრები და რესტორნები.

სარეკრეაციო ზონა რედაქტირება

Ngalaik Lake Gardens პატარა წყლის პარკია, რომელიც ამავე სახელწოდების კაშხლის სიახლოვეს მდებარეობს, სოფელ კივეშინთან ახლოს, ქალაქიდან 11 კილომეტრში. 2008 წელს გაიხსნა ნგალაკის ტბის მახლობლად მდებარე ობიექტები, რომელიც მოიცავს წყლის სასრიალოებს, ბუნებრივ კურორტებს, საცხოვრებლებსა და სანაპიროს. Thingyan holidays ის დროს, ბაღები საზოგადოებისთვის ღიაა.

2008 წელს, 21 ჰეტქრი მიწის ნაკვეთზე, გაიხსნა 'ეროვნული მცენარეული პარკი', რომელშიც წარმოდგენილია სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეთა ექსპონატები, მიანმარის ყველა რეგიონიდან. პარკში ასობით სხვადასხვა სახეობის, ათასობით მცენარეა. ქალაქის მერიის უკან, მოწყობილია პარკი სათამაშო მოედნებითა და წყლის შადრევნების კომპლექსით, რომლებიც ყოველ ღამით მართავენ მუსიკალურ შოუებს.

2008 წელს გაიხნსა ნაიფიიდოს ზოოლოგიური ბაღები, 420 სახეობის, 1500 მდე ცხოველს უყრის თავს. ზოოპარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა, კლიმატის კონსოლირებადი მქონდე პინგვინების სახლია. 2011 წელის, 12 თებერვალს, გაიხსნა ნაიფიიდო საფარის პარკი.

ქალაქში ასევე არსებობს გოლფის ორი კლუბი და ძვირფასი ქვების მუზეუმი.

ორიენტირი რედაქტირება

იანგონში მდებარე შვედგონის პაგოდას ზომითა და ფორმით მსგავსი, უპატასანი პაგოდა 2009 წელს დასრულდა. ამ ახლა პაგოდას 'სიმშვიდის პაგოდასაც' უწოდებდნენ. პაგოდების ათვისების დაწყების ცერემონია 2006 წლის 12 ნოემბერს გაიმართა. ცერემონია სავიზიტო ფრაზით 'Rajahtani Naypyidaw' (სამეფო დედაქალაქი სადაც მეფე ცხოვრობს) გაიხსნა. პაგოდა სულ 30 სმ ით მოკლეა შვედონგის პაგოდასთან შედარებით.

ადმინისტრაცია რედაქტირება

ნაიფიიდოს მართავს 'ნაიფიიდოს კავშირის ტერიტორია', რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება. ნაიფიიდოს საბჭოს თავმჯდომარის მიერ,პრეზიდენტის სახელით, ხორციელდება ყოველდღიური ფუნქციები. ნაიფიიდოს საბჭოს თავმჯდომარე და წევრები ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ და შესაძლოა იყვენ როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო პირები.

ნაიფიიდოს განვითარების კომიტეტი, დედაქალაქის ადმინისტრაციული ორგანოა, შედგება 5-9 წევრისგან, რომელსაც უძღვება თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ მერის პოზიციას ასრულებს და ვიცე-თავმჯდომარე, როგორც ვიცე მერი.

ნაიფიიდოს კავშირის ტერიტორია, მოიცავს როგორც ქალაქს საქმიან რაიონს ასევე კიდევ 8 მიმდებარე ქალაქს. ქალაქის საქმიანი რაიონი თავის მხრივ დაყოფილია 4 პალატად. იამეთინის რაიონში ადრე შედიოდნენ ქალაქები: პინმანა, ლიევე და თატკონი. ოთტათათირი, დეკხინათირი, პოპფათირი, ზაბუთირი და ზეიათირი ამჟამად ყველა მათგანი მშენებარე ქალაქია. 2009 წლის მონაცემით, სამთავრობო უწყების ყველა დაწესებულება დედაქალაქში გადავიდა. იანგონში მხოლოდ სამინისტროების დირექტორატების ოფისებია დარჩენილი.

ქალაქის მახასიათებელი (პალატები): რედაქტირება

  • ზეიატჰეიდი
  • პინიატჰეიდი
  • ბავგატჰეიდი
  • მინგალატჰეიდი

ადრე არსებული რაიონები/ოლქები რედაქტირება

  • პიინმანა
  • ლიევე
  • ტატკონე

ახალი რაიონები/ოლქები რედაქტირება

  • ოტარატჰირი
  • დეკინატჰირი
  • პობატჰირი
  • ზაბუტჰირი
  • ზეიარტჰირი

ზოგჯერ, გარკვეული ტიპის გაურკვევლობა წარმოიქმნება მიწის გამოყენებისა და მფლობელების ცვლილების ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ძირითადად ნაიფიიდოს ურბანიზაციას უკავშირდება.

ტრანსპორტი რედაქტირება

აეროპორტი რედაქტირება

ნაიფიიდოს საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ცნობილი, როგორც აიელარ აეროპორტი, მდებარეობს ქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრზე, ორ ქალაქს: ეა და ლიევეს შორის. მას ასევე ემსახურება ყველა ადგილობრივი ავიაკომპანია. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აეროპორტის არაფრენი ბილიკის სიგრძე 3.6 კილომეტრია, საკონტროლო კოშკი კი 69 მეტრი სიმაღლისაა. ყოველწლიურად 50 დან 65 ათასამდე ფრენის განხორციელება შეუძლიათ. Bangkok Airways და China Eastern Airlines აეროპორტს ემსახურებიან საერთაშორისო ფრენებით ბანგკოკისა და კუნმინგის მიმართულებით.

ავტობუსები და ტაქსები რედაქტირება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა სამეზობლოებს შორის შეზღუდულია. ოთხკუთხა, 323.2 კილომეტრიანი Yangon-Naypyidaw გზატკეცილი აკავშირებს ნაიფიიდოს იანგონთან და ის 563 კმ სიგრძის Yangon-Naypyidaw-Mandalay Expressway- ის ნაწილია. გვხვდება 20 ხაზიანი ბულვარიც, რომელიც ქალაქში მდებარე სხვა ბევრი ქუჩის მსგავსად, უმეტესად ცარიელია. ქალაქში გადის ოთხკუთხა გზები და მათ შორის ყვავილებით დაფარული წრიული გაზონები. სამინისტრო სამთავროები, თავიანთ მართვად შენობებს უზრუნველყოფენ ავტობუსის მომსახურებით ყოველ დილა საღამოს.

სარკინიგზო მომსახურება რედაქტირება

ნაიფიიდოს სარკინიგზო სადგური, ყავატანასა და კინჰაუნგანის სადგურებს შორის, იანგონ-მანდალაის სარკინიგზო მაგისტრალზე გაიხსნა. სადგურის ფართობია 2,700 მ × 1,200 მ. ფარავს 344.5 ჰექტარ ტერიტორიას. მშენებლობა 2006 წლის 8 დეკემბერს დაიწყო, და 2009 წლის 5 ივლისს გაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დეტალები ჯერაც დაუსრულებელი იყო.

2011 წლის აგვისტოში, რუსული რადიომაუწყებლობები აცხადებდნენ, რომ ნაიფიიდოში, რუსული წარმოების ფირმა, პირველ, 50 კილომეტრიან მეტროს ხაზს ააშენებდა ქალაქში და მათ პირველი მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემა ექნებოდათ. თუმცა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გეგმა მოთხოვნის არარსებობისა და საბიუჯეტო ლიმიტის გამო გაუქმდა.

განათლება და კვლევები რედაქტირება

საბაზისო განათლება რედაქტირება

#1 დაწყებითი განათლების საშუალო სკოლა რედაქტირება

#2 დაწყებითი განათლების საშუალო სკოლა

  • #3 დაწყებითი განათლების საშუალო სკოლა

უმაღლესი განათლება რედაქტირება

იეზინი მდებარეობს ნაიფიიდოსგან ჩრდილო აღმოსავლეთით, რამდენიმე კილომეტრში.

  • იეზინის ვეტერინარული მეცნიერების უნივერსიტეტი
  • იეზინის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
  • იეზინის მეტყევეობის უნივერსიტეტი

კვლევები რედაქტირება

  • ტყის კვლევის ინსტიტუტი, იეზინი
  • სასოფლო-სამეურნეო კვლევითი უნივერსიტეტის განყოფილება, იეზინი
  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიომრავალფეროვნების კვლევის ინსტიტუტი

ჯანდაცვა რედაქტირება

ქალქს ემსახურება ხუთი საჯარო საავადმყოფო: 1000 საწოლიანი ნაიფიიდოს ზოგადი საავადმყოფო, ნაიფიიდოს ქალთა საავადმყოფო, ნაიფიიდოს ENT საავადმყოფო, 100 საწოლიანი ნაიფიიდოს ტრადიციული სამედიცინო საავადმყოფო და ნაიფიიდოს ორთოპედიული საავადმყოფო. ასევე აქვთ 300 საწოლიანი მეან-გინეკოლოგიური და ბავშვთა საავადმყოფო, მათივე დაცვის სერვისით.

სპორტი რედაქტირება

ნაიფიიდოს F.C, მიანმარის ეროვნული ლიგის საფეხბურთო კლუბი, დაარსდა ნაიფიისოდ უნა ტეიკდის სტადიონზე.

ხელოვნება და გართობა რედაქტირება

'მიანმარის მოძრაობის ფოტოგრაფიის აკადემიის დაჯილდოება' ყოველწლიურად იმართება ნაიპიდავაში და ენიჭებათ ბირმული კინოს უმაღლესი მიღწევებისთვის. კინოთეატრებს ვხვდებით Junction Center Mall ში და Ocean Shopping Mall ში.

მედია და კომუნიკაცია რედაქტირება

ნაიფიიდოში მდებარეობს ინფორმაციის სამინისტროს სათაო ოფისი. 2009 წლიდან, სატელეფონო მოქმედების ზონა დამკვიდრადა.

ბეჭდური რედაქტირება

Myanmar Alin და Kyaymon ბირმულ და Myanmar New Light ინგლისურ ენაზე, ხელმისაწვდომია ნაიფიიდოში. 2011 წლის 18 ნოემბერს, ინფორმაციის სამინისტრომ დაიწყო ყოველკვირეული ჟურნალის გამოშვება, სახელწოდებით Naypyidaw Times, რომელშიც მთავრობის ქმედების მოხსენებას აქვეყნებდნენ.

რადიო რედაქტირება

ქალაქში ბევრი AM და FM სადგურია. ნაიფიიდოს მთავარი ხელმისაწვდომი არხებია: რადიო მიანმარა (ოპერირებს MRTV), Cherry FM, Mandalay FM, FM Bagan, Padamyar FM, Pyinsawaddy FM, Shwe FM და City FM.

ტელევიზია რედაქტირება

ნაიფიიდოში მაუწყებლობენ შემდეგი მთავარი არხები : MRTV, MRTV-4 და MWD. კერძო ქსელი Sky Net, 70ზე მეტ ფასიან არხს სთავაზობს მაცხოვრებლებს. MRTV 19 უფასო საჰაერო არხს გადმოსცემს, MWD კი რვას. ასევე ხელმისაწვდომია სხვა სატელევიზიო არხები, როგორებიცაა მე -7 არხი, 5 – პლუსი და მიანმარ ინტერნეიშენი, ინგლისურენოვანი არხი, რომელიც უცხოეთში მყოფ აუდიტორიას მიმართავს.

შედეგები რედაქტირება

ნაიფიიდოს დაარსება არაჩვეულებრივი პროექტი იყო. თუმცაღა, ახალი დედაქალაქის ჩამოყალიბეით მოკლე თუ გრძელვადიანი შედეგები ჯერ უცნობია.

ქალაქის მშენებლობის ეკონომიკური გავლენების შესახებ ინფორმაცია მწირია. თუმცა ასეთი სამშენებლო ძალისხმევის უკან დიდი ეკონომიკური გავლენა უნდა იდგეს. ერთიშეხედვით 3-4 მილიარდ დოლარამდე დაჯდა ქალაქის მშენებლობა, თუმცა ამ ხარჯთაღრიცხვაში მხოლოდ ფულადი ხარჯებია მოცემული და არ არის გათვალისწინებული უნაღდო ინვესტიციები, რომლებიც ჩართული იყო მშენებლობაში. წესით დიდი ლოკალიზებული სამშენებლო ბუმი უნდა ყოფილიყო, რომლის შედეგია ეს უდიდესი ეკონომიკური აქტივი. მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილები კიდევ არის დარჩენილი, არსებობს დაუსრულებელი გზებიც და შენობებიც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება