დასავლეთი (დასავლეთის წერტილი) — ჰორიზონტის (ქვეყნის მხარეების) ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩრდილოეთისაკენ პირშექცეული დამკვირვებლის ხელმარცხნივაა. აღინიშნება W (West) ასოთი. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ჩადის. ცის ეკვატორისა და ჭეშმარიტი ჰორიზონტის გადაკვეთის ორი წერტილიდან ერთი დასავლეთის წერტილია.

ჰორიზონტის წერტილი - დასავლეთი, რომელიც მარცხნივაა განთავსებული (W)

გეოგრაფიული ორიენტაცია

რედაქტირება

მსოფლიო გეოგრაფიულ რუკაზე, როგორც ცნობილია გადის ნულოვანი მერიდიანი; მისგან დასავლეთით გაწოლილია ევროპისა და აფრიკის გარკვეული დასავლური ნაწილები, ასევე ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა და ცოტად თუ ბევრად ანტარქტიკა.

ტერმინ დასავლეთს იყენებენ გეოგრაფიულ რუკებზე ამა თუ იმ ქვეყნის ნაწილების ან უფრო მცირე მონაკვეთების — მდებარეობის მიხედვით. მაგ.: მსოფლიო რუკაზე ვრცელი კონტინენტი ჩრდილოეთი ამერიკა გაწოლილია დასავლეთ ნახევარსფეროში, ე.ი. რუკაზე ჩვენგან იგი მარცხნივ გამოისახება.

ტერმინი დასავლეთი აქტიურად გამოიყენება თვით კონტინენტის შიდა ნაწილში ადგილის დასადგენად; მაგ.: აზიის კონტინენტის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეწოდება დასავლეთი აზია. იგი ვრცელდება აგრეთვე გეოგრაფიულ ობიექტებზეც, დასავლეთი კარპატები, დასავლეთ ციმბირის ვაკე, დასავლეთი კავკასიონი და ა.შ.

ამავდროულად, ტერმინი დასავლეთის გამოყენება შეიძლება კონკრეტულად რომელიმე ქვეყანაში შიდა ტერიტორიის რომელიმე წერტილების აღსანიშნავად.

ამის კარგ მაგალითს გვაძლევს საქართველო. საქართველოში კარგად არის გამოხატული ჰორიზონტის ოთხივე წერტილი (დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი). საქართველოს დასავლეთი ტერიტორია გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია როგორც — დასავლეთ საქართველო, რომელსაც რუკაზე ჩვენგან მარცხენა მხარე უკავია.

დასავლეთ ტერიტორიას ამა თუ იმ მონაკვეთში ემატება ჰორიზონტის მნიშვნელოვანი წერტილები — ჩრდილოეთი და სამხრეთი. ჩრდილოეთ-დასავლეთი ასეთ შემთხვევაში იქნება ჰორიზონტის ნაწილი, უფრო ზუსტად კი მისი არაძირითადი წერტილი. იგივე ითქმის სამხრეთ-დასავლეთზეც. ძირითადია ამ თვალსაზრისით თვით დასავლეთი. მაგ., საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი აფხაზეთია; ხოლო სამხრეთ-დასავლეთი აჭარა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება


ჰორიზონტის მხარეები
  ჩრდილოეთი  
დასავლეთი   აღმოსავლეთი
  სამხრეთი