დასავლეთი კარპატები
დასავლეთი კარპატები (პოლ. Karpaty Zachodnie; ჩეხ. Západní Karpaty; სლოვაკ. Západné Karpaty; უნგრ. Északnyugati-Kárpáto) — კარპატის მთების დასავლეთი, ყველაზე მაღალი და განიერი ნაწილი პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიგანე 200 კილომეტრზე მეტი. შედგება სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული ქედებისა (დასავლეთი ბესკიდები) და იზოლირებული მასივებისაგან (ტატრები, დაბალი ტატრები, დიდი ფატრა და სხვა). აგებულია ძირითადად გრანიტებით, გნაისებითა და კირქვებით. მაღალ მთებზე ალპური რელიეფი და მყინვარული ტბებია. ტატრებში აღმართულია კარპატების უმაღლესი მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი (2655 მ).
დასავლეთი კარპატები | |
---|---|
დასავლეთი კარპატები | |
კოორდინატები: 49°10′ ჩ. გ. 20°08′ ა. გ. / 49.167° ჩ. გ. 20.133° ა. გ. | |
ქვეყანა | პოლონეთი ჩეხეთი სლოვაკეთი უნგრეთი |
უმაღლესი წერტილი | გერლახოვსკი-შტიტი |
სიმაღლე | 2655 მ |
სიგრძე | 400 კმ |
სიგანე | 200 კმ |
დასავლეთ კარპატების სამხრეთ ნაწილში საშუალო სიმაღლის ბრტყელმწვერვალებიანი მასივებია (სლოვაკეთის მადნიანი მთები, ბიუკი, მატრა და სხვა). მთების კალთებზე, დაბლა ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეებია (მუხნარი, წიფლნარი), ჩრდილოეთ კალთებზე და საშუალო მთიან ზონაში — შერეული და წიწვოვანი, მაღალმთიანეთში — ალპური მდელოები. დასავლეთ კარპატების ნაკრძალებში შემონახულია ტყის ფლორა და ფაუნა. ცხოველებიდან გვხვდება დათვი, კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, მგელი, ფოცხვერი და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დასავლეთი კარპატები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)