გნაისი
გნაისი (გერმ. Gneis) — ფიქლებრივი სტრუქტურის მეტამორფული ქანი, უმთავრესად შედგება მინდვრის შპატისა და კვარცისაგან. ჩვეულებრივ, შეიცავს ერთ ან რამდენიმე ფერად სილიკატს — ბიოტიტს, მუსკოვიტს, ამფიბოლს, პიროქსენსა და სხვ., ზოგჯერ — გრანატს, კორდიერიტს, სილიმანიტს, დისტენს, სტავროლითსა და სხვ. განარჩევენ ბიოტიტიან, ამფიბოლიან, პიროქსენიან, გრანატიან, დისტენიან და სხვ. გნაისებს.
გნაისი ჩნდება დედამიწის ქერქის სიღრმეში დიდი წნევის და მაღალი ტემპერატურის პირობებში ქანების მეტამორფიზმის შედეგად. მაგმური ქანის შეცვლით მიღებულს ორთოგნაისს უწოდებენ, დანალექი ქანების შეცვლით გაჩენილს კი — პარაგნაისს. გნაისებს მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნით დედამიწის ქერქის აგებულებაში. მათი დიდი ნაწილი არქეული ან პროტეროზოური ასაკისაა.
საქართველოში გვხვდება პალეოზოური ასაკის გნაისები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 193.