მეტამორფული ქანები

მეტამორფული ქანები — დედამიწის წიაღში ტემპერატურის, წნევისა და ფლუიდების გავლენით გარდაქმნილი დანალექი ან მაგმური ქანები.

კვარციტი

მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეტამორფულ ქანებს უწოდებენ ორთოქანებს, ხოლო დანალექი ქანების შეცვლის შედეგად წარმოქმნილს — პარაქანებს. მეტამორფულ ქანებს ახასიათებს ფიქლებრივი ტექსტურა.

მეტამორფული ქანების შედგენილობა განისაზღვრება საწყისი ქანის შედგენილობით, მეტამორფიზმის ტემპერატურითა და წნევით, ხოლო მეტასომატიზმის დროს — ნივთიერების მიგრაციის ინტენსიურობით. თიხით მდიდარი ქანების მეტამორიზმის შედეგად წარმოიქმნება ფილიტები, ქარსიანი ფიქლები და გნაისები. მერგელებისა და ფუძე მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად — ქლორიტიანი ფიქლები და ამფიბოლიტები; კირქვების ხარჯზე — მარმარილო.

ძალზე დიდი წნევის პირობებში წარმოიქმნება ეკლოგიტები. მეტამორფული ქანების შემადგენელი სპეციფიკური (ტიპომორფული) მინერალებია — ანდალუზიტი, სილიმანიტი, დისთენი, სტავროლითი, გრანატები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება