მინდვრის შპატიქანთმაშენ მინერალთა ყველაზე მეტად გავრცელებული ჯგუფი. შეადგენს დედამიწის ქერქისა და მთვარის ქანების 50%-ზე მეტს, შედის მეტეორიტების შედგენილობაშიც. მათ შორის ძირითადად K, Na, Ca ალუმინსილიკატებია და წარმოადგენს Na AlSi3O8 — КAlSi3O8 — Са Al2Si2O8, სამმაგი სისტემის მყარი ხსნარების სერიას, რომელშიც გამოიყოფა ორი რიგი: ტუტე ანუ კალიუმნატრიუმისა (მაგ., ანორთოკლაზი, მიკროკლინი, ორთოკლაზი) და პლაგიოკლაზები. მინდვრის შპატების სტრუქტურის საფუძველია [(Si, Ai) O4]-ის ტეტრაედრებისაგან აგებული სამგანზომილებიანი კარკასი, რომლის დიდ სიცარიელეებში თავსდება კატიონები. ხშირად მცირე რაოდენობით შეიცავს Ba, Sr, Pb, Fe, Li, Rb, Cs და სხვა ელემენტთა მინარევებსაც.

მინდვრის შპატი
საერთო
ქიმიური ფორმულაNa[AlSi3O8] - ალბიტი Са[Al2Si2O8] - ანორთიტი
იდენტიფიკაცია
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით5-6,5
სიმკვრივე2,54—2,75 კგ/მ³ კგ/მ³

ქიმიურად სუფთა მინდვრის შპატები უფერულია, ფერს (მოწითალო, მომწვანო, ნაცრისფერი, შავი და სხვ.) აძლევს მინარევები. გვხვდება კარგად განვითარებული პრიზმული კრისტალების სახით. აქვს სრულყოფილი ტკეჩადობა ორი მიმართულებით. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5. სიმკვრივე 2500-2800 კგ/მ³.

მინდვრის შპატები წარმოადგენს მაგმური ქანების პეტროგრაფიული კლასიფიკაციის საფუძველს. დიდი გამოყენება აქვს კერამიკის, ფაიფურისა და მინის წარმოებაში. მინდვრისშპატიანი ქანი — ლაბრადორიტი ძვირფასი შესამოსი მასალაა. მინდვრის შპატების ზოგიერთი სახესხვაობა (ამაზონიტი, მთვარის ქვა) სანახელავო ქვაა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება