დაბალი ტატრები
დაბალი ტატრები (სლოვაკ. Nízke Tatry) — ქედი სლოვაკეთში. მაქსიმალური სიმაღლე 2043 მ (მთა დიუმბიერი). აგებულია გრანიტებით, კრისტალური ფიქლებითა და გნაისებით, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია მთავარ ქედსა და სამხრეთ ფერდობებზე. დამახასიათებელია კარსტული მღვიმეები. არის ძველი გამყინვარების ნიშნები. განვითარებულია ტურიზმი.
დაბალი ტატრები | |
---|---|
მთები დიუმბიერი და ხოპოკი | |
კოორდინატები: 48°57′ ჩ. გ. 19°30′ ა. გ. / 48.950° ჩ. გ. 19.500° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
უმაღლესი წერტილი | დიუმბიერი |
სიმაღლე | 2043 მ |