დათვი (ლათ. Ursus) — ძუძუმწოვრების გვარი დათვისებრთა ოჯახისა. ზოგიერთი წარმომადგენლის სხეულის სიგრძეა 3 მეტრი, მასა 700 კგ-მდე. აქვთ ხშირი ბალნით შემოსილი სხეული, მძლავრი, ხუთთითა კიდურები, დიდი თავი, მოკლე კუდი. ძირითადად ტყის ბინადრები არიან. სამხრეთის სახეობები შერეული საკვებით იკვებებიან. მრავლდებიან 3–4 წლის ასაკში. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30–40 წელია. გვარში 4 სახეობაა. საქართველოში ბინადრობს მურა დათვის სამი ქვესახეობა: სირიული მურა დათვი, ჩვეულებრივი მურა დათვი და კავკასიური მურა დათვი.

დათვი

ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: მურა დათვი, თეთრი დათვი, ჰიმალაიური დათვი, ბარიბალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ursus (Linnaeus, 1758)

ლიტერატურა

რედაქტირება