კილოგრამი

(გადამისამართდა გვერდიდან კგ)

კილოგრამი (აღნიშვნა: კგ, kg) — მასის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. უდრის საერთაშორისო პროტოტიპის მასას, რომელიც ინახება ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში (ქ. სერვი, პარიზთან) და წარმოადგენს პლატინა-ირიდიუმის შენადნობის ცილინდრს.

კილოგრამი

პლატინა-ირიდიუმის შენადნობისგან დამზადებული კილოგრამის ეტალონი.
სტანდარტი: SI სისტემის ძირითადი ერთეული.
სიდიდე: მასა
სიმბოლო (ქართ): კგ
სიმბოლო (საერთ): kg
ეკვივალენტები:
ჯერად
ერთეულებში
1000 .
0,001 .
იმპერიულ ერთეულებში ≈ 2.204622622 გირვანქა
სურათები ვიკისაწყობში

საზომთა მეტრული სისტემის შექმნისას, XVIII საუკუნეში კილოგრამს განსაზღვრავდნენ, როგორც 1 დმ³ გამოხდილი წყლის მასას უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (4°C), ხოლო 1799 წელს კილოგრამის პროტოტიპი დაამზადეს პლატინისაგან საწონის სახით. კილოგრამის პროტოტიპის მასა ≈ 0,028 გრამით მეტი აღმოჩნდა 1 დმ³ წყლის მასაზე. 1889 წელს მიიღეს კილოგრამის არსებული განსაზღვრა და კილოგრამის საერთაშორისო პროტოტიპად დაამტკიცეს პლატინა   (90%) — ირიდიუმის   (10%) შენადნობისაგან დამზადებული R-ნიშნიანი (გოთიკური მთავრული „კ“) საწონი, რომელსაც 39 მმ სიმაღლისა და დიამეტრის მქონე ცილინდრის ფორმა აქვს. პროტოტიპიდან დამზადებული 40 ასლიდან ორი (№12 და №26) გადაეცა რუსეთს. №12 ეტალონი სსრკ-ში მიღებული იყო მასის სახელმწიფო პირველად ეტალონად, ხოლო №26 — ეტალონ ასლად.

კილოგრამის ჯერადი და წილობითი ერთეულების დასახელების მისაღებად „გრამს“ უმატებენ თავსართებს: მეგაგრამი (მეგგ, Mg), მილიგრამი (მგ, mg) და სხვა.

  • 1 მეგგ = 10-9 კგ;
  • 1 მგ = 10-6 კგ;
  • 1 გ = 0,001 კგ;
  • 1 ც = 100 კგ;
  • 1 ტ = 1000 კგ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება