გირვანქა (ერთეული)

მასის ერთეული

გირვანქა, ასევე ფუნტი (ლათ. pondus, ინგლ. pound, ფრანგ. livre, არაბ. رطل) — მასის საზომი ერთეული, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ისტორიულ ევროპასა და აღმოსავლეთში. გირვანქის მასა წარმოადგენდა 7000 მარცვლის ერთობლივ წონას. საქართველოში გავრცელდა XVIII საუკუნიდან. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.

გირვანქა
სტანდარტი: SI სისტემის საბაზისო ერთეული.
სიდიდე: მასა.
სიმბოლო (საერთ): lb
ეკვივალენტები:
იმპერიულ ერთეულებში 0.45359237 კგ
იმპერიულ ერთეულებში ოყა

გირვანქის მასის ზომა განსხვავდება ქვეყნების მიერ, ასე მაგალითად, საქართველოში გირვანქა წარმოადგენდა ოყის მესამედს[1] და უდრიდა 0,4267 კილოგრამს, მაშინ როცა:

  • ბრიტანული გირვანქა უდრის 0,4536 კგ-ს
  • ავსტრიული გირვანქა უდრის 0,56001 კგ-ს-ს
  • ამსტერდამის გირვანქა უდრის 0,4941 კგ-ს
  • დანიური გირვანქა უდრის 0,496 კგ-ს
  • ძველი რომაული გირვანქა (libra) უდრის 0,32745 კგ-ს
  • ესპანური გირვანქა უდრის 0,451 კგ-ს
  • პორტუგალიური გირვანქა უდრის 0,459 კგ-ს
  • რუსული გირვანქა უდრის 0,4914 კგ-ს
  • ფრანგული ლივრი უდრის 0,489505 კგ-ს
  • შვედური გირვანქა უდრის 0,425076 კგ-ს

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება