ოყა, ასევე ოხა (ოსმ. اوقه, ბერძ. Οκά) — მასის საზომი ერთეული ოსმალეთის იმპერიაში, ერთი ოყა უდრიდა 400 დირჰემს, ანუ 1,2828 კგ-ს[1]. ვრცელდებოდა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოშიც.

საქართველოში ოყა იყო წონის ერთეული, უდრიდა სამ გირვანქას[2], შესაბამისად 1,2828 კგ ÷ 3 = 0,4276 კგ-ს.საქართველოში ოყას იყენებდნენ მარცვლეულის საწყაოდ.

საბერძნეთში ოყა უდრიდა 1,282 კგ-ს. ეს ერთეული ფართოდ გამოიყენებოდა 1953 წლის მარტამდე, სანამ აკრძალავდნენ. კვიპროსში ოყას ერთეულს იყენებდნენ 1980-იანების ბოლომდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოყა&oldid=4419628“-დან