ოსმალური ენა
ოსმალური ენა, იგივე ოსმალური თურქული (Osmanlıca, ან Osmanlı Türkçesi, თვითდასახელება: لسان عثمانى / lisân-i Osmânî) — თურქული ენის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ადმინისტრაციული და ლიტერატურული მიზნებისთვის გამოიყენებდნენ ოსმალეთის იმპერიაში.
ოსმალური ენა لسان عثمانى / lisân-i Osmânî | |
გავრცელებულია | ოსმალეთის იმპერია |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | თურქული ენები |
დამწერლობის სისტემა | არაბული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-2: ota |
ეს ენა შეიცავს ნასესხობათა დიდ რაოდენობას სპარსულიდან, რომელმაც თავის მხრივ ბევრად უფრო ადრე ძალიან ბევრი არაბული ელემენტი შეითვისა. ამგვარი გაუცხოების შედეგად კი ოსმალური გახდა სამწიგნობრობო ენა, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებში, იქ, სადაც განათლების დონე არ იყო მაღალი, არავის ესმოდა. საბოლოოდ კი ოსმალურ ენაზე დიდი გავლენა მაინც ჩვეულებრივმა სასაუბრო თურქულმა მოახდინა, რამაც კიდევ უფრო მეტად შეცვალა ეს ენა.
სტრუქტურა
რედაქტირებაის ფაქტი, რომ არაბული წარმოშობის სიტყვები ოსმალურში არა პირდაპირ არაბულიდან, არამედ სპარსულის შუალობით შემოვიდა და დამკვიდრდა, ნათლად ჩანს ამ ნასესხობებში სპარსულისათვის დამახასიათებელი ბგერათა გადაწევის არსებობით. საამისოდ კიდევ ერთ, დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს ისიც, რომ ეს ნასესხობები არქაული არაბულის ფონოლოგიურ მახასიათებლებს შეიცავენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ არაბულიდან შემოსული სპარსული სიტყვების შეთვისება ოსმალურში იმ დროს უნდა მომხდარიყო, როცა თავდაპირველი მოლაპარაკენი ჯერ სპარსეთის ჩრდილოაღმოსავლეთით დასახლდნენ, თურქულენოვან ტომთა აღმოსავლეთით დამკვიდრებამდე და მათ მიერ ისლამის მიღებამდე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ თათრულ ენაშიც კია არაბულ ნასესხობათა სპარსული კვალის (შუალობის) დანახვა შესაძლებელი.
არსებობს ოსმალური ენის (სულ მცირე) 3 ვარიანტი:
- ელოკვენტური თურქული (Fasih Türkçe) ადმინისტრაციისა (საკანცელარიო) და პოეზიის ენა.
- საშუალო თურქული (Orta Türkçe) ვაჭრებისა და ზედა ფენების ენა.
- ვულგარული თურქული (Kaba Türkçe) დაბალი ფენების ენა.
ამ ვარიანტთაგან გარკვეულ სიტყვებს შესაბამისი სოციალური კონტექსტის მიხედვით ირჩევდნენ: ერთი და იგივე პიროვნება მუშაობის პროცესში მაგალითად არაბულ სიტყვას ასელ (عسل არაბულად 'თაფლი') გამოიყენებდა, თუმცა ბაზარში თაფლის საყიდლად გასული თურქული სიტყვით ბალ (بال თურქულად 'თაფლი') იკითხავდა.
ისტორია
რედაქტირებაოსმალური ენა შემდეგ განვითარების შემდეგ საფეხურებად დაიყოფა:
- ძველი ოსმალური ენა (Eski Osmanlıca): საუბრობდნენ XVI საუკუნემდე და იყო სელჯუკთა თურქულის თითქმის იდენტური. მას განიხილავენ ასევე ძველანატოლიური თურქულის (Eski Anadolu Türkçesi) ნაწილად.
- საშუალო ოსმალური ენა (Orta Osmanlıca), ანუ კლასიკური ოსმალური (Klasik Osmanlıca): პოეზიისა და ადმინისტრაციის (საკანცელარიო) ენა XVI საუკუნიდან თანზიმათის რეფორმებამდე.
- ახალი ოსმალური ენა (Yeni Osmanlıca): 1850-იანი წლებიდან მოყოლებული XX საუკუნის ჩათვლითა და დღემდე განვითარებული ვარიანტები ჩამოყალიბდა ბეჭდვითი მედიისა და დასავლური ლიტერატურის გავლენით.
ენის რეფორმა
რედაქტირებაოფიციალურ სფეროში ოსმალური ენის გამოყენება პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ შეწყდა 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად. ფართო პოლიტიკური რეფორმების ფარგლებში 1923 წელს პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით შეიცვალა სახელმწიფო ენა. მრავალრიცხოვანი არაბული და სპარსული ნასესხობები თურქული ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს, ხოლო მანამდე გამოყენებაში არსებული არაბული ანბანი კი – ლათინურით. ამგვარ ღონისძიებებს ხელი უნდა შეეწყო ახალი თურქული ენის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სასაუბრო ენას უნდა დაფუძნებოდა. ყოველივე კი შექმნიდა ერთგვარ დემონსტრაციულ ზღვარს ახალ თურქულ სახელმწიფოსა და ოსმალურ ტრადიციას შორის.
ქართულად | ოსმალური | თანამედროვე თურქული ენა |
---|---|---|
აუცილებელი, საჭირო | واجب – vâcib | zorunlu |
გარჯა, გასაჭირი | مشکل – müşkül | güçlük, zorluk |
ქალაქი | شهر ჰ– şehir | kent |
ოსმალური და თანამედროვე თურქული
რედაქტირებაისტორიული თვალსაზრისით ოსმალური არ წარმოადგენს თანამედროვე თურქულის წინამორბედს. დიდი განსხვავებაა ოსმალურსა და თანამედროვე თურქულს შორის; ოსმალური სიტყვათშეხამებანი სპარსული და არაბული გრამატიკული წესებით იყო ნაწარმოები. თანამედროვე თურქულში კი ეს ფენომენი მხოლოდ შეზღუდული სახით და ისიც სპეციალურ კონტექსტებში გვხვდება. მაგ.; სიტყვა 'ბედისწერა' ოსმალურში – სიტყვასიტყვით სპარსული ნათესაობითის მეშვეობით („თაქდირ-ი ილაჰი“ – takdîr-i ilâhî) იწარმოებოდა, ხოლო თანამედროვე თურქული კი აწარმოებს კონსტრუქციას „ილაჰი თაქდირ“ (ilâhî takdîr).
ანბანი
რედაქტირებაოსმალურად წერდნენ არაბული ანბანის (الفبا elifbâ) ერთ-ერთ ვარიანტზე, რომელიც თავის დროზე სპარსული ანბანის გავლენით შეიქმნა. მოიპოვება სომხური ანბანით დაწერილი ოსმალური ტესტებიც: მაგალითად ვართან ფაშამ აქაბი სომხური ანბანით დაწერა. ასევე დუზოლუების (Düzoğlu) სომხური ოჯახი, რომელიც სულთან აბდ-ულ-მეჯიდ I-ს მმართველობის დროს იმპერიის ხაზინას განაგებდა, მართალია საქმეებს ოსმალურ ენაზე აწარმოებდა, მაგრამ იყენებდა ამავდროულად სომხურ ანბანს. ებრაულ და ბერძნულ ანბანებს გამოიყენებდნენ იმპერიის არამუსლიმი ჯგუფები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ასევე ქრისტიანობას აღიარებდა ბერძნულ ანბანს გამოიყენებდა, ხოლო მუსლიმი ბერძნები კი პირიქით ოსმალური ანბანით სარგებლობდნენ.
ცალკე მდგომი |
კიდურა | შუაში მდგომი |
დამწყები | ლათინური სახელდება |
ლათ. ტრანსლიტ. |
თანამედროვე თურქული |
---|---|---|---|---|---|---|
ﺍ | ﺎ | — | elif | a, â | a, e | |
ﺀ | — | hemze | ˀ | ', a, e, i, u, ü | ||
ﺏ | ﺐ | ﺒ | ﺑ | be | b, p | b |
ﭖ | ﭗ | ﭙ | ﭘ | pe | p | p |
ﺕ | ﺖ | ﺘ | ﺗ | te | t | t |
ﺙ | ﺚ | ﺜ | ﺛ | se | s | s |
ﺝ | ﺞ | ﺠ | ﺟ | cim | c, ç | c |
ﭺ | ﭻ | ﭽ | ﭼ | çim | ç | ç |
ﺡ | ﺢ | ﺤ | ﺣ | ha | ḥ | h |
ﺥ | ﺦ | ﺨ | ﺧ | hı | ẖ | h |
ﺩ | ﺪ | — | dal | d | d | |
ﺫ | ﺬ | — | zel | z | z | |
ﺭ | ﺮ | — | re | r | r | |
ﺯ | ﺰ | — | ze | z | z | |
ﮊ | ﮋ | — | je | j | j | |
ﺱ | ﺲ | ﺴ | ﺳ | sin | s | s |
ﺵ | ﺶ | ﺸ | ﺷ | şın | ş | ş |
ﺹ | ﺺ | ﺼ | ﺻ | sat, sad | ṣ | s |
ﺽ | ﺾ | ﻀ | ﺿ | dat, dad | ż, ḍ | d, z |
ﻁ | ﻂ | ﻄ | ﻃ | tı | ṭ | t |
ﻅ | ﻆ | ﻈ | ﻇ | zı | ẓ | z |
ﻉ | ﻊ | ﻌ | ﻋ | ayın | ʿ | ', h |
ﻍ | ﻎ | ﻐ | ﻏ | gayın | ġ | g, ğ |
ﻑ | ﻒ | ﻔ | ﻓ | fe | f | f |
ﻕ | ﻖ | ﻘ | ﻗ | kaf | ḳ | k |
ﻙ | ﻚ | ﻜ | ﻛ | kef | k, g, ñ | k, g, ğ, n |
ﮒ | ﮓ | ﮕ | ﮔ | gef¹ | g | g, ğ |
ﯓ | ﯔ | ﯖ | ﯕ | nef, sağır kef | ñ | n |
ﻝ | ﻞ | ﻠ | ﻟ | lam | l | l |
ﻡ | ﻢ | ﻤ | ﻣ | mim | m | m |
ﻥ | ﻦ | ﻨ | ﻧ | nun | n | n |
ﻭ | ﻮ | — | vav | v, o, ô, ö, u, û, ü | v, o, ö, u, ü | |
ﻩ | ﻪ | ﻬ | ﻫ | he | h, e, a | h, e, a |
ﻻ | ﻼ | — | lamelif | lâ | la | |
ﻯ | ﻰ | ﻴ | ﻳ | ye | y, ı, i, î | y, ı, i |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Lewis, Geoffrey. "The Turkish Language Reform: A Catastrophic Success დაარქივებული 2007-01-12 საიტზე Wayback Machine. ".
- Carl Brockelmann: Die Transliteration der arabischen Schrift in ihrer Anwendung auf die Hauptliteratursprachen der islamischen Welt. Denkschrift, dem 19. internationalen Orientalistenkongreß in Rom vorgelegt von der Transkriptionskommission der DMG (Deutsche Morgenländische Gesellschaft) /von Brockelmann, Carl; Fischer, August; Heffening, W.; Taeschner, Franz mit Beiträgen von Ph. S. van Ronkel und Otto Spies. DMG in Kommission bei F.A. Brockhaus: Leipzig 1935. დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოსმალურ–თურქული ლექსიკონი დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. (31.03.2008)
- თურქულმა განვლო გარკვეული გზა დაარქივებული 2008-09-22 საიტზე Wayback Machine.
- ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი: არაბულ-სპარსული ანბანის ტრანსკრიფცია დაარქივებული 2008-12-03 საიტზე Wayback Machine.
- (American Library Association/Library of Congress.)
- ოტომანთა თურქულის ტრანსლიტერაცია: ტრანსლიტერაციების შედარება