თურქეთი
თურქეთი (თურქ. Türkiye), ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა (თურქ. Türkiye Cumhuriyeti) — ტრანსკონტინენტალური ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ძირითადად მდებარეობს დასავლეთ აზიაში, მცირე ნაწილით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. თურქეთი ესაზღვრება რვა ქვეყანას: ჩრდილო-დასავლეთით საბერძნეთსა და ბულგარეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთით საქართველოს, აღმოსავლეთით სომხეთს, აზერბაიჯანის ექსკლავს ნახიჩევანსა და ირანს, და სამხრეთით ერაყსა და სირიას. ქვეყანას სამი მხრიდან ზღვა გარს აკრავს, კერძოდ, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ჩრდილოეთით შავი ზღვა და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა. ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი, რომლებიც ერთად ქმნიან თურქეთის სრუტეებს, იყოფს თრაკიასა და ანატოლიას, ისევე, როგორც აზიასა და ევროპას.[7] ქვეყნის დედაქალაქი ანკარაა, ხოლო უმსხვილესი ქალაქი და მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრი, რომელიც მსოფლიოს გლობალურ ქალაქად კლასიფიცირებულია — სტამბოლია.[8]
თურქეთის რესპუბლიკა Türkiye Cumhuriyeti თურქეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Yurtta sulh, Cihanda sulh „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში” |
||||||
ჰიმნი: დამოუკიდებლობის მარში |
||||||
თურქეთის მდებარეობა მსოფლიოში
|
||||||
დედაქალაქი | ანკარა 39°55′ ჩ. გ. 32°50′ ა. გ. / 39.917° ჩ. გ. 32.833° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | სტამბოლი 41°01′ ჩ. გ. 28°57′ ა. გ. / 41.017° ჩ. გ. 28.950° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | თურქული | |||||
ძირითადი ენები | ქურთული, კურმანჯი, არაბული, ზაზაკი და სხ. | |||||
რელიგია | სეკულარული | |||||
ეთნოქორონიმი | თურქი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ფუატ ოქტაი | ||||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | მუსტაფა შენთოფი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | დიდი ეროვნული ასამბლეა | |||||
დაარსება | ||||||
- | ომი დამოუკიდებლობისთვის | 19 მაისი, 1919 | ||||
- | ლოზანის ხელშეკრულება | 24 ივლისი , 1923 | ||||
- | რესპუბლიკის გამოცხადება | 29 ოქტომბერი, 1923 | ||||
- | ამჟამინდელი კონსტიტუცია | 7 ნოემბერი, 1982 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 769 604[1] კმ2 (36-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 შეფასება | 80 810 525[2] (მე-16) | ||||
- | სიმჭიდროვე | 105[3] კაცი/კმ2 (107-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2021 შეფასება | |||||
- | სულ | $2.749 ტრილიონი[4] (მე-11) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $32,278[4] (მე-45) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $909 მილიარდი[4] (მე-17) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $11,114[4] (60-ე) | ||||
ჯინი (2017) | 43.0[5] საშუალო |
|||||
აგი (2019) | 0.820[6] ძალიან მაღალი · 54-ე |
|||||
ვალუტა | თურქული ლირა (₺) (TRY ) |
|||||
სასაათო სარტყელი | FET (UTC+03:00) | |||||
თარიღის ფორმატი | დღე/თვე/წელი | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +90 | |||||
ISO 3166 კოდი | TR | |||||
ინტერნეტ-დომენი | .tr |
ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70-80 % თავიანთ თავს ეთნიკურად თურქებად თვლიან.[9][10] ქურთები სახელმწიფოში არსებული ყველაზე დიდი უმცირესობაა, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 20 % ეთნიკურად ქურთია. სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან ჩერქეზები, ალბანელები, არაბები, ბოშნაკები და ლაზები.[10][11][12][13][14] სახელმწიფოს ოფიციალური ენა თურქულია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული თურქული ენაა.[15] თურქეთში დღეს არსებული უმცირესობათა ენებია: კურმანჯი, ბოსნიური, არაბული, ზაზაკი, ყაბარდოული ენა და სხვა.[16]
ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა. მისი თანამედროვე პოლიტიკური სისტემა 1923 წელს ჩამოყალიბდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელიც მთავრობაში პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოვიდა. მას შემდეგ თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან ევროპის საბჭოში, ნატო-ში, OECD, OSCE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995 წლიდან. ამასთან ერთად, როგორც მეტწილად მაჰმადიანური ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIC და ECO. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონული ზესახელმწიფოა.
ეტიმოლოგია
თურქეთის სახელი „Türkiye“ თურქულ ენაზე შეიძლება დაიყოს ორ სიტყვად: Türk, რაც ნიშნავს „ძლიერს“ ძველ თურქულზე და ზოგადად აღნიშნავს თურქეთის მცხოვრებს, ან თურქ ხალხთა წარმომადგენელს, „თუ-ქინ“-ის გვიანდელი ფორმა, სახელი, რომელიც ჩინელებმა შეარქვეს ცენტრალური აზიის ალთაის მთების სამხრეთით მცხოვრებ ხალხს ძვ. წ. 177 წლისთვის; და აბსტრაქტული სუფიქსი -iye (წარმოებული არაბული ბოლოსართი -iyya-სგან, მაგრამ ასევე ასოცირდება შუასაუკუნეების ლათინური სუფიქსი -ia-სთან სიტყვაში Turchia, და შუასაუკუნეების ბერძნულ სუფიქსთან –ία სიტყვაში Τουρκία), რაც ნიშნავს „მესაკუთრეს“ ან „მონათესავეს“. პირველი დოკუმენტური წყარო, სადაც ტერმინი „Türk“ ან „Türük“ არის ნახსენები, როგორც აუტონიმი, არის ცენტრალური აზიის გიოქთურქების (Göktürks) ორხონის წარწერები (დაახ. VIII ს.).
ისტორია
ანტიკური პერიოდი
ანატოლიის ნახევარკუნძული (ასევე მცირე აზია), რომელზეც თანამედროვე თურქეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი განუწყვეტლივ დასახლებული რეგიონია მსოფლიოში მისი ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობის გამო. ადრეული ნეოლითური დასახლებები, როგორიცაა ჩათალჰოიუკი (მექოთნეობის ნეოლითი), ჩაიონიუ (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა), ნევალი ჩორი (მექოთნეობამდელი ნეოლითი ბ), ჰაჩილარი (მექოთნეობის ნეოლითი), გიობექლი თეფე (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა) და მერსინი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს დასახლებებად არის მიჩნეული.[17] ტროას დასახლება იწყება ნეოლითიდან და გრძელდება რკინის ხანის პერიოდში. დოკუმენტური წყაროებიდან ჩანს, რომ ანატოლიელები ინდო-ევროპულ, სემიტურ და ქართველურ ენებზე მეტყველებდნენ, ისევე როგორც მრავალ გაურკვეველი ნათესაობის ენაზე. ფაქტობრივად, ინდო-ევროპული ხეთურისა და ლუვიურის ანტიკურობის გამო, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ანატოლია უნდა იყოს ის რეგიონი, საიდანაც ინდო-ევროპული ენები გავრცელდა.[18]
პირველი მნიშვნელოვანი იმპერია ამ არემარეში იყო ხეთების, ძვ. წ. XVIII-დან XIII-მდე. შემდეგ გაძლიერდნენ ფრიგიელები, ინდო-ევროპელი ხალხი, სანამ მათ სამეფოს ქიმერიელები გაანადგურებდნენ ძვ. წ. VII საუკუნეში.[19] ფრიგიელთა მემკვიდრე სახელმწიფოთაგან ყველაზე ძლიერები იყვნენ ლიდია, ქარია და ლიკია. ლიდიელები და ლიკიელები ფუნდამენტურად ინდო-ევროპულ ენებზე მეტყველებდნენ, თუმცა ორივე ენას არა-ინდო-ევროპული ელემენტები ჰქონდა ათვისებული ხეთებისა და ელენისურ პერიოდებამდე.
ძვ. წ. 1200 წლიდან დაწყებული, ანატოლიის დასავლეთი სანაპირო დასახლებული იყო აეოლიელი და იონიელი ბერძნებით. ძვ. წ. VI და V საუკუნეებში მთელი რეგიონი სპარსეთის აქემენიდების იმპერიამ დაიპყრო, რომელიც ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე დიდმა აიღო.[20] ანატოლია შემდგომში რამდენიმე მცირე ელენისტურ სამეფოდ დაიშალა (მათ შორის ბითინიად, კაბადოკიად, პერგამონად და პონტუსად), რომლებიც რომის იმპერიის ვასალები გახდნენ ძვ. წ. I საუკუნისთვის.[21] 324 წელს, რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად ბიზანტიუმი აირჩია და მას ახალი რომი (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი და სტამბოლი) დაარქვა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა (აღმოსავლეთ რომის იმპერია).[22]
თურქები და ოსმალეთის იმპერია
სელჩუკთა გვარი „კინიკ“ ოღუზ თურქთა ერთი განშტოება იყო, რომელიც IX საუკუნეში მაჰმადიანური სამყაროს პერიფერიაში, კასპიისა და არალის ზღვების ჩრდილოეთით სახლობდა ოღუზთა კონფედერაციის იაბღუს სახანოში.[23] X საუკუნეში სელჩუკებმა მიგრაცია დაიწყეს მათი წინაპრების სამშობლოდან ანატოლიის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ, რაც საბოლოოდ ოღზ თურქ თემთა ახალი სამშობლო გახდა 1071 წელს მანციკერტის ბრძოლის მოგების შემდეგ. სელჩუკთა გამარჯვებამ საფუძველი დაუდო კონიის სასულთნოს (ანატოლიის სელჯუკთა სასულთნო), რომელიც ცენტრალური აზიის, ირანისა და სამხრეთდასავლეთ აზიის ტერიტორიებს მოდებული უფრო ვრცელი სელჩუკთა იმპერიის განშტოება გახდა.[24]
1243 წელს სელჩუკთა არმიები მონღოლებმა დაამარცხეს და მათი იმპერიის გავლენა ნელ-ნელა დაკნინდა. ამ პერიოდში, ერთ-ერთი თურქული სამთავრო, რომელსაც ოსმან I მმართველობდა, თანდათან ოსმალეთის იმპერიად გადაიქცა, შეავსო რა პოლიტიკური ვაკუუმი დაკნინებულ სელჩუკთა და ბიზანტიელებს შორის.[25]
623-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიას მჭიდრო კავშირები ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის კულტურებთან. XVI-XVII საუკუნეებში ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური გაერთიანება გახდა, რომელიც ხმელეთით საღვთო რომის იმპერიას ეჯიბრებოდა და დამაჯერებლად იკვლევდა გზას ცენტრალური ევროპისკენ ბალკანეთისა და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის სამხრეთ ნაწილის მითვისებით;[26] ხოლო წყლით ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობაში ეცილებოდა ჰაბსბურგის ესპანეთის, ვენეციის რესპუბლიკისა და წმინდა იოანეს რაინდების გაერთიანებულ ძალებს (საღვთო ლიგა); ამასთან ხშირად ეწინააღმდეგებოდა პორტუგალიის ხომალებს ინდოეთის ოკეანეში აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის უძველეს საზღვაო სავაჭრო გზებზე იმპერიის მონოპოლიის დასაცავად (რამაც მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა 1488 წელს კეთილი ნების კონცხის აღმოჩენის შემდეგ).
ძალაუფლების დაკნინების წლების ბოლო ფაზაში ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო 1914 წელს ოსმალეთ-გერმანიის ალიანსში გაერთიანებით, და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც. ხოლო ომის შემდეგ გამარჯვებულმა მოკავშირე ძალებმა ოსმალეთის სახელმწიფოს დანაწილება მოინდომეს სევრის ხელშეკრულებით.[25]
რესპუბლიკის ხანა
სტამბოლისა და იზმირის ოკუპაციამ მოკავშირეების მიერ პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გააღვივა თურქული ეროვნული მოძრაობა.[26] მუსტაფა ქემალ ფაშას, სამხედრო ხელმძღვანელი, რომელმაც თავი გამოიჩინა გალიპოლის ბრძოლაში, მეთაურობით გაჩაღდა თურქეთის დამოუკიდებლობის ომი, რომლის მიზანი სერვის ხელშეკრულების პირობების გაუქმება იყო.[27] 1922 წლის 18 სექტემბრისთვის საოკუპაციო ჯარები განდევნილ იქნა და ქვეყანაში ახალი თურქული სახელმწიფო დაიბადა. 1 ნოემბერს ახლადდაფუძნებულმა პარლამენტმა ფორმალურად გააუქმა სასულთნო, რითაც დასრულდა ოსმალეთის მმართველობის 623 წლიანი პერიოდი. 1923 წლის 24 ივლისს დადებულმა ლოზანის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა ახლადდაფუძნებული „თურქეთის რესპუბლიკის“ სუვერენულობის საერთაშორისო აღიარებას, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე ქვეყანას. რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს ახალ დედაქალაქ ანკარაში.[26]
მუსტაფა ქემალი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც მან მრავალი რადიკალური რეფორმა გაატარა ახალი სეკულარული რესპუბლიკის დაარსებისთვის ოსმალეთის წარსულის ნარჩენებისგან.[26] გვარების კანონის მიხედვით, თურქეთის პარლამენტმა მუსტაფა ქემალს მიუძღვნა პატივსაცემი სახელი „ათათურქი“ („თურქების მამა“) 1934 წელს.[27]
თურქეთმა მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების მხარე დაიჭირა 1945 წლის 23 თებერვალს, როგორც ცერემონიული ჟესტი, და გაეროს ქარტიის წევრი გახდა 1945 წელს.[28] საბერძნეთში კომუნისტების აჯანყების გამო წარმოქმნილი სირთულეებისა და საბჭოთა კავშირის მიერ თურქეთის სრუტეებში სამხედრო ბაზების მოთხოვნის შედეგად შეერთებულმა შტატებმა 1947 წელს ტრუმენის დოქტრინა გამოაცხადა. დოქტრინა ხაზს უსვამდა თურქეთისა და საბერძნეთის უსაფრთხოების გარანტიის დაცვას ამერიკის მიერ და დიდძალი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწია ამ ორ ქვეყანას.[29]
კორეის კონფლიქტში გაეროს ძალებთან მონაწილეობის შემდეგ, თურქეთი ნატოს წევრი გახდა 1952 წელს, რითაც ბოლო მოუღო ხმელთაშუა ზღვაში საბჭოთა ექსპანსიის მცდელობას. კვიპროსის კუნძულზე ათწლიანი ეთნიკური კონფლიქტისა და 1974 წლის საბერძნეთის ხუნტის შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტი მაკარიოსის ნაცვლად დიქტატორი ნიკოს სამპსონი მოიყვანა ქვეყნის სათავეში, თურქეთი შეიჭრა კუნძულზე. ცხრა წლის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. დღემდე ჩკთრ-ს მხოლოდ თურქეთი ცნობს.[30]
1945 წელს ერთპარტიული პერიოდის დასრულების შემდეგ, მრავალპარტიულობის დამყარებამ პოლიტიკური სირთულეები მოიტანა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა 1960-იან და 1980-იან წლებში რამდენიმე გადატრიალების მცდელობით 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში.[31] თურქეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციამ 1980-იან წლებში თითქმის სრულიად შეცვალა ქვეყანა, რასაც პერიოდული სწრაფი ზრდისა და კრიზისის წლები მოჰყვა მომდევნო ათწლეულებში.[32]
გეოგრაფია და კლიმატი
თურქეთი ტრანსკონტინენტური ევრაზიული ქვეყანაა.[33] აზიური თურქეთი მეტწილად ანატოლიაში მდებარეობს და ქვეყნის 97 %-ს შეადგენს. ევროპული ნაწილისგან მას ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი ჰყოფს. ევროპული თურქეთი აღმოსავლეთ თრაკეზე ან რუმელიაში მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.[34]
თურქეთის ტერიტორიის სიგრძე 1600 კმ-ს, ხოლო სიგანე 800 კმ-ს აღემატება და მას მართკუთხედის მსგავსი ფორმა აქვს.[35] თურქეთის ფართობი, ტბების ჩათვლით, მოიცავს 783 562[36] კვ. კმ-ს, რომლის 755 688 კვ. კმ აზიაში, ხოლო 23 764 კვ. კმ. ევროპაშია.[35] შესაბამისად, ფართობის მიხედვით თურქეთი სიდიდით 37-ე ქვეყანაა მსოფლიოში, და დაახლოებით კონტინენტური საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ტოლია ერთად. თურქეთს სამი მხრიდან ზღვა აკრავს: ეგეოსის ზღვა დასავლეთით, შავი ზღვა ჩრდილოეთით და ხმელთაშუა ზღვა სამხრეთით. მის საზღვრებშია ასევე მარმარილოს ზღვა ჩრდილოდასავლეთით.[37]
თურქეთის ევროპული ნაწილი ქმნის საზღვრებს საბერძნეთსა და ბულგარეთთან. ქვეყნის აზიური ნაწილი ძირითადად მაღალი ცენტრალური პლატოსგან შედგება ვიწრო სანაპირო დაბლობებით ქოროღლუსა და აღმოსავლეთ შავი ზღვის მთათა ქედებით ჩრდილოეთში და ტავრის მთებით სამხრეთით. აღმოსავლეთ თურქეთი უფრო მთაგორიანია. აქ იდებს სათავეს ევფრატი, ტიგროსი და არაქსი. აქ მდებარეობს ვანის ტბა და მთა არარატი, თურქეთის უმაღლესი მწვერვალით (5165 მ).[37][38]
გეოგრაფიულად თურქეთი იყოფა შვიდ რეგიონად: მარმარა, ეგეოსი, შავი ზღვა, ცენტრალური ანატოლია, აღმოსავლეთი ანატოლია, სამხრეთაღმოსავლეთი ანატოლია და ხმელთაშუა ზღვის რეგიონი. უსწორმასწორო ჩრდილოეთ ანატოლიის ტოპოგრაფია შავი ზღვის გასწვრივ გრძელ, ვიწრო ქამარს ჰგავს. ეს რეგიონი თურქეთის მიწის დაახლოებით 1/6-ს შეადგენს. პლატო აღმოსავლეთისკენ სულ უფრო უსწორმასწორო ხდება.[37]
თურქეთის მრავალფეროვანი ტოპოგრაფია ათასობით წლების განმავლობაში დედამიწის ქერქის კომპლექსური მოძრაობის შედეგია. ეს რეგიონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების ზონაშია. ბოსფორისა და დარდანელის არსებობა დედამიწის ქერქში გეოლოგიური რღვევის შედეგია, რამაც შავი ზღვის წარმოშობა განაპირობა. მიწისძვრების არეალი გადის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით, რომელმაც 1999 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწისძვრა გამოიწვია (ეპიცენტრით იზმირში).[39]
ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ სანაპირო რეგიონს ზომიერი ხმელთაშუა კლიმატი ახასიათებს, ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ნესტიანი, გრილი ზამთრით. პირობები გაცილებით მკაცრია ქვეყნის შუაგულში. სანაპიროს გასწვრივ მთათა ქედები ხელს უშლის ხმელთაშუა ზღვის ჰავის გავრცელებას ქვეყნის შიგნით, რაც ანატოლიის პლატოს კონტინენტურ კლიმატს აძლევს მკაცრად კონტრასტული სეზონურობით. ზამთარი პლატოზე განსაკუთრებით მკაცრია. აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -30°C-ზე დაეცეს, ხოლო თოვლი მიწაზე შესაძლოა წელიწადში 120 დღე იდოს. დასავლეთ ნაწილში ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 1 °C. ზაფხული ცხელი და მშრალია, საშუალო ტემპერატურით 30 °C-ზე მაღლა დღისით. წლიური ნალექების რაოდენობა საშუალოდ 400 მილიმეტრს აღწევს. ფაქტობრივი რაოდენობა დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ყველაზე მშრალი რეგიონებია კონიასა და მალათიას გავაკება, სადაც წლიური ნალექების რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია. მაისი ზოგადად ყველაზე ნესტიანი თვეა, ივლისი და აგვისტო კი — ყველაზე მშრალი.[40]
- ფართობი: 780 580 კმ²,
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი — დიდი არარატი 5165 მ; მთავარი მდინარეები (კმ) — ყიზილ-ირმაქი 1182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) — ვანი 3738, თუზი 1700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული — გოქჩეადა; კლიმატი — კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
მთავრობა და პოლიტიკა
თურქეთი საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. 1923 წელს რესპუბლიკად დაარსების შემდეგ თურქეთში სეკულარიზმის ძლიერი ტრადიცია განვითარდა.[41] თურქეთის კონსტიტუცია მართავს ქვეყნის იურიდიულ საკითხებს. მასში ასევე განსაზღვრულია მთავრობის ძირითადი პრინციპები და თურქეთს აყალიბებს, როგორც უნიტარულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს.
სახელმწიფოს მეთაურია რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც მეტწილად ცერემონიული როლი აკისრია. პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლით, პირდაპირი არჩევნებით. ბოლო პრეზიდენტი, აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი, 2000 წლის 16 მაისს აირჩიეს. მანამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი იყო. 2007 წლის 28 აგვისტოს ის შეცვალა აბდულა გიულიმ.[42] აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა საბჭო, რომლებიც ერთად მთავრობას ქმნიან. საკანონმდებლო ხელისუფლებას ერთპალატიანი პარლამენტი, თურქეთის დიდი ნაციონალური ასამბლეა წარმოადგენს. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისგან, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის თურქეთის რესპუბლიკის ლეგალურ სისტემასთან მორჩილებას განაგებს. თურქეთის სახელმწიფო საბჭო ადმინისტრაციული საქმეების უკიდურესი შემთხვევების განხილვის ტრიბუნალია, ხოლო სააპელაციო უმაღლესი სასამართლო კი ყველაფერი დანარჩენის.[43]
პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი მისი მთავრობის მხარდაჭერით და, როგორც წესი, მმართველი პარტიის მეთაურია. მიმდინარე პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სტამბოლის ყოფილი მერი, ხელისუფლებაში მისი პარტიის, კონსერვატიული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) 2002 წლის საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობის მიღების შედეგად მოვიდა. ამ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 34 %-მა მიიღო მონაწილეობა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე.[44][45] 2007 წლის ზოგად არჩევნებში AKP-ამ ხმების 46,6 % მიიღო, რითაც მანდატების უმრავლესობა შეინარჩუნა.[46] პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პარლამენტის წევრობა სავალდებულო არ არის, თუმცა უმეტესწილად ეს ასეა (ერთი გამონაკლისი იყო ქემალ დევრიში, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკის სფეროში 2001 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ;[47] ამჟამად ის გაეროს განვითარების პროგრამის პრეზიდენტია).[48]
საყოველთაო საარჩევნო უფლებები ორივე სქესის მოსახლეობისთვის ქვეყანაში 1933 წელს შემოიღეს, და ყოველი თურქეთის მოქალაქე, რომელიც 18 წლის ხდება, ავტომატურად იღებს ამ უფლებას. 2004 წლისთვის ქვეყანაში სულ 50 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია იყო, რომელთა იდეოლოგია მერყეობს ულტრამემარცხენეობიდან ულტრამემარჯვენეობამდე.[49] კონსტიტუციურ სასამართლოს შეუძლია მოუხსნას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს პარტია ანტისეკულარული ან სეპარატისტულია, ან საერთოდ აკრძალოს იგი.[50][51]
პარლამენტში 550 დეპუტატია, რომელთაც ოთხწლიანი მანდატით ირჩევენ პარტიული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით 85 საარჩევნო ოლქიდან, რომლებიც 81 ადმინისტრაციულ პროვინციას წარმოადგენენ (სტამბოლი სამ საარჩევნო უბნად იყოფა, ხოლო ანკარა და იზმირი ორ-ორად მჭიდრო დასახლების გამო). პარლამენტში გადაჭარბებული პოლიტიკური ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად დაწესებულია 10 %-იანი საარჩევნო ბარიერი (მხოლოდ ის პარტიები იღებენ საპარლამენტო მანდატს, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში საერთო ხმების მინიმუმ 10 %-ს იღებენ).[49] ამ მინიმუმის გამო 2007 წლის არჩევნებში პარლამენტში სამი პარტია მოხვდა.[52][53] მიუხედავად ამისა, ალიანსებისა და დამოუკიდებელ კანდიდატთა სისტემის წყალობით, პარლამენტი ამჟამად წარმოდგენილია შვიდი პარტიით. კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ, თუმცა დეპუტატობის მისაღებად 10 %-იანი ბარიერი მათაც უნდა გადალახონ.[49]
საგარეო პოლიტიკა
თურქეთი გაეროს (1945), OECD (1961), OIC (1969), OSCE (1973), the ECO (1985), ბისეკის (1992) და G-20-ის (1999) დამფუძნებელი წევრია. 2008 წლის 17 ოქტომბერს თურქეთმა 151 ქვეყნის ხმა მიიღო არჩეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოში ავსტრიასთან ერთად, რომელმაც 132 ხმა მიიღო.[54] თურქეთის წევრობა საბჭოში ოფიციალურად დაიწყო 2009 წლის 1 იანვარს.[54] ადრე თურქეთი უშიშროების საბჭოს წევრი იყო 1951–1952, 1954–1955 და 1961 წლებში.[54]
ტრადიციული დასავლური ორიენტაციის შესაბამისად, ევროპასთან ურთიერთობა მუდამ იყო თურქეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. თურქეთი გახდა ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წევრი 1949 წელს და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ასოცირებულ წევრობაზე შეიტანა განაცხადი 1959 წელს, ხოლო წევრი გახდა 1963 წელს. რამდენიმე ათწლეულის პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთმა თანამეგობრობის სრულ წევრობაზე შეიტანა განაცხადი 1987 წელს, დასავლეთ ევროპის კავშირის ასოცირებული წევრი გახდა 1992 წელს, ევროკავშირთან საბაჟო შეთანხმებას მიაღწია 1995 წელს, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო 2005 წლის 3 ოქტომბერს.[55] ეს პროცესი სავარაუდოდ სულ მცირე 15 წელს გაგრძელდება თურქეთის სიდიდისა და გარკვეულ საკითხებზე პოლარული შეუთანხმებლობის გამო.[56] ამ საკითხთა შორისაა უთანხმოება ევროკავშირის წევრ კვიპროსის რესპუბლიკასთან თურქეთის მიერ 1974 წელს კვიპროსში სამხედრო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით. 1974 წლიდან თურქეთი არ ცნობს მეტწილად ბერძნულ კვირპოსის რესპუბლიკას, როგორც კუნძულის ერთადერთ მმართველობას და ნაცვლად მხარს უჭერს დე-ფაქტო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერ არის ცნობილი.[57]
თურქეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ასპექტია მისი კავშირი აშშ-სთან. საბჭოთა კავშირიდან წამოსული საერთო საფრთხის გამო თურქეთი ნატოში გაწევრიანდა 1952 წელს, რამაც ცივი ომის პერიოდში მისი ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირი განაპირობა. ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილ გარემოებებში თურქეთის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მის ახლო აღმოსავლეთთან, კავკასიასთან და ბალკანეთთან სიახლოვეში ინაცვლებს. სირიის სიახლოვეს მდებარე ნატოს ავიაბაზა და თურქეთის მეზობლობა ერაყთან აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი გახდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქეთის სტატუსი, როგორც სეკულარული დემოკრატიის და მისი პოზიტიური ურთიერთობები ისრაელთან. სანაცვლოდ თურქეთმა აშშ-სგან პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც მისი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
1980-იან წლებში თურქეთმა გაააქტიურა თანამშრომლობა აღმოსავლეთ აზიის მოწინავე ეკონომიკებთან, განსაკუთრებით იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან მთელ რიგ ინდუსტრიულ სექტორებში, დაწყებული ავტო და ხელსაწყოთმშენებლობიდან, დამთავრებული საყოფაცხოვრებო საქონლითა და სამხედრო ინდუსტრიით.
თურქულენოვანი სახელმწიფოების საბჭოთა კავშირიდან 1991 წელს გამოყოფამ თურქეთს საშუალება მისცა განევრცო მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ცენტრალურ აზიაშიც.[58] ამ ურთიერთობათაგან ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა მრავალმილიარდდოლარიანი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი ბაქოდან, აზერბაიჯანი, ჯეიჰანში, თურქეთი. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენით თურქეთი დასავლეთისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმწოდებელი გახდა. თუმცა თურქეთის საზღვარი სომხეთთან დღემდე ჩაკეტილი რჩება, ამ უკანასკნელის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპირების გამო ყარაბაღის ომის პერიოდში.[59]
შეიარაღება
თურქეთის შეიარაღებული ძალები შედგება არმიის, ფლოტის და საჰაერო ძალებისგან. ჟანდარმერია და სანაპირო დაცვა მშვიდობიან პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა საომარ პირობებში ისინი არმიისა და ფლოტის განკარგვაში გადადის, რომლის პერიოდშიც მათ შინაგანი წესრიგისა და სამხედრო ფუნქციები ეკისრება.[60]
თურქეთის შეიარაღებული ძალები სიდიდით მეორე შეიარაღებული ძალებია ნატოში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემდეგ, 1 043 550 უნიფორმიანი პერსონალით მის ხუთ განყოფილებაში.[61] ყოველი ჯანმრთელი თურქეთის მოქალაქე მამაკაცი ვალდებულია გარკვეული პერიოდი სამხედრო სამსახური გაიაროს (სამი კვირიდან თხუთმეტ თვემდე), განათლებისა და სამუშაოს მდებარეობის მიხედვით. ვალდებულება ყველაზე ვრცელდება და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური არ არსებობს.[62]
2009 წლისთვის თურქეთი ნატოს ხუთიდან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იყო, რომელიც ალიანსის ბირთვული განაწილების პოლიტიკის ნაწილი იყო ბელგიასთან, გერმანიასთან, იტალიასა და ნიდერლანდებთან ერთად.[63] სულ 90 B61 ბირთვული ბომბი არის დაბინავებული ინჩირლიკის ავიაბაზაზე, რომელთაგან 40 გამოყოფილია თურქეთის საჰაერო ძალების გამოსაყენებლად.[64]
1998 წელს თურქეთმა მოდერნიზაციის პროგრამა გამოაცხადა, რომლის მიხედვით 20 წლის განმავლობაში $160 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტი უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის იყო ახალი ტანკები, მოიერიშეები, შვეულმფრენები, წყალქვეშა გემები, ჯავშნოსნები და სხვა.[65] თურქეთი ასევე მესამე დონის წვლილის შემტანია ერთობლივი დარტყმის მოიერიშე (JSF) პროგრამაში.[66]
თურქეთის ჯარები ნატოსა და გაეროს საერთაშორისო მისიებში 1950 წლიდან მონაწილეობს, მათ შორის სამშვიდობო მისიებში სომალისა და ყოფილ იუგოსლავიაში, ასევე დამხმარე კოალიციურ ძალებში სპარსეთის ყურის პირველ ომში. თურქეთის 36 000 ჯარისკაცია განლაგებული ჩრდ. კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, მისი ჯარები ასევე დისლოცირებულია ავღანეთში 2001 წლიდან.[61][67] 2006 წელს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ლიბანში გაეროს შუალედური ძალების მანდატით განლაგდა საზღვაო პატრულირების გემები და 700 სახმელეთო ჯარისკაცი 2006 წლის ისრაელ-ლიბანის კონფლიქტის შემდეგ.[68]
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსს ნიშნავს პრეზიდენტი და ის პრემიერ-მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული. მინისტრთა საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე ეროვნული უშიშროების საკითხებში ქვეყნის დაცვისთვის შეიარაღებული ძალების ადეკვატურ მომზადებაში. მიუხედავად ამისა, ომის გამოცხადების და თურქეთის შეიარაღებული ძალების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგების ან უცხო ქვეყნის ძალების თურქეთის ტერიტორიაზე განლაგების გადაწყვეტილების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის.[60] 2008 წლის 30 აგვისტოდან შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელია გენერალური შტაბის მეთაური გენერალი ილქერ ბაშბუღი.[69]
ადმინისტრაციული დაყოფა
თურქეთის დედაქალაქია ანკარა. ადმინისტრაციულად თურქეთის ტერიტორია დაყოფილია 81 პროვინციად (ილი). პროვინციები თავის მხრივ გაერთიანებულია 7 რეგიონში ცენზისთვის, თუმცა მათ ადმინისტრაციული დატვირთვა არ აქვს. ყოველი პროვინცია დაყოფილია რაიონებად, რაც საერთო ჯამში 923 რაიონს შეადგენს.
პროვინციებს, როგორც წესი, იგივე სახელი აქვს, რაც მათ შესაბამის პროვინციულ დედაქალაქს, რასაც ასევე ცენტრალური რაიონი ჰქვია; გამონაკლისებია ჰათაი (დედაქ. ანტაკია), ქოჯაელი (დედაქ. იზმითი) და საქარია (დედაქ. ადაფაზარი). პროვინციები უდიდესი მოსახლეობით არის სტამბოლი (+12 მილიონი), ანკარა (+4,4 მილიონი), იზმირი (+3,7 მილიონი), ბურსა (+2,4 მილიონი), ადანა (+2,0 მილიონი) და კონია (+1,9 მილიონი).
უდიდესი ქალაქი და რესპუბლიკამდელი დედაქალაქი სტამბოლი ქვეყნის ფინანსური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.[35] სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა იზმირი, ბურსა, ადანა, ტრაბზონი, მალათია, გაზიანთეფი, ერზურუმი, კაისერი, იზმითი, კონია, მერსინი, ესკიშეჰირი, დიარბაქირი, ანთალია და სამსუნი. თურქეთის მოსახლეობის დაახლ. 70,5 % ურბანულ ცენტრებში ცხოვრობს.[70] ყველა პროვინციებიდან 18-ის მოსახლეობა 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო 21 პროვინციაში მოსახლეობა 1 მილიონსა და 500 000-ს მერყეობს. მხოლოდ ორ პროვინციაში ცხოვრობს 100 000-ზე ნაკლები ადამიანი.
რანგი | ბირთვი | პროვინცია | მოსახ. | რანგი | ბირთვი | პროვინცია | მოსახ. | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სტამბოლი | სტამბოლი | 12,573,836 | 11 | დიარბაქირი | დიარბაქირი | 1,460,714 | |||
2 | ანკარა | ანკარა | 4,466,756 | 12 | იზმითი | ქოჯაელი | 1,437,926 | |||
3 | იზმირი | იზმირი | 3,739,353 | 13 | ანთაქია | ჰათაი | 1,386,224 | |||
4 | ბურსა | ბურსა | 2,439,876 | 14 | მანისა | მანისა | 1,319,920 | |||
5 | ადანა | ადანა | 2,006,650 | 15 | სამსუნი | სამსუნი | 1,228,959 | |||
6 | კონია | კონია | 1,959,082 | 16 | კაისერი | კაისერი | 1,165,088 | |||
7 | ანთალია | ანთალია | 1,789,295 | 17 | ბალიქესირი | ბალიქესირი | 1,118,313 | |||
8 | მერსინი | მერსინი | 1,595,938 | 18 | ქაჰრამანმარაში | ქაჰრამანმარაში | 1,004,414 | |||
9 | გაზიანთეფი | გაზიანთეფი | 1,560,023 | 19 | ვანი | ვანი | 979,671 | |||
10 | შანლიურფა | ურფა | 1,523,099 | 20 | აიდინი | აიდინი | 946,971 | |||
მოსახლეობა 2007 წლის აღწერის მიხედვით[71] |
დემოგრაფია
2018 წლის მონაცემებით თურქეთის მოსახლეობა 81.3 მილიონს[72] შეადგენდა და 0,49 % იზრდება წლიურად. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 105 ად. კმ²-ზე. ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის წილია 75,1 %. 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილი 67,96 %-ია, ხოლო 14 წლამდე ასაკისა — 24,26 %, მაშინ როდესაც 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილია 7,79 %. CIA Factbook-ის თანახმად, ცხოვრების ხანგრძლივობა 72,9 წელია მამაკაცთათვის და 77,7 წელი ქალთათვის, რაც საშუალოდ მთელი მოსახლეობისთვის 75,3 წელს აღწევს.[73] განათლება სავალდებულოა და უფასოა 6-დან 15 წლამდე. წერა-კითხვის გავრცელების დონე 95,3 % მამაკაცთათვის და 79,6 % ქალთათვის, რაც საშუალოდ 87,4 %-ია.[74] დაბალი მაჩვენებელი ქალებისთვის განპირობებულია არაბებისა და ქურთების ტრადიციით, რომლებიც ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონებში სახლობენ.[75]
თურქეთის კონსტიტუციის 66-ე მუხლი განსაზღვრავს „თურქს“, როგორც „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ემორჩილება თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ვალდებულებით“; შესაბამისად, ტერმინის „თურქი“ ლეგალური მნიშვნელობა განსხვავდება მისი ეთნიკური განსაზღვრებისგან. მიუხედავად ამისა, თურქი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად თურქია. სხვა მნიშვნელოვანი ეთნიკური ჯგუფებია (მათი უმეტესობა ინტენსიურად გაათურქეს სელჩუკებისა და ოსმალების პერიოდში) ქართველები, აფხაზები, ალბანელები, არაბები, ასირიელები, ბოსნიაკები, ჩერქეზები, ქურთები, ლაზები, პომახები, ბოშები და სამი ოფიციალურად აღიარებული უმცირესობა (ლოზანის ხელშეკრულებით), ანუ სომხები, ბერძნები და ებრაელები. თურქეთში არის ასევე აფრო-თურქების მოსახლეობა, რომელთა უმეტესობა დასავლეთის სანაპირო ქალაქებში ცხოვრობს და ადგილობრივ მოსახლეობასთან არის შერეული ქორწინებებით. დასავლეთ ევროპელ უმცირესობათა შორის არიან ლევანტინები (ძირითადად ფრანგი, გენუელი და ვენეციელი წარმოშობის), რომლებიც ქვეყანაში (უმეტესწილად სტამბოლში[76] და იზმირში[77] ცხოვრობენ) შუასაუკუნეების პერიოდიდან, ან ბოსფორის გერმანელები და სტამბოლის პოლონელები, რომლებიც თურქეთში XIX საუკუნიდან სახლობენ. ქურთები, რომელთა უმრავლესობა კონცენტრირებულია სამხრეთაღმოსავლეთ პროვინციებში, უდიდესი არათურქული ეთნიკური ჯგუფია. უმცირესობებს, გარდა ოფიციალურად აღიარებული სამი ჯგუფისა, არ აქვთ რაიმე ეთნიკური პრივილეგიები, ამასთან ტერმინია „უმცირესობა“ თურქეთში დღემდე მტკივნეული საკითხია. სარწმუნო მონაცემები თურქეთი ზუსტ ეთნიკურ შემადგენლობაზე არ არსებობს, ვინაიდან თურქეთის ცენზის ინფორმაცია მათ არ შეიცავს.[78] თურქული ენა ერთადერთი ოფიციალური ენაა მთელ ქვეყანაში. მოსახლეობის ლინგვისტურ განაწილებაზე მონაცემები არ არსებობს ზემოთაღნიშნული მიზიზის გამო.[78] მიუხედავად ამისა, TRT მაუწყებლობს პროგრამებს ადგილობრივ ენებსა და დიალექტებზე კვირაში რამდენიმე საათით.[79] სრულიად ქურთულენოვანი სატელევიზიო არხი, TRT 6, გაიხსნა 2009 წლის დასაწყისში.[80]
რელიგია
თურქეთი ოფიციალურად სეკულარული რესპუბლიკაა, ოფიციალური სახელმწიფო რელიგიის გარეშე; თურქეთის კონსტიტუცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამასთან არ წარმოადგენს ან მხარს არ უჭერს რომელიმე რელიგიას.[81][82] თურქეთის მოსახლეობა უმეტესწილად მაჰმადიანია (99%),[83] რომელთა უმრავლესობა სუნიტია (75 %) და დიდი უმცირესობა ალევი (15-25%).[84] მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ქრისტიანია (მეტწილად ბერძნული მართლმადიდებლობა და სომხური სამოციქულო ეკლესია) და ებრაელი (96 % სეფარდი და 4 % აშკენაზი.)[85][86][87] 2007 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის მოქალაქეების 96,8 % აქვს რელიგია, მაშინ როდესაც 3,2 % არარელიგიური ან ათეისტია. მამაკაც მუსლიმ მოქალაქეთა 56 % რეგულარულად ესწრება პარასკევის ლოცვებს.[88][89] პიუს კვლევითი ცენტრის 2002 წლის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 65 %-ს სწამს, რომ „რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია“,[90] ხოლო 2005 წელს ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 95 %-ს სწამს, რომ „ღმერთი არსებობს“[91].
ეკონომიკა
მეტი ვიდრე $14,000 $12,000–14,000 $12,000–10,000 $8,000–10,000 | $6,000–8,000 $4,000–6,000 ნაკლები ვიდრე $4,000 |
თურქეთი ეთგო-ს დამფუძნებელი წევრი და ერთ-ერთია G-20 ქვეყანათაგან.
რესპუბლიკის პირველი ექვსი ათწლეულის განმავლობაში (1923-1983), თურქეთი ძირითადად კვაზიეტატიზმის მიმართულებას მიჰყვებოდა ბიუჯეტის მკაცრი სამთავრობო დაგეგმვითა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით კერძო სექტორის წილზე, საგარეო ვაჭრობაზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე და საგარეო პირდაპირ ინვესტიცეიბზე. თუმცა, 1983 წლიდან თურქეთმა პრემიერ-მინისტრი თურგუთ ოზალის ინიციატივით რეფორმების სერიის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი ეკონომიკის უფრო ღია, საბაზრო მოდელზე გადასვლა იყო.[32] რეფორმებს შედეგად სწრაფი ზრდა მოჰყვა, თუმცა მას ხელი შეუშალა 1994-ის, 1999-ის (ეს უკანასკნელი წინა წლით მომხდარ მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა),[92] და 2001 წლების ფინანსურმა კრიზისმა,[93] რისი შედეგიც 1981-2003 წლებში საშუალოდ წლიური 4% მშპ-ის ზრდა მოჰყვა.[94] დამატებითი ფისკალური რეფორმების გაუტარებლობამ, რომელსაც დაემატა მზარდი სახელმწიფო დეფიციტი და მასშტაბური კორუფცია, მაღალი ინფლაცია, შერყეული საბანკო სექტორი და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკიანობა გამოიწვია.[95]
2001 წლის ეკონომიკური კრიზისისა და იმ პერიოდის ფინანსთა მინისტრი ქემალ დერვიშის მიერ წამოწყებული რეფორმების შედეგად, ინფლაციის დონე ერთნიშნა ციფრებზე ჩამოვიდა, ინვესტორებს იმედი გაუჩნდათ და უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის დონე შეამცირა. სავალუტო ფონდის მონაცემებით 2008 წელს თურქეთის ინფლაციის დონე 6 %-ს არ აღემატებოდა.[96] საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მთავრობის კონტროლის შემცირებით და საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაციით თურქეთმა დროთა განმავლობაში საკუთარი ბაზრები გახსნა. ამასთან, მრავალი სექტორის ლიბერალიზაცია დღემდე გრძელდება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა.[97]
მშპ-ის ზრდის ტემპმა 2002-07 წლებში 7,4 % შეადგინა,[98][99] რის გამოც თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში ამ პერიოდის განმავლობაში. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით თურქეთის მშპ-ის ზრდის ტემპი 2008 წელს 5,4 %-ს შეადგენდა.[100] თურქეთის ეკონომიკის დომინანტური დარგი სოფლის მეურნეობა უკვე აღარ არის. ის ჩაანაცვლა დინამიურმა ინდუსტრიულმა კომპლექსებმა ბირთვ ქალაქებში, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის დასავლეთ პროვინციებშია კონცენტრირებული, განვითარებულ მომსახურების სექტორთან ერთად. 2007 წელს სოფლის მეურნეობამ ქვეყნის ეშპ-ის 8,9 % შეადგინა, მაშინ როდესაც ინდუსტრიული სექტორი 30,8 %, ხოლო მომსახურების სექტორი 59,3 % იყო.[101]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სწრაფად განვითარდა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2008 წელს ქვეყანა მოინახულა 30 929 192 ტურისტმა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტს $21.9 მილიარდი შესძინა.[102]
თურქეთის ეკონომიკის სხვა ძირითადი სექტორებია საბანკო საქმე, მშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტები, კვების მრეწველობა, მანქანათ- და ხელსაწყოთმშენებლობა. თურქეთს მზარდი სამანქანათმშენებლო ინდუსტრია აქვს, რომელმაც 2006 წელს 1,024987 ავტომანქანა აწარმოა,[103] რის გამოც ამ წელს ევროპაში სიდიდით მე-6 ავტომწარმოებელი გახდა; გერმანიის (5 819 614), საფრანგეთის (3 174 260), ესპანეთის (2 770 435), გაერთიანებული სამეფოს (1 648 388), და იტალიის (1 211 594) შემდეგ.[104] თურქეთი ასევე ერთ-ერთი წამყვანი გემთმშენებელი ქვეყანაა; 2007 წელს ქვეყანა რანგით მეოთხე იყო (ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ) გემების შეკვეთების რაოდენობის მიხედვით, და ასევე მეოთხე მსოფლიოში (იტალიის, აშშ-ისა და კანადის შემდეგ) მეგა იახტების შეკვეთების რაოდენობით.[105]
ბოლო წლებში ქრონიკულად მაღალი ინფლაციის კონტროლირება მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი ვალუტა ახალი თურქული ლირა შემოიღეს 2005 წლის 1 იანვარს, ეკონომიკური რეფორმებით მიღწეული წარმატებების შედეგების გასამყარებლად.[106] 2009 წლის 1 იანვარს ახალ თურქულ ლირას ხელახლა დაერქვა თურქული ლირა, რის გამოც ახალი ბანკნოტები და მონეტები გამოიცა. 2005 წლისთვის ხანგრძლივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად ინფლაციის დონემ 8,2 %-მდე დაიწია, უმუშევრობისამ კი — 10,3 %-მდე.[107] 2004 წელს სრული დახარჯვადი შემოსავლების 46,2 % მიიღო შემოსავლების ზედა 20 % მიმღებმა ჯგუფმა, მაშინ როდესაც ქვედა 20 % ჯგუფმა 6 % მიიღო.[108]
თურქეთმა მნიშვნელოვნად ისარგებლა საბაჟო კავშირით ევროკავშირთან, რომელსაც სელი 1995 წელს მოეწერა, რამაც ხელი შეუწყო მისი საექსპორტო ინდუსტრიული წარმოების ზრდასა და ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.[109] 2005 წელს ექსპორტმა $73,5 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმპორტმა $116,8 მილიარდი, რაც 2004 წელთან შედარებით 16,3 % და 19,7 %-ით გაიზარდა, შესაბამისად.[110] 2006 წლისთვის ექსპორტმა უკვე $85,8 მილიარდი შეადგინა, რაც 2005 წელთან შედარებით 16,8 %-ით მაღალია.[111] 2007 წელს ექსპორტმა $115,3 მილიარდს მიაღწია[101] (მთავარი საექსპორტო პარტნიორები: გერმანია 11,2 %, გაერთ. სამეფო 8 %, იტალია 6,95 %, საფრანგეთი 5,6 %, ესპანეთუ 4,3 %, აშშ 3,88 %; სულ ევროკავშირის ექსპორტი 56,5 %.) თუმცა, იმპორტმა ამასთან დაახ. $162,1 მილიარდს მიაღწია,[101] რაც სავაჭრო ბალანს საშიშროებას უქმნის (მთავარი საიმპორტო პარტნიორები: რუსეთი 13,8 %, გერმანია 10,3 %, ჩინეთი 7,8 %, იტალია 6 %, აშშ 4,8 %, საფრანგეთი 4,6 %, ირანი 3,9 %, გაერთ. სამეფო 3,2 %; სულ ევროკავშირზე 40,4 %; სულ აზიაზე 27 %).[112][113]
წლების განმავლობაში დაბალი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებლის შემდეგ, 2007 წელს თურქეთმა შეძლო $21,9 მილიარდის მოზიდვა.[114] მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების სერიამ, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკეთბი განპირობებულმა სტაბულურობამ, სტაბილურმა ზრდის ტემპმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.[97]
ტურიზმი
თურქეთში კარგად არის განვითარებული ტურისტული სერვისი. ეს არის გამოწვეული ზღვისპირა კურორტებით, ასევე სხვადასხვა ატრაქციონებით. ტურიზმის მხრივ აღსანიშნავია შემდეგი ქალაქები:
- სტამბოლი — ძეგლები ისლამური და ბიზანტიური არქიტექტურით,
- კაბადოკია — ბუნებრივი ფორმირების ვულკანური წარმოშობის და მთის ქალაქები,
- ეგეოსის ზღვა — ძეგლების უძველესი კულტურის ნანგრევები, ძველი ბერძნული და რომაული ქალაქები,
- ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მერსინი, ანტალია — ურორტები სამხრეთ სანაპიროზე თურქეთში.
ტურისტული კომპანიები ძირითადად მუშაობენ ანტალიის, ქემერის, ალანიის და სხვა ქალაქების მიმართულებით. ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება მერსინი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ტურისტული სააგენტო, რომელიც მსურველს საშუალებას აძლევს, ადგილზე დაჯავშნოს ტური.
კულტურა
თურქეთს მრავალფეროვანი კულტურა აქვს, რომელშიც შერწყმულია ოღუზ თურქების, ანატოლიელების, ოსმალების (რაც,თავის მხრივ, ბერძნულ-რომაული და ისლამური კულტურების გაგრძელება იყო) და დასავლეთის კულტურები და ტრადიციები, პროცესი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ვესტერნიზაციის შედეგად დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს პროცესი შედეგი იყო თურქებისა და მათი კულტურის იმ ხალხთან ურთიერთობისა, რომლებსაც ისინი თავიანთი მიგრაციის გზაზე ხვდებოდნენ ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ.[115][116] თურქეთის წარმატებულ ტრანსფორმაციას რელიგიაზე დაფუძნებული ყოფილი ოსმალეთის იმპერიიდან თანამედროვე სახელმწიფოში, რომელშიც ერთმანეთისგან მკვეთრად არის გაყოფილი სახელმწიფო და რელიგია, ხელოვნების გამოხატვის მეთოდების ზრდაც მოჰყვა. რესპუბლიკის პირველი წლების განმავლობაში მთავრობამ დიდძალი რესურსები დააბანდა ნატიფ ხელოვნებაში, მაგ. მუზეუმებში, თეატრებში, ოპერასა და არქიტექტურაში. ვინაიდან თანამედროვე თურქული თვითმყოფადობის განსაზღვრაში მრავალი განსხვავებული ისტორიული ფაქტორი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს, თურქული კულტურა მეტწილად თანამედროვეობისა და დასავლურობის მიღწევის მცდელობის შედეგია, რაშიც შერწყმულია ტრადიციული რელიგიური და ისტორიული ღირებულებების შენარჩუნების საჭიროება.[115]
თურქული მუსიკა და ლიტერატურა ამ კულტურულ გავლენათა შესანიშნავ ნიმუშებს იძლევა, რაც ოსმალეთის იმპერიისა და მაჰმადიანური სამყაროს ევროპასთან ურთიერთობის შედეგია.[117] თურქულ ლიტერატურაზე მძლავრ გავლენას ახდენს სპარსული და არაბული ლიტერატურა თითქმის მთელი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, თუმცა ამ პერიოდის დასასრულისთვის, განსაკუთრებით თანზიმატის პერიოდში ევროპული გავლენა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. კულტურული გავლენების ნაზავი დრამატულად არის წარმოდგენილი „კულტურათა შეჯახების ახალი სიმბოლოების“ ფორმით ორჰან ფამუქის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, მხატვრულ ნამუშევრებში.[118]
თურქეთში ნაპოვნი არქიტექტურული ელემენტები ასევე მოწმობს ტრადიციების იმ უნიკალურ ნაზავს, რომელიც რეგიონზე მრავალი საუკუნის განმავლობაში ახდენდა გავლენას. ტრადიციულ ბიზანტიურ ელემენტებთან ერთად, რისი ნიმუშებიც უხვადაა თურქეთის მრავალ რეგიონში, გვიანდელი ოსმალური არქიტექტურის მრავალი ექსპონატი, მათში ადგილობრივი და ისლამური ტრადიციების საუცხოო ნაზავით, მთელს ქვეყანაშია მიმოფანტული, ისევე როგორც ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე. სინანი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი უდიდესი ხუროთმოძღვარი. XVIII საუკუნიდან, თურქულ არქიტექტურაში სულ უფრო მძლავრ გავლენას ახდენს დასავლური სტილები, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სტამბოლში, სადაც ისეთი ნაგებობები, როგორიცაა სულთან აჰმედის მეჩეთი და დოლმაბაჰჩეს სასახლე გვერდიგვერდ დგას თანამედროვე ცათამბჯენებთან, და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ ტრადიციას წარმოადგენს.[119]
მემკვიდრეობა
- სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი) — აია-სოფიას ტაძარი, უამრავი მეჩეთი და მუზეუმი, აღმოსავლური ბაზრები;
- ნაქალაქარები — ხათუსა, ტროა, ეფესი, მილეტი, პერგამა, ანტიოქია;
- ბუნების ძეგლები — გიორემეს ეროვნული პარკი კაპადოკიაში;
- თურქული ეპოსი — ქითაბი დედე ქორქუდი (X-XI ს.).
სპორტი
ყველაზე პოპულარული სპორტი თურქეთში ფეხბურთია.[120] ქვეყნის ყველაზე წარმატებულ გუნდთა შორისაა [გალათასარაი (საფეხბურთო კლუბი)|გალათასარაი]], ფენერბახჩე და ბეშიქთაში. 2000 წელს გალათასარაიმ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ევროპის უმთავრეს კლუბებს შორის უეფას თასისა და უეფას სუპერ თასის მოგებით. ორი წლის შემდეგ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, 2008 წელს კი ეროვნული ნაკრები უეფას ევრო 2008-ში ნახევარფინალში გავიდა. ათათურქის ოლიმპიური სტადიონი სტამბოლში 2005 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს მასპინძლობდა, ხოლო შიურქუ სარაქოჷლუს სტადიონი 2009 წლის უეფას თასის ფინალს უმასპინძლებს.
სხვა პოპულარულ სპორტის სახეობათა შორისაა კალათბურთი და ხელბურთი. თურქეთი მასპინძლობდა EuroBasket 2001-ს და ასევე უმასპინძლებს ფიბას მსოფლიო ჩემპიონატს (2010). მამაკაცთა ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა EuroBasket 2001-ში მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო 2006 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატში მეოთხედფინალს მიაღწია; ამასთან Efes Pilsen S.K.-მ ქორაჩის თასი მოიპოვა 1996 წელს, მეორე ადგილზე გავიდა საფორთას თასზე 1993 წელს, და ფინალურ ოთხეულში გავიდა ევროლიგასა და სუპერლიგაში 2000 და 2001 წლებში.[121] თურქი კალათბურთელები, როგორიცაა მეჰმეთ ოქური და ჰიდაიეთ თურქოღლუ ასევე წარმატებით გამოდიან NBA-ში. ქალთა ხელბურთის გუნდებს, მათ შორის Eczacıbaşı და Vakıfbank Güneş Sigorta, მრავალი ევროპული საჩემპიონატო ტიტულები და მედლები აქვთ მიღებული.
თურქეთის ტრადიციული ეროვნული სპორტია იაღლი გიურეში (გაქონილი ჭიდაობა) ოსმალეთის პერიოდიდან.[122] ედირნე მასპინძლობს ყოველწლიურ ჭიდაობის ტურნირს 1361 წლიდან.[123] საერთაშორისო ჭიდაობის სტილებს მართავს FILA, მათ შორისაა თავისუფალი სტილის ჭიდაობა და ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობა. ამ სახეობებში თურქებს მრავალი ევროპული და ოლიმპიური ტიტულები აქვთ მოპოვებული, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.[124] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა, რომელშიც თურქები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, არის ძალოსნობა; თურქ მძიმე ათლეტებს, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, მრავალი მსოფლიო რეკორდი აქვთ მოხსნილი და მოპოვებული აქვთ მრავალი ევროპული,[125] მსოფლიო და ოლიმპიური[126] საჩემპიონატო ტიტულები. ნაიმ სულეიმანოღლუმ და ჰალილ მუთლუმ ლეგენდარული სტატუსი მოიპოვეს სამ ოლიმპიურ თამაშებში სამ-სამი ოქროს მედლით.
ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება მოტოსპორტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთის რალი ჩართულ იქნა FIA-ს მსოფლიო რალის ჩემპიონატის კალენდარში 2003 წელს,[127] და თურქეთის გრან პრის ფორმულა 1-ს რბოლების კალენდარში ჩართვის შემდეგ 2005 წელს.[128] სხვა მნიშვნელოვან მოტოსპორტის ყოველწლიურ ღონისძიებათა შორის, რომლებიც სტამბოლის პარკის რბოლის წრეზე ტარდება, არის MotoGP თურქეთის გრან პრი, ფია-ს მსოფლიო ტურის ავტომანქანების ჩემპიონატი, გპ2 სერია და ლე-მანს სერია. დროდადრო სტამბოლი და ანტალია ასევე მასპინძლობს F1 Powerboat Racing ჩემპიონატის თურქეთის მონაკვეთს; Red Bull Air Race World Series თურქეთის მონაკვეთი, საჰაერო რბოლა, სტამბოლის ოქროს რქის თავზე ტარდება. სერფინგი, სნოუბორდინგი, სკეიტბორდინგი, პარაგლაიდინგი და სხვა ექსტრემალური სპორტის სახეობები წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება.
რესურსები ინტერნეტში
პორტალი „თურქეთი“ | |
თურქეთი ვიკისაწყობში |
- თურქეთი - სურათები
- რესპუბლიკის პრეზიდენტი დაარქივებული 2008-06-19 საიტზე Wayback Machine.
- დიდი ეროვნული ასამბლეა
- შინაგან საქმეთა სამინისტრო
- თურქეთის შეიარაღებული ძალები დაარქივებული 2008-11-10 საიტზე Wayback Machine.
- თავდაცვის სამინისტრო დაარქივებული 2009-10-27 საიტზე Wayback Machine.
- კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო დაარქივებული 2008-09-16 საიტზე Wayback Machine.
- თურქეთის ვიკიმედია ატლასი
- თურქული სტანდარტების ინსტიტუტი დაარქივებული 2008-10-23 საიტზე Wayback Machine.
- ცენტრალური ბანკი დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
- გიგინეიშვილი, ოთარ: თურქეთის 1960 წლის 27 მაისის სახელმწიფო გადატრიალების მოკლე ისტორია / [რედ.: ნ. კომახიძე]; საქ. სსრ მეცნ. აკად., აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი - თბ.: მეცნიერება, 1989
- ლორთქიფანიძე, ვაჟა: თურქეთის მოსახლეობა / [რედ.: ლეო ჩიქავა]; საქ. მეცნ. აკად., დემოგრ. და სოციოლ. კვლევის ინ-ტი-პრეპრინტი - თბ., 1997
- სურგულაძე, აბელ: საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობათა ისტორიისათვის: წარსული და თანამედროვეობა / [რედ.: რევაზ ბაქრაძე]; ბათუმის სახ. უნ-ტი, საქ. ისტორიის კათედრა - თბ.: აჭარა, 1997
- თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია - Turkiye Cumhuriyeti anayasasi: კანონი N2709 მიღებულია 1982 წლის 18 ოქტომბერს / თურქ. თარგმნა... გიორგი სორდიამ; [რედ.: ზურაბ ბატიაშვილიl - თბ.: აზრი, 2000
- ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან: (საბჭოთა კავშირის ტერიტ. პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში) / მასალები გამოსაც. მოამზადა და შესავ. წერილი დაურთო ჯაბა სამუშიამ; [რედ.: ვახტანგ გურული] - თბ.: არტანუჯი, 2003
- ბატიაშვილი, ზურაბ: თურქეთის შეიარაღებული ძალები / [რედ.: წათე ბაწაში] - თბ., 2000
- ფუტკარაძე, შუშანა: ჩვენებურების ქართული: [თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების მეტყველების ნიმუშები, ლექსიკონი და შესავალი წერილები / რედ.: აზიზ ახვლედიანი; ბათუმის სახ. უნ-ტი - ბათუმი: აჭარის ჟურნ.-გაზეთ. გამ-ბა, 1993
სქოლიო
- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი დაარქივებული 2018-11-14 საიტზე Wayback Machine. , MS Excel document – City and Village Population, Annual Growth Rate of Population, Surface Area and Population Density by Districts
- ↑ Population by Years, Age Group and Sex, Census of Population – ABPRS (2015). თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 10 November 2016.
- ↑ Annual growth rate and population density of provinces by years, 2007–2015. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 18 იანვარი 2017.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Report for Selected Countries and Subjects. IMF World Economic Outlook Database, 2018 (April 2018). ციტირების თარიღი: 29 April 2018
- ↑ Gini Coefficient by Equivalised Household Disposable Income. Turkstat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 16 May 2015.
- ↑ 2015 Human Development Report (15 December 2015). ციტირების თარიღი: 15 December 2015.
- ↑ (1999) National Geographic Atlas of the World, 7th, Washington, D.C.: National Geographic. ISBN 978-0-7922-7528-2. "Europe" (pp. 68–69); "Asia" (pp. 90–91): "A commonly accepted division between Asia and Europe ... is formed by the Ural Mountains, Ural River, Caspian Sea, Caucasus Mountains, and the Black Sea with its outlets, the Bosporus and Dardanelles."
- ↑ Istanbul is classified as Alpha- leading global city. Globalization and World Cities (GaWC) Research Network, Loughborough University (13 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 24 January 2018.
- ↑ Toplumsal Yapı Araştırması 2006. KONDA Research and Consultancy (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2018.
- ↑ 10.0 10.1 Turkey. The World Factbook. Central Intelligence Agency]]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 16 აპრილი 2009.
- ↑ Jaipaul L. Roopnarine (26 August 2015). Fathers Across Cultures: The Importance, Roles, and Diverse Practices of Dads: The Importance, Roles, and Diverse Practices of Dads. ABC-CLIO, გვ. 328. ISBN 978-1-4408-3232-1. „Kurds are the largest ethnic minority group (about 20%), and Armenians, Greeks, Sephardic Jews,...“
- ↑ (4 April 2013) The Geography of International Terrorism: An Introduction to Spaces and Places of Violent Non-State Groups. CRC Press, გვ. 113. ISBN 978-1-4398-8688-5. „Turkey has numerous non-Turkish ethnic groups of which the Kurds are the largest, comprising approximately 20% of the population.“
- ↑ Turkey's ethnic make-up: A complex melting pot.
- ↑ The Ethnic Groups Of Turkey.
- ↑ Katzner, Kenneth (March 2002). Languages of the World, Third Edition. Routledge, an imprint of Taylor & Francis Books Ltd.. ISBN 978-0-415-25004-7.
- ↑ Ethnologue: Ethnologue Languages of the World – Turkey, Retrieved 15 October 2017.
- ↑ Thissen, Laurens (2001-11-23). "Time trajectories for the Neolithic of Central Anatolia" (PDF). CANeW - Central Anatolian Neolithic e-Workshop. Retrieved on 2006-12-21. დაარქივებული 2007-06-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ბალტერი, მაიკლ (2004-02-27). „Search for the Indo-Europeans: Were Kurgan horsemen or Anatolian farmers responsible for creating and spreading the world's most far-flung language family?“. მეცნიერება. 303 (5662): 1323. doi:10.1126/science.303.5662.1323. PMID 14988549.
- ↑ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. (ოქტომბერი 2000)ანატოლია და კავკასია (მცირე აზია), ძვ. წ. 2000 – 1000, ხელოვნების ისტორიის ქრონოლოგია.. New York: The Metropolitan Museum of Art. ციტირების თარიღი: 2006-12-21.
- ↑ ჰუკერი, რიჩარდ. (1999-06-06) ძველი საბერძნეთი: სპარსეთის ომები. Washington State University, WA, United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-20. ციტირების თარიღი: 2006-12-22.
- ↑ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. (October 2000)ანატოლია და მცირე კავკასია (აზია მინორი), ძვ. წ. 1000 - ახ. წ. 1. ხელოვნების ისტორიის ქრონოლოგია.. ნიუ-იორკი: მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი. ციტირების თარიღი: 2006-12-21.
- ↑ დენიელ უოგი. (2004)Constantinople/Istanbul. ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სიეტლი. ციტირების თარიღი: 2006-12-26.
- ↑ Wink, Andre (1990). Al Hind: The Making of the Indo Islamic World, Vol. 1, Early Medieval India and the Expansion of Islam, 7th-11th Centuries. Brill Academic Publishers. ISBN 90-04-09249-8.
- ↑ Mango, Cyril (2002). The Oxford History of Byzantium. Oxford University Press, USA. ISBN 0-1981-4098-3.
- ↑ 25.0 25.1 Kinross, Patrick (1977). The Ottoman Centuries: The Rise and Fall of the Turkish Empire. Morrow. ISBN 0-6880-3093-9.
- ↑ 26.0 26.1 26.2 26.3 Jay Shaw, Stanford; Kural Shaw, Ezel (1977). History of the Ottoman Empire and Modern Turkey. Cambridge University Press. ISBN 0-5212-9163-1.
- ↑ 27.0 27.1 მანგო, ენდრიუ (2000). ათათურქი. Overlook. ISBN 1-5856-7011-1.
- ↑ გაეროს წევრობის ზრდა (1945–2005). გაერო (2006-07-03). ციტირების თარიღი: 2006-10-30.
- ↑ Huston, James A. (1988). Outposts and Allies: U. S. Army Logistics in the Cold War, 1945–1953. Susquehanna University Press. ISBN 0-9416-6484-8.
- ↑ „Timeline: Cyprus“. BBC. 2006-12-12. ციტირების თარიღი: 2006-12-25.
- ↑ ჰეილი, უილიამ მეთიუ (1994). თურქეთის პოლიტიკა და სამხედროები. Routledge, UK. ISBN 0-4150-2455-2.
- ↑ 32.0 32.1 ნასი, თევფიქ ფ. (1992). თურქული ლიბერალიზაციის ეკონომიკა და პოლიტიკა. Lehigh University Press. ISBN 0-9342-2319-X.
- ↑ საბანჩის უნივერსიტეტი. (2005)თურქეთის გეოგრაფია. საბანჩის უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-07. ციტირების თარიღი: 2006-12-13.
- ↑ თურქული ოდისეა: თურქეთი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-09. ციტირების თარიღი: 2009-04-15.
- ↑ 35.0 35.1 35.2 აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა. თურქეთის გეოგრაფია. US Library of Congress. ციტირების თარიღი: 2006-12-13.
- ↑ UN Demographic Yearbook, accessed April 16, 2007
- ↑ 37.0 37.1 37.2 თურქეთის ტურიზმის სამინისტრო. (2005)თურქეთის გეოგრაფია. თურქეთის ტურიზმის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2006-12-13.
- ↑ NASA - Earth Observatory. (2001)მთა არარატი (Ağrı Dağı), თურქეთი. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-24. ციტირების თარიღი: 2006-12-27.
- ↑ Brief Seismic History of Turkey. University of South California, Department of Civil Engineering. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-12. ციტირების თარიღი: 2006-12-26.
- ↑ თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახური. (2006)თურქეთის კლიმატი. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-10. ციტირების თარიღი: 2006-12-27.
- ↑ Çarkoǧlu, Ali (2004). Religion and Politics in Turkey. Routledge, UK. ISBN 0-4153-4831-5.
- ↑ „Turks elect ex-Islamist president“. BBC. 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2007-08-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Turkish Directorate General of Press and Information. (2001-10-17) Turkish Constitution. Turkish Prime Minister's Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-03. ციტირების თარიღი: 2006-12-16.
- ↑ „Turkey's old guard routed in elections“. BBC. 2002-11-04. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Arnold, James (2002-02-21). „Analysis: Turkey's year of crisis“. BBC. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Turkey re-elects governing party“. BBC. 2007-07-22. ციტირების თარიღი: 2007-11-02. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Profile: Kemal Derviş“. BBC. 2002-08-12. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გაეროს პოსტი თურქეთის ექსმინისტრისთვის“. BBC. 2005-04-27. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 49.0 49.1 49.2 Turkish Directorate General of Press and Information. (2004-08-24) Political Structure of Turkey. თურქეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-05. ციტირების თარიღი: 2006-12-14.
- ↑ „Euro court backs Turkey Islamist ban“. BBC. 2001-07-31. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Turkey's Kurd party ban criticised“. BBC. 2003-03-14. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Hardy, Roger (2002-11-04). „Turkey leaps into the unknown“. BBC. ციტირების თარიღი: 2006-12-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Rainsford, Sarah (2007-11-02). „Turkey awaits AKP's next step“. BBC. ციტირების თარიღი: 2007-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 54.0 54.1 54.2 Hürriyet: Türkiye'nin üyeliği kabul edildi (2008-10-17)
- ↑ Chronology of Turkey-EU relations. Turkish Secretariat of European Union Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-15. ციტირების თარიღი: 2006-10-30.
- ↑ ინტერვიუ ევროკომიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან გადაცემაში BBC Sunday AM (PDF). ევროკომისია (2006-10-15). ციტირების თარიღი: 2006-12-17.
- ↑ Mardell, Mark (2006-12-11). „Turkey's EU membership bid stalls“. BBC. ციტირების თარიღი: 2006-12-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Bal, Idris (2004). Turkish Foreign Policy In Post Cold War Era. Universal Publishers. ISBN 1-5811-2423-6.
- ↑ U.S. Department of State: Country Report on Human Rights Practices in Armenia: Respect for Human Rights. Section 1, a.
- ↑ 60.0 60.1 Turkish General Staff. (2006)Turkish Armed Forces Defense Organization. Turkish Armed Forces. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-02. ციტირების თარიღი: 2006-12-15.
- ↑ 61.0 61.1 Economist Intelligence Unit:Turkey, p.23 (2005)
- ↑ http://www.ebco-beoc.eu/
- ↑ Der Spiegel: Foreign Minister Wants US Nukes out of Germany (2009-04-10)
- ↑ NRDC: U. S. Nuclear Weapons in Europe • Hans M. Kristensen / Natural Resources Defense Council, 2005.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2009-12-08.
- ↑ Economist Intelligence Unit:Turkey, p.22 (2005)
- ↑ US Department of Defense. (2002-07-11) DoD, Turkey sign Joint Strike Fighter Agreement. US Department of Defense. ციტირების თარიღი: 2006-12-27.
- ↑ Turkish General Staff. (2006)Brief History of ISAF. Turkish Armed Forces. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-07. ციტირების თარიღი: 2006-12-16.
- ↑ „Turkish troops arrive in Lebanon“. British Broadcasting Corporation. 2006-10-20. ციტირების თარიღი: 2006-12-14.
- ↑ „Introducing General İlker Başbuğ“. Turkish Daily News. 2008-08-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 2008-08-15.
- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. (2008)2007 ცენზი, ქალაქების მოსახლეობა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-04. ციტირების თარიღი: 2008-01-21.
- ↑ თურქეთის რესპუბლიკა, პრემიერ-მინისტრის თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტი (TURKSTAT): თურქეთის პროვინციების მოსახლეობა 2007 წლის ოფიციალური აღწერის მიხედვით.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
- ↑ CIA (2009-02-22). „CIA - The World Factbook -- Turkey“. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2006-12-09.
- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. (2004-10-18) მოსახლეობისა და განვითარების ინდიკატორები - მოსახლეობა და განათლება. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-08. ციტირების თარიღი: 2006-12-11.
- ↑ Jonny Dymond (2004-10-18). „Turkish girls in literacy battle“. BBC. ციტირების თარიღი: 2006-12-11.
- ↑ NTV-MSNBC: "Giovanni Scognamillo ile sinema üzerine"
- ↑ Sabah daily newspaper: "Onlar İzmirli Hristiyan Türkler". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-05. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
- ↑ 78.0 78.1 Extra, Guus; გორტერი, დურკ (2001). ევროპის სხვა ენები: დემოგრაფიული, სოციოლინგვისტიკური და საგანმანათლებლო პერსპექტივები. Multilingual Matters. ISBN 1-8535-9509-8.
- ↑ Turkish Directorate General of Press and Information. (2003)Historical background of radio and television broadcasting in Turkey. Turkish Prime Minister's Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-30. ციტირების თარიღი: 2006-08-10.
- ↑ ნასუჰი გიუნგიორი. (2009)ქურთული TRT. ზამანი. ციტირების თარიღი: 2009-02-25.[მკვდარი ბმული]
- ↑ ICL - International Constitutional Law - Turkey Constitution
- ↑ Turkey: Islam and Laicism Between the Interests of State, Politics, and Society (PDF). Peace Research Institute Frankfurt. ციტირების თარიღი: 2008-10-19.[მკვდარი ბმული]
- ↑ Bureau of Democracy, Human rights and Labor - International Religious Freedom Report 2007- Turkey
- ↑ Shankland, David (2003). The Alevis in Turkey: The Emergence of a Secular Islamic Tradition. Routledge (UK). ISBN 0-7007-1606-8.
- ↑ An Overview of the History of the Jews in Turkey (PDF). American Sephardi Federation (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-22. ციტირების თარიღი: 2008-10-19.
- ↑ United Nations Population Fund. (2006)Turkey - A Brief Profile. United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: 2006-12-27.
- ↑ Country Profile: Turkey, August 2008 - Library of Congress – Federal Research Division
- ↑ KONDA Research and Consultancy - Religion, Secularism and the veil in daily life.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-25. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
- ↑ Turkish Daily News - Poll finds Turks oppose headscarf ban in universities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
- ↑ Pew Global Attitudes Project: Religion is very important. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2002-12-19.
- ↑ Eurobarometer Poll, 2005
- ↑ „Turkish quake hits shaky economy“. BBC. 1999-08-17. ციტირების თარიღი: 2006-12-12.
- ↑ „'Worst over' for Turkey“. British Broadcasting Corporation. 2002-02-04. ციტირების თარიღი: 2006-12-12.
- ↑ მსოფლიო ბანკი. (2005)თურქეთის შრომის ბაზრის კვლევა (PDF). მსოფლიო ბანკი. ციტირების თარიღი: 2006-12-10.
- ↑ (2002) OECD Reviews of Regulatory Reform - Turkey: crucial support for economic recovery : 2002. Organisation for Economic Co-operation and Development. ISBN 92-64-19808-3.
- ↑ IMF: World Economic Outlook Database, April 2008. Inflation, end of period consumer prices. Data for 2006, 2007 and 2008.
- ↑ 97.0 97.1 Jorn Madslien (2006-11-02). „Robust economy raises Turkey's hopes“. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 2006-12-12.
- ↑ Dilenschneider Group and Pangaeia Group, „თურქეთი 360: იცოდით, რომ? დაარქივებული 2008-12-04 საიტზე Wayback Machine. “, აგარეო ურთიერთობები, იანვარი/თებერვალი 2008
- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. (2006-12-11) GNP and GDP as of September 2006 (DOC). თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2006-12-11.
- ↑ მსოფლიო ბანკი: რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები
- ↑ 101.0 101.1 101.2 CIA World Factbook 2008: Turkey - Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2009-04-16.
- ↑ „ტურიზმის სტატისტიკა 2008 წელს“. TURKSTAT. 2009-01-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2009-01-29.
- ↑ Turkish Automotive Producers' Association: Turkish Automotive Production. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-11. ციტირების თარიღი: 2009-04-20.
- ↑ Today's Zaman: Turkey Europe's sixth largest auto producer
- ↑ Catania Investments: Turkish Shipbuilding Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2009-04-20.
- ↑ „Turkey knocks six zeros off lira“. British Broadcasting Corporation. 2004-12-31. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ მსოფლიო ბანკი. (2005)Data and Statistics for Turkey. World Bank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-30. ციტირების თარიღი: 2006-12-10.
- ↑ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. (2006-02-27) შემოსავლის განაწილების შედეგი. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-14. ციტირების თარიღი: 2006-12-11.
- ↑ Bartolomiej Kaminski. ; Francis Ng (2006-05-01) Turkey's evolving trade integration into Pan-European markets (PDF). World Bank. ციტირების თარიღი: 2006-12-27.
- ↑ Turkish Statistical Institute: Foreign Trade of Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-13. ციტირების თარიღი: 2009-04-20.
- ↑ თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეა (2007-01-01). „Exports for 2006 stand at 85.8 billion USD“. ჰიურიეთი. ციტირების თარიღი: 2007-01-01.
- ↑ Gümrükler Genel Müdürlüğü. "2006-2007 Seçilmiş Ülkeler İstatistikleri". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-08. ციტირების თარიღი: 2008-03-12.
- ↑ Xinhua (2008-01-02). „Turkey puts 2008 export target at 125 bln dollars“. peopledaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-08. ციტირების თარიღი: 2008-01-02.
- ↑ „Yabancı sermayede rekor“. ჰიურიეთი. 2008. ციტირების თარიღი: 2008-02-21.
- ↑ 115.0 115.1 კაია, იბრაჰიმ (2003). სოციალური თეორია და გვიანდელი თანამედროვეობები: თურქული გამოცდილება. Liverpool University Press. ISBN 0-8532-3898-7.
- ↑ ხელოვნებათა სამეფო აკადემია. (2005)თურქები - ათასწლოვანი მოგზაურობა: 600–1600. ხელოვნებათა სამეფო აკადემია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-18. ციტირების თარიღი: 2006-12-12.
- ↑ სინეჯენ ტანრკორური. ოსმალეთის მუსიკა. www.turkmusikisi.com. ციტირების თარიღი: 2006-12-12.
- ↑ „ფამუქი ნობელის ლიტერატურის პრემიის ლაურეატი ხდება“. BBC. 2006-10-12. ციტირების თარიღი: 2006-12-12.
- ↑ გუდვინი, გოდფრი (2003). ოსმალეთის არქიტექტურის ისტორია. Thames & Hudson. ISBN 0-5002-7429-0.
- ↑ ბურაქ სანსალი. (2006)სპორტი თურქეთში. allaboutturkey.com. ციტირების თარიღი: 2006-12-13.
- ↑ პილსენის საკალათბურთო გუნდის 103 ისტორიული მიღწევა[მკვდარი ბმული]
- ↑ ბურაქ სანსალი. (2006)გაქონილი ჭიდაობა. allaboutturkey.com. ციტირების თარიღი: 2006-12-13.
- ↑ Kırkpınar Oiled Wrestling Tournament: History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-01. ციტირების თარიღი: 2009-05-05.
- ↑ FILA Wrestling Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-13. ციტირების თარიღი: 2009-05-05.
- ↑ Turkish Weightlifting Federation: List of European (Avrupa) records by male and female weightlifters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-25. ციტირების თარიღი: 2009-05-05.
- ↑ Turkish Weightlifting Federation: List of World (Dünya) and Olympic (Olimpiyat) records by male and female weightlifters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-25. ციტირების თარიღი: 2021-01-01.
- ↑ WRC Rally of Turkey: Brief event history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-31. ციტირების თარიღი: 2009-05-05.
- ↑ BBC Sport: Formula 1 circuit guide: Istanbul, Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-17. ციტირების თარიღი: 2009-05-05.
თურქეთის ოლქები | ||
---|---|---|
ადანა | ადიამანი | აფიონ-ყარაჰისარი | აღრი | ულუკიშლა |