უეფა-ს ევროპა ლიგა

(გადამისამართდა გვერდიდან უეფას თასი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა.

უეფა-ს ევროპა ლიგა[1][2] (ინგლ. UEFA Europa League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1971 წლიდან. უეფა-ს ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ევროპაში. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპა ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად გადის კვალიფიკაციას მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

უეფა-ს ევროპა ლიგა
დაარსდა 1971 (2009 წლიდან
ახლანდელ ფორმატში)
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 48 (ჯგუფური ეტაპი)
+8 გუნდი, ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის შემდგომ.

160 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა სევილია (6-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი (2-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან იმართებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2004 წლიდან გათამაშებამ მიიღო ლიგის ფორმატი, გაუქმდა რა სრულად ოლიმპიური სისტემა და დაემატა ჯგუფური ეტაპი. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპა ლიგა.

სულ, ევროპა ლიგა 28 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[3]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „სევილია“, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ჩელსი“[4].

უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად. 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971–72 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.

ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა. დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004–05 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.

2009–10 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპა ლიგა“[5]. შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილოსნები ემატებათ და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.

თასი 15 კილოგრამს იწონის და ის 1972 წელს მილანში დაამზადა კომპანია ბერტონიმ. 2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს. ევროპა ლიგის გამარჯვებულ კლუბს გადაეცემა 40 ოქროს მედალი, ხოლო მეორე ადგილზე კლუბს 40 ვერცხლის მედალი[6].

საპრიზო თანხა

რედაქტირება

2018–19 წლების სეზონის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 2,920,000 ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 570,000 ევროდ, ფრე 190,000-ით. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული იღებს 1,000,000 ევროს, ხოლო მეორე ადგილოსანი 500,000-ს. 1/32 ეტაპზე გასული გუნდი დამატებით იღებს 500,000 ევროს, 1/16-ში 1,000,000-ს, მეოთხედფინალისტი 1,5 მილიონს, ხოლო ნახევარფინალისტი 2.4 მილიონს. ფინალისტი გუნდი იღებს 4.5 მილიონს, ხოლო ჩემპიონი კი 8.5 მილიონ ევროს[7].

  • პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 240,000 ევრო
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 260,000 ევრო
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 280,000 ევრო
  • პლეი-ოფიდან გამოვარდნა: 300,000 ევრო
  • ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: 2,920,000 ევრო
  • ჯგუფური მატჩის მოგება: 570,000 ევრო
  • ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: 190,000 ევრო
  • ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება: 1,000,000 ევრო
  • ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება: 500,000 ევრო
  • 1/32 ეტაპი: 500,000 ევრო
  • 1/16 ეტაპი: 1,100,000 ევრო
  • 1/4 ფინალი: 1,500,000 ევრო
  • ნახევარფინალი: 2,400,000 ევრო
  • ფინალისტი: 4,500,000 ევრო
  • ჩემპიონი: 8,500,000 ევრო

ფინალები

რედაქტირება
სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1971–72   ტოტენჰემ ჰოტსპური (1) 2–1; 1–1 ვულვერჰემპტონ უონდერერსი  
1972–73   ლივერპული (1) 3–0; 0–2 ბორუსია მენხენგლადბახი  
1973–74   ფეიენოორდი (1) 2–2; 2–0 ტოტენჰემ ჰოტსპური  
1974–75   ბორუსია მენხენგლადბახი (1) 0–0; 5–1 ტვენტე  
1975–76   ლივერპული (2) 3–2; 1–1 ბრიუგე  
1976–77   იუვენტუსი (1) 1–0; 1–2 ატლეტიკ ბილბაო  
1977–78   პსვ (1) 0–0; 3–0 ბასტია  
1978–79   ბორუსია მენხენგლადბახი (2) 1–1; 1–0 ცრვენა ზვეზდა  
1979–80   აინტრახტი ფრანკფურტი (1) 2–3; 1–0 ბორუსია მენხენგლადბახი  
1980–81   იფსუიჩ თაუნი (1) 3–0; 2–4 აზ ალკმაარი  
1981–82   გეტებორგი (1) 1–0; 3–0 ჰამბურგი  
1982–83   ანდერლეხტი (1) 1–0; 1–1 ბენფიკა  
1983–84   ტოტენჰემ ჰოტსპური (2) 1–1; 1–1 დ.დ; პენ.4–3 ანდერლეხტი  
1984–85   რეალ მადრიდი (1) 3–0; 0–1 ვიდეოტონი  
1985–86   რეალ მადრიდი (2) 5–1; 0–2 კელნი  
1986–87   გეტებორგი (2) 1–0; 1–1 დანდი იუნაიტედი  
1987–88   ბაიერ 04 ლევერკუზენი (1) 0–3; 3–0 დ.დ; პენ.3–2 ესპანიოლი  
1988–89   ნაპოლი (1) 2–1; 3–3 შტუტგარტი  
1989–90   იუვენტუსი (2) 3–1; 0–0 ფიორენტინა  
1990–91   ინტერი (1) 2–0; 0–1 რომა  
1991–92   აიაქსი (1) 2–2; 0–0 ტორინო  
1992–93   იუვენტუსი (3) 3–1; 3–0 ბორუსია დორტმუნდი  
1993–94   ინტერი (2) 1–0; 1–0 ზალცბურგი  
1994–95   პარმა (1) 1–0; 1–1 იუვენტუსი  
1995–96   ბაიერნი (1) 2–0; 3–1 ბორდო  
1996–97   შალკე 04 (1) 1–0; 0–1 დ.დ; პენ.4–1 ინტერი  
1997–98   ინტერი (3) 3–0 ლაციო  
1998–99   პარმა (2) 3–0 მარსელი  
1999–00   გალათასარაი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–1 არსენალი  
2000–01   ლივერპული (3) 5–4 დ.დ ალავესი  
2001–02   ფეიენოორდი (2) 3–2 ბორუსია დორტმუნდი  
2002–03   პორტუ (1) 3–2 დ.დ სელტიკი  
2003–04   ვალენსია (1) 2–0 მარსელი  
2004–05   ცსკა მოსკოვი (1) 3–1 სპორტინგი ლისაბონი  
2005–06   სევილია (1) 4–0 მიდლზბრო  
2006–07   სევილია (2) 2–2 დ.დ; პენ.3–1 ესპანიოლი  
2007–08   ზენიტი (1) 2–0 რეინჯერსი  
2008–09   შახტარი დონეცკი (1) 2–1 დ.დ ვერდერი  
2009–10   ატლეტიკო მადრიდი (1) 2–1 დ.დ ფულემი  
2010–11   პორტუ (2) 1–0 ბრაგა  
2011–12   ატლეტიკო მადრიდი (2) 3–0 ატლეტიკ ბილბაო  
2012–13   ჩელსი (1) 2–1 ბენფიკა  
2013–14   სევილია (3) 0–0 დ.დ; პენ.4–2 ბენფიკა  
2014–15   სევილია (4) 3–2 დნიპრო  
2015–16   სევილია (5) 3–1 ლივერპული  
2016–17   მანჩესტერ იუნაიტედი (1) 2–0 აიაქსი  
2017–18   ატლეტიკო მადრიდი (3) 3–0 მარსელი  
2018–19   ჩელსი (2) 4-1 არსენალი  

სტატისტიკა და რეკორდები

რედაქტირება

კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
  სევილია 6 0 2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020
  იუვენტუსი 3 1 1977, 1990, 1993 1995
  ინტერი 3 1 1991, 1994, 1998 1997
  ლივერპული 3 1 1973, 1976, 2001 2016
  ატლეტიკო მადრიდი 3 0 2010, 2012, 2018
  ბორუსია მენხენგლადბახი 2 2 1975, 1979 1973, 1980
  ტოტენჰემ ჰოტსპური 2 1 1972, 1984 1974
  ფეიენორდი 2 0 1974, 2002
  გეტებორგი 2 0 1982, 1987
  რეალ მადრიდი 2 0 1985, 1986
  პარმა 2 0 1995, 1999
  პორტუ 2 0 2003, 2011
  ჩელსი 2 1 2013, 2019
  აიაქსი 1 1 1992 2017
  პსვ 1 0 1978
  აინტრახტი ფრანკფურტი 1 0 1980
  იფსუიჩ თაუნი 1 0 1981
  ბაიერ 04 ლევერკუზენი 1 0 1988
  ნაპოლი 1 0 1989
  ბაიერნი 1 0 1996
  შალკე 04 1 0 1997
  გალათასარაი 1 0 2000
  ვალენსია 1 0 2004
  ცსკა 1 0 2005
  ზენიტი 1 0 2008
  შახტარი დონეცკი 1 0 2009
  ანდერლეხტი 1 0 1983 1984
  მანჩესტერ იუნაიტედი 1 0 2017
  ბენფიკა 0 3 1983, 2013, 2014
  მარსელი 0 3 1999, 2004, 2018
  ატლეტიკ ბილბაო 0 2 1977, 2012
  ესპანიოლი 0 2 1988, 2007
  ბორუსია დორტმუნდი 0 2 1993, 2002
  არსენალი 0 2 2000, 2019
  ვულვერჰემპტონ უონდერერსი 0 1 1972
  ტვენტე 0 1 1975
  ბრიუგე 0 1 1976
  ბასტია 0 1 1978
  ცრვენა ზვეზდა 0 1 1979
  აზ ალკმაარი 0 1 1981
  ჰამბურგი 0 1 1982
  ვიდეოტონი 0 1 1985
  კელნი 0 1 1986
  დანდი იუნაიტედი 0 1 1987
  შტუტგარტი 0 1 1989
  ფიორენტინა 0 1 1990
  რომა 0 1 1991
  ტორინო 0 1 1992
  ზალცბურგი 0 1 1994
  ბორდო 0 1 1996
  ლაციო 0 1 1998
  ალავესი 0 1 2001
  სელტიკი 0 1 2003
  სპორტინგი ლისაბონი 0 1 2005
  მიდლზბრო 0 1 2006
  რეინჯერსი 0 1 2008
  ვერდერი 0 1 2009
  ფულემი 0 1 2010
  ბრაგა 0 1 2011
  დნიპრო 0 1 2015

ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპა ლიგის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
  ესპანეთი 11 5
  იტალია 9 6
  ინგლისი 9 7
  გერმანია 6 8
  ნიდერლანდები 4 3
  პორტუგალია 2 5
  შვედეთი 2 0
  რუსეთი 2 0
  ბელგია 1 2
  უკრაინა 1 1
  თურქეთი 1 0
  საფრანგეთი 0 5
  შოტლანდია 0 3
  ავსტრია 0 1
  იუგოსლავია 0 1
  უნგრეთი 0 1

ყველაზე მეტი გოლი

რედაქტირება

შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[8]

 
ჰენრიკ ლარსონს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ტურნირის ისტორიაში.
პოზიცია ეროვნება მოთამაშე გოლი
1   ჰენრიკ ლარსონი 40
2   კლას-იან ჰუნტელარი 34
3   რადამელ ფალკაო 31
  არიც ადურისი
4   დიტერ მიულერი 29
5   შოთა არველაძე 27
6   ალესანდრო ალტობელი 25
  მლადენ პეტრიჩი
7   კლაუდიო პისარო 24

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

გამარჯვებული მწვრთნელები

რედაქტირება
სეზონი გამარჯვებული[9] კლუბი
1971–72   ბილ ნიკოლსონი   ტოტენჰემ ჰოტსპური
1972–73   ბილ შენკლი   ლივერპული
1973–74   ვილ კურვერი   ფეიენორდი
1974–75   ჰენეს ვაისვაილერი   ბორუსია მენხენგლადბახი
1975–76   ბობ პეისლი   ლივერპული
1976–77   ჯოვანი ტრაპატონი   იუვენტუსი
1977–78   კეს რეივერსი   პსვ
1978–79   უდო ლატეკი   ბორუსია მენხენგლადბახი
1979–80   ფრიდელ რაუში   აინტრახტი ფრანკფურტი
1980–81   ბობი რობსონი   იფსუიჩ თაუნი
1981–82   სვენ-იორან ერიქსონი   გეტებორგი
1982–83   პოლ ვან ჰიმსტი   ანდერლეხტი
1983–84   კიტ ბარკინშოუ   ტოტენჰემ ჰოტსპური
1984–85   ლუის მოლოვნი   რეალ მადრიდი
1985–86   ლუის მოლოვნი (2)   რეალ მადრიდი
1986–87   გუნდერ ბენგტსონი   გეტებორგი
1987–88   ერიხ რიბეკი   ბაიერ 04 ლევერკუზენი
1988–89   ოტავიო ბიანკი   ნაპოლი
1989–90   დინო ძოფი   იუვენტუსი
1990–91   ჯოვანი ტრაპატონი (2)   ინტერი
1991–92   ლუი ვან გალი   აიაქსი
1992–93   ჯოვანი ტრაპატონი (3)   იუვენტუსი
1993–94   ჯამპიერო მარინი   ინტერი
1994–95   ნევიო სკალა   პარმა
1995–96   ფრანც ბეკენბაუერი   ბაიერნი
1996–97   ჰუბ სტევენსი   შალკე 04
1997–98   ლუიჯი სიმონი   ინტერი
1998–99   ალბერტო მალეზანი   პარმა
1999–2000   ფათიჰ თერიმი   გალათასარაი
2000–01   ჟერარ ულიე   ლივერპული
2001–02   ბერტ ვან მარვეიკი   ფეიენორდი
2002–03   ჟოზე მოურინიო   პორტუ
2003–04   რაფაელ ბენიტესი   ვალენსია
2004–05   ვალერი გაზაევი   ცსკა მოსკოვი
2005–06   ხუანდე რამოსი   სევილია
2006–07   ხუანდე რამოსი (2)   სევილია
2007–08   დიკ ადვოკატი   ზენიტი
2008–09   მირჩა ლუჩესკუ   შახტარი დონეცკი
2009–10   კიკე სანჩეს ფლორესი   ატლეტიკო მადრიდი
2010–11   ანდრე-ვილაშ ბოაში   პორტუ
2011–12   დიეგო სიმეონე   ატლეტიკო მადრიდი
2012–13   რაფაელ ბენიტესი (2)   ჩელსი
2013–14   უნაი ემერი   სევილია
2014–15   უნაი ემერი (2)   სევილია
2015–16   უნაი ემერი (3)   სევილია
2016–17   ჟოზე მოურინიო (2)   მანჩესტერ იუნაიტედი
2017–18   დიეგო სიმეონე (2)   ატლეტიკო მადრიდი
2018–19   მაურიციო სარი   ჩელსი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

რედაქტირება
მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
  ჯოვანი ტრაპატონი 3 1977, 1991, 1993
  უნაი ემერი 2014, 2015, 2016
  ლუის მოლოვნი 2 1985, 1986
  რაფაელ ბენიტესი 2004, 2013
  ხუანდე რამოსი 2006, 2007
  ჟოზე მოურინიო 2003, 2017
  დიეგო სიმეონე 2012, 2018

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ევროპა ლიგა“. goal.ge. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2018.
  2. „ევროპა ლიგა“. worldsport.ge. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2018.
  3. „History“. uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  4. Chris Bevan (29 მაისი, 2019). „Chelsea beat Arsenal 4-1 to win Europa League final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Uefa Cup given new name in revamp“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  6. „Regulations of the UEFA Europa League 2015-18 Cycle“ (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  7. 2018/19 UEFA club competitions revenue distribution system. UEFA.com. Union of European Football Associations (5 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2018.
  8. "UEFA Europa League: Facts & Figures" (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  9. „UEFA Cup & Europa League Winning Managers“. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.
   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.