უდო ლატეკი
უდო ლატეკი (გერმ. Udo Lattek; დ. 16 იანვარი, 1935, ზენსბერგი, აღმოსავლეთი პრუსია, პოლონეთი — გ. 1 თებერვალი, 2015, კელნი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი, სპორტული კომენტატორი.
ლატეკი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი საკლუბო მწვრთნელი. გერმანიის და მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი. ლატეკი პირველი მწვრთნელი იყო, რომელმაც მოიგო უეფას ჩემპიონთა თასი, უეფას თასი და თასების მფლობელთა თასი. იტალიელ ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად იყო ის მწვრთნელი ვინც მოიპოვა ევროპის სამივე მთავარი თასი და ერთადერთი ვინც ეს სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად გააკეთა.
ლატეკმა 1974 წელს მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. 1979 წელს მენხენგლადბახის „ბორუსიას“ მოაგებინა უეფას თასი, ხოლო 1982 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი.
როგორც „ბაიერნისა“ და „მენხენგლადბახის“ მწვრთნელმა რვაჯერ მოიგო ბუნდესლიგა და სამჯერ გერმანიის თასი. სხვადასხვა დროს ასევე წვრთნიდა „კიოლნს“, „შალკე 04სა“ და „დორტმუნდს“, რომელიც ბუნდესლიგიდან გავარდნისგან გადაარჩინა.
უდო ლატეკი გარდაიცვალა 2015 წლის 1 თებერვალს, 80 წლის ასაკში[1].
მწვრთნელის კარიერა
რედაქტირებაპერიოდი | კლუბი | ტიტული |
---|---|---|
1965-70 | გერმანიის საფეხბურთო კავშირი | |
1970-75 | ბაიერნი (მიუნხენი) | 1971 გერმანიის თასი 1972 გერმანიის ჩემპიონი 1973 გერმანიის ჩემპიონი 1974 გერმანიის ჩემპიონი 1974 ჩემპიონთა ლიგა |
1975-79 | ბორუსია (მიონხენგლადბახი) | 1976 გერმანიის ჩემპიონი 1977 გერმანიის ჩემპიონი 1979 უეფას თასი |
1979-81 | ბორუსია (დორტმუნდი) | |
1981-83 | ბარსელონა | 1982 უეფას თასების თასი |
1983-87 | ბაიერნი (მიუნხენი) | 1984 გერმანიის თასი 1985 გერმანიის ჩემპიონი 1986 გერმანიის ჩემპიონი 1986 გერმანიის თასი 1987 გერმანიის ჩემპიონი |
1991 | კიოლნი | |
1992 | შალკე 04 | |
2000 | ბორუსია (დორტმუნდი) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ უდო ლატეკი გარდაიცვალა. „მსოფლიო სპორტი“. 4.02.2015