უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა

(გადამისამართდა გვერდიდან ჩემპიონთა ლიგა)

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება მსოფლიოში[1]. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
დაარსდა 1955 (1992 წლიდან
ახლანდელ ფორმატში)
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 32 (ჯგუფური ეტაპი)
78 ან 79 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (15-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (15-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2023-2024

1955–92 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992–93 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი. ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.

სულ, ჩემპიონთა ლიგა 23 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[2]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 14-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.

თასი და მედლები

რედაქტირება
 
თასი

2009 წლამდე არსებული წესის მიხედვით, კლუბი რომელიც მოიგებდა ტურნირს ზედიზედ სამჯერ, ან ჯამში მეხუთედ, სამუდამოდ იტოვებდა ჩემპიონთა თასს. ასეთი პატივი 5 გუნდს ხვდა წილად: „რეალ მადრიდს“ მეექვსე გამარჯვების შემდეგ 1966 წელს, ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L'Équipe-მა გადასცა კლუბს ორიგინალი თასი[3], „აიაქსს“ ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1973 წელს, „ბაიერნს“ ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1976 წელს, „მილანს“ მეხუთე გამარჯვების შემდეგ 1994 წელს და „ლივერპულს“, მეხუთე გამარჯვების შემდეგ 2005 წელს.

2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის წარმოდგენილია 40 ოქროს მედალი და 40 ვერცხლის მედალი მეორე ადგილზე გასულთათვის[4].

საპრიზო თანხა

რედაქტირება

2016–17 წლების სეზონის მიხედვით, უეფა აჯილდოებს 2 მილიონი ევროთი ყველა პლეი-ოფში გასულ გუნდს. ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 12.7 მილიონი ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 1.5 მილიონ ევროდ, ფრე 500 000 ევროდ. გარდა ამისა, პირველ სანოკაუტო რაუნდამდე მიღწევაში უეფა კლუბს 6 მილიონ ევროს უხდის, ყველა მეოთხედფინალისტს — 6.5 მილიონ ევროს, ნახევარფინალისტს — 7.5 მილიონ ევროს, 11 მილიონი ევრო მეორე ადგილზე გასულს, ხოლო გამარჯვებულს — 15.5 მილიონი ევრო.[5]

  • პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: €220,000
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: €320,000
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა: €420,000
  • პლეი-ოფიდან გამოვარდნა: €3,000,000
  • პლეი-ოფში გამარჯვება: €2,000,000
  • ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: €12,700,000
  • ჯგუფური მატჩის მოგება: €1,500,000
  • ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: €500,000
  • 1/16 ეტაპი: €6,000,000
  • 1/4 ფინალი: €6,500,000
  • ნახევარფინალი: €7,500,000
  • ფინალისტი: €11,000,000
  • ჩემპიონი: €15,500,000

ფინალები

რედაქტირება
სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1955–56   რეალ მადრიდი (1) 4–3 რეიმსი  
1956–57   რეალ მადრიდი (2) 2–0 ფიორენტინა  
1957–58   რეალ მადრიდი (3) 3–2 დ.დ მილანი  
1958–59   რეალ მადრიდი (4) 2–0 რეიმსი  
1959–60   რეალ მადრიდი (5) 7–3 აინტრახტი ფრანკფურტი  
1960–61   ბენფიკა (1) 3–2 ბარსელონა  
1961–62   ბენფიკა (2) 5–3 რეალ მადრიდი  
1962–63   მილანი (1) 2–1 ბენფიკა  
1963–64   ინტერი (1) 3–1 რეალ მადრიდი  
1964–65   ინტერი (2) 1–0 ბენფიკა  
1965–66   რეალ მადრიდი (6) 2–1 პარტიზანი  
1966–67   სელტიკი (1) 2–1 ინტერი  
1967–68   მანჩესტერ იუნაიტედი (1) 4–1 დ.დ ბენფიკა  
1968–69   მილანი (2) 4–1 აიაქსი  
1969–70   ფეიენოორდი (1) 2–1 დ.დ სელტიკი  
1970–71   აიაქსი (1) 2–0 პანათინაიკოსი  
1971–72   აიაქსი (2) 2–0 ინტერი  
1972–73   აიაქსი (3) 1–0 იუვენტუსი  
1973–74   ბაიერნი (1) 1–1; 4–0 ატლეტიკო მადრიდი  
1974–75   ბაიერნი (2) 2–0 ლიდზ იუნაიტედი  
1975–76   ბაიერნი (3) 1–0 სენტ ეტიენი  
1976–77   ლივერპული (1) 3–1 ბორუსია მენხენგლადბახი  
1977–78   ლივერპული (2) 1–0 ბრიუგე  
1978–79   ნოტინგემ ფორესტი (1) 1–0 მალმიო  
1979–80   ნოტინგემ ფორესტი (2) 1–0 ჰამბურგი  
1980–81   ლივერპული (3) 1–0 რეალ მადრიდი  
1981–82   ასტონ ვილა (1) 1–0 ბაიერნი  
1982–83   ჰამბურგი (1) 1–0 იუვენტუსი  
1983–84   ლივერპული (4) 1–1 დ.დ; პენ.4–2 რომა  
1984–85   იუვენტუსი (1) 1–0 ლივერპული  
1985–86   სტიაუა (1) 0–0 დ.დ; პენ.2–0 ბარსელონა  
1986–87   პორტუ (1) 2–1 ბაიერნი  
1987–88   პსვ (1) 0–0 დ.დ; პენ.6–5 ბენფიკა  
1988–89   მილანი (3) 4–0 სტიაუა  
1989–90   მილანი (4) 1–0 ბენფიკა  
1990–91   ცრვენა ზვეზდა (1) 0–0 დ.დ; პენ.5–3 მარსელი  
1991–92   ბარსელონა (1) 1–0 დ.დ სამპდორია  
1992–93   მარსელი (1) 1–0 მილანი  
1993–94   მილანი (5) 4–0 ბარსელონა  
1994–95   აიაქსი (4) 1–0 მილანი  
1995–96   იუვენტუსი (2) 1–1 დ.დ; პენ.4–2 აიაქსი  
1996–97   ბორუსია დორტმუნდი (1) 3–1 იუვენტუსი  
1997–98   რეალ მადრიდი (7) 1–0 იუვენტუსი  
1998–99   მანჩესტერ იუნაიტედი (2) 2–1 ბაიერნი  
1999–2000   რეალ მადრიდი (8) 3–0 ვალენსია  
2000–01   ბაიერნი (4) 1–1 დ.დ; პენ.5–4 ვალენსია  
2001–02   რეალ მადრიდი (9) 2–1 ბაიერ 04 ლევერკუზენი  
2002–03   მილანი (6) 0–0 დ.დ; პენ.3–2 იუვენტუსი  
2003–04   პორტუ (2) 3–0 მონაკო  
2004–05   ლივერპული (5) 3–3 დ.დ; პენ.3–2 მილანი  
2005–06   ბარსელონა (2) 2–1 არსენალი  
2006–07   მილანი (7) 2–1 ლივერპული  
2007–08   მანჩესტერ იუნაიტედი (3) 1–1 დ.დ; პენ.6–5 ჩელსი  
2008–09   ბარსელონა (3) 2–0 მანჩესტერ იუნაიტედი  
2009–10   ინტერი (3) 2–0 ბაიერნი  
2010–11   ბარსელონა (4) 3–1 მანჩესტერ იუნაიტედი  
2011–12   ჩელსი (1) 1–1 დ.დ; პენ.4–3 ბაიერნი  
2012–13   ბაიერნი (5) 2–1 ბორუსია დორტმუნდი  
2013–14   რეალ მადრიდი (10) 4–1 დ.დ. ატლეტიკო მადრიდი  
2014–15   ბარსელონა (5) 3–1 იუვენტუსი  
2015–16   რეალ მადრიდი (11) 1–1 დ.დ; პენ.5–3 ატლეტიკო მადრიდი  
2016–17   რეალ მადრიდი (12) 4–1 იუვენტუსი  
2017–18   რეალ მადრიდი (13) 3–1 ლივერპული  
2018–19   ლივერპული (6) 2–0 ტოტენჰემი  
2019–20   ბაიერნი (6) 1–0 პსჟ  
2020–21   ჩელსი (2) 1–0 მანჩესტერ სიტი  
2021–22   რეალ მადრიდი (14) 1–0 ლივერპული  
2022–23   მანჩესტერ სიტი 1–0 ინტერი მილანი  
2023–24   რეალ მადრიდი (15) 2–0 ბორუსია დორტმუნდი  

სტატისტიკა და რეკორდები

რედაქტირება

კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
  რეალ მადრიდი 15 3 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014, 2016, 2017, 2018, 2022, 2024 1962, 1964, 1981
  მილანი 7 4 1963, 1969, 1989, 1990, 1994, 2003, 2007 1958, 1993, 1995, 2005
  ბაიერნი 6 5 1974, 1975, 1976, 2001, 2013, 2020 1982, 1987, 1999, 2010, 2012
  ლივერპული 6 4 1977, 1978, 1981, 1984, 2005, 2019 1985, 2007, 2018, 2022
  ბარსელონა 5 3 1992, 2006, 2009, 2011, 2015 1961, 1986, 1994
  აიაქსი 4 2 1971, 1972, 1973, 1995 1969, 1996
  ინტერი 3 3 1964, 1965, 2010 1967, 1972, 2023
  მანჩესტერ იუნაიტედი 3 2 1968, 1999, 2008 2009, 2011
  იუვენტუსი 2 7 1985, 1996 1973, 1983, 1997, 1998, 2003, 2015, 2017
  ბენფიკა 2 5 1961, 1962 1963, 1965, 1968, 1988, 1990
  ჩელსი 2 1 2012, 2021 2008
  ნოტინგემ ფორესტი 2 0 1979, 1980
  პორტუ 2 0 1987, 2004
  ბორუსია დორტმუნდი 1 2 1997 2013, 2024
  სელტიკი 1 1 1967 1970
  ჰამბურგი 1 1 1983 1980
  სტიაუა 1 1 1986 1989
  მარსელი 1 1 1993 1991
  მანჩესტერ სიტი 1 1 2023 2021
  ფეიენოორდი 1 0 1970
  ასტონ ვილა 1 0 1982
  პსვ 1 0 1988
  ცრვენა ზვეზდა 1 0 1991
  ატლეტიკო მადრიდი 0 3 1974, 2014, 2016
  რეიმსი 0 2 1956, 1959
  ვალენსია 0 2 2000, 2001
  ფიორენტინა 0 1 1957
  აინტრახტი ფრანკფურტი 0 1 1960
  პარტიზანი 0 1 1966
  პანათინაიკოსი 0 1 1971
  ლიდზ იუნაიტედი 0 1 1975
  სენტ-ეტიენი 0 1 1976
  ბორუსია მენხენგლადბახი 0 1 1977
  ბრიუგე 0 1 1978
  მალმიო 0 1 1979
  რომა 0 1 1984
  სამპდორია 0 1 1992
  ბაიერ 04 ლევერკუზენი 0 1 2002
  მონაკო 0 1 2004
  არსენალი 0 1 2006
  ტოტენჰემი 0 1 2019
  პსჟ 0 1 2020

ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 20-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა თასის მოგება და 11-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. ინგლისის გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. სულ 10 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს ჩემპიონთა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
  ესპანეთი 20 11
  ინგლისი 15 11
  იტალია 12 17
  გერმანია 8 11
  ნიდერლანდები 6 2
  პორტუგალია 4 5
  საფრანგეთი 1 6
  იუგოსლავია 1 1
  რუმინეთი 1 1
  შოტლანდია 1 1
  ბელგია 0 1
  საბერძნეთი 0 1
  შვედეთი 0 1

ქალაქების მიხედვით

რედაქტირება
ქალაქი გამარჯვებული ფინალისტი
  მადრიდი 15 6
  მილანი 10 7
  მიუნხენი 6 5
  ლივერპული 6 4
  ბარსელონა 5 3
  მანჩესტერი 4 3
  ამსტერდამი 4 2
  ტურინი 2 7
  ლისაბონი 2 5
  ნოტინგემი 2 0
  ლონდონი 2 3
  პორტუ 2 0
  გლაზგო 1 1
  ჰამბურგი 1 1
  ბუქარესტი 1 1
  ბელგრადი 1 1
  მარსელი 1 1
  დორტმუნდი 1 2
  როტერდამი 1 0
  ბირმინგემი 1 0
  ეინდჰოვენი 1 0
  რეიმსი 0 2
  ვალენსია 0 2
  ფლორენცია 0 1
  ფრანკფურტი 0 1
  ათენი 0 1
  ლიდზი 0 1
  სენტ-ეტიენი 0 1
  მენხენგლადბახი 0 1
  ბრიუგე 0 1
  მალმე 0 1
  რომი 0 1
  გენუა 0 1
  ლევერკუზენი 0 1
  მონაკო 0 1
  პარიზი 0 1

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

რედაქტირება

შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[6]

 
იკერ კასილიასს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ტურნირის ისტორიაში.
პოზიცია ეროვნება მოთამაშე მატჩი წლები კლუბები
1   კრიშტიანუ რონალდუ 183 2003–2022 მანჩესტერ იუნაიტედი (59), რეალ მადრიდი (101), იუვენტუსი (23)
2   იკერ კასილიასი 177 1999–2019 რეალ მადრიდი (150), პორტუ (27)
3   ლიონელ მესი 163 2005–2023 ბარსელონა (149), პარი სენ-ჟერმენი (14)
4   ქარიმ ბენზემა 152 2006–2023 ლიონი (19), რეალ მადრიდი (133)
5   ტონი კროოსი 151 2008–2024 ბაიერნი (41), რეალ მადრიდი (110)
  თომას მიულერი 2009– ბაიერნი
  შავი ერნანდესი 1998–2015 ბარსელონა
8   სერხიო რამოსი 142 2005–2023 რეალ მადრიდი (129), პარი სენ-ჟერმენი (8), სევილია (5)
  რაული 1995–2011 რეალ მადრიდი (130) შალკე 04 (12)
10   რაიან გიგზი 141 1993–2014 მანჩესტერ იუნაიტედი

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

ყველაზე მეტი გოლი

რედაქტირება

შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[7]

პოზიცია ეროვნება მოთამაშე გოლი მატჩი წლები კლუბები (გოლი)
1   კრიშტიანუ რონალდუ 140 183 2003–2022 მანჩესტერ იუნაიტედი (21), რეალ მადრიდი (105),იუვენტუსი (14)
2   ლიონელ მესი 129 163 2005–2023 ბარსელონა (120), პარი სენ-ჟერმენი (9)
3   რობერტ ლევანდოვსკი 94 120 2011– ბორუსია დორტმუნდი (17), ბაიერნი (69), ბარსელონა (8)
4   ქარიმ ბენზემა 90 152 2005–2023 ლიონი (12) რეალ მადრიდი (78)
5   რაული 71 142 1995–2011 რეალ მადრიდი (66) შალკე 04 (5)
6   რუდ ვან ნისტელროი 56 73 1998–2009 პსვ (8), მანჩესტერ იუნაიტედი (35), რეალ მადრიდი (13)
  თომას მიულერი 54 151 2009– ბაიერნი
7   ტიერი ანრი 50 112 1997–2012 მონაკო (7), არსენალი (35), ბარსელონა (8)
8   ალფრედო დი სტეფანო 49 58 1955–1964 რეალ მადრიდი
9   კილიან მბაპე 48 73 2016– მონაკო (6), პარი სენ-ჟერმენი (42)
  ანდრეი შევჩენკო 48 100 1994–2012 დინამო კიევი (15), მილანი (29), ჩელსი (4)
  ზლატან იბრაჰიმოვიჩი 48 124 2001–2021 აიაქსი (6), იუვენტუსი (3), ინტერი (6), ბარსელონა (4), მილანი (9), პარი სენ-ჟერმენი (20), მანჩესტერ იუნაიტედი (0)

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

რედაქტირება
 
კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ტურნირის ისტორიაში.
სეზონი ეროვნება მოთამაშე[8] კლუბი გოლების რაოდენობა
1955–56   მილოშ მილუტინოვიჩი პარტიზანი 8
1956–57   დენის ვაიოლეტი მანჩესტერ იუნაიტედი 9
1957–58   ალფრედო დი სტეფანო (1) რეალ მადრიდი 10
1958–59   ჟიუსტ ფონტენი რეიმსი 10
1959–60   ფერენც პუშკაში რეალ მადრიდი 12
1960–61   ჟოზე აგუაში ბენფიკა 11
1961–62   ჰაინც შტრელი ნიურნბერგი 8
  ალფრედო დი სტეფანო (2) რეალ მადრიდი
  ხუსტო ტეხადა რეალ მადრიდი
  ფერენც პუშკაში (2) რეალ მადრიდი
1962–63   ჟოზე ალტაფინი მილანი 14
1963–64   ვლადიმერ კოვაჩევიჩი პარტიზანი 7
  სანდრო მაცოლა ინტერი
  ფერენც პუშკაში (3) რეალ მადრიდი
1964–65   ეუსებიო ბენფიკა 9
  ჟოზე ტორესი ბენფიკა
1965–66   ფლორიან ალბერტი ფერენცვაროში 7
  ეუსებიო (2) ბენფიკა
1966–67   იურგენ პიპენბურგი ფორვერტს ბერლინი 6
  პოლ ვან ჰიმსტი ანდერლეხტი
1967–68   ეუსებიო (3) ბენფიკა 6
1968–69   დენის ლოუ მანჩესტერ იუნაიტედი 9
1969–70   მიკ ჯოუნსი ლიდზ იუნაიტედი 8
1970–71   ანტონის ანტონიადისი პანათინაიკოსი 10
1971–72   იოჰან კრუიფი აიაქსი 5
  ანტალ დუნაი უიპეშტი
  ლუ მაკარი სელტიკი
  სილვესტერ ტაკაჩი სტანდარდი
1972–73   გერდ მიულერი ბაიერნი 12
1973–74   გერდ მიულერი (2) ბაიერნი 8
1974–75   გერდ მიულერი (3) ბაიერნი 5
  ედუარდ მარქაროვი არარატი ერევანი
1975–76   იუპ ჰაინკესი ბორუსია მენხენგლადბახი 6
1976–77   გერდ მიულერი (4) ბაიერნი 5
  ფრანკო კუჩინოტა ციურიხი
1977–78   ალან სიმონსენი ბორუსია მენხენგლადბახი 5
1978–79   კლაუდიო სულსერი გრასჰოპერი 11
1979–80   სიორენ ლერბიუ აიაქსი 10
1980–81   ტერი მაკდერმოტი ლივერპული 6
  გრემ სუნესი ლივერპული
  კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი
1981–82   დიტერ ჰიონესი ბაიერნი 7
1982–83   პაოლო როსი იუვენტუსი 6
1983–84   ვიქტორ სოკოლი დინამო მინსკი 6
1984–85   ტორბიორნ ნილსონი გიოტერბორგი 7
  მიშელ პლატინი იუვენტუსი
1985–86   ტორბიორნ ნილსონი (2) გიოტერბორგი 6
1986–87   ბორისლავ ცვეტკოვიჩი ცრვენა ზვეზდა 7
1987–88   გეორგე ჰაჯი სტიაუა 4
  ჟან-მარკ ფერერი ბორდო
  რაბა მაჯერი პორტუ
  ალი მაკკოისტი რეინჯერსი
  მიგელი რეალ მადრიდი
  რუი აგუაში ბენფიკა
1988–89   მარკო ვან ბასტენი მილანი 10
1989–90   რომარიო (1) პსვ 6
  ჟან-პიერ პაპენი ოლიმპიკი მარსელი
1990–91   პიტერ პაკულტი ტიროლი 6
  ჟან-პიერ პაპენი (2) ოლიმპიკი მარსელი
1991–92   სერგეი იურანი ბენფიკა 7
  ჟან-პიერ პაპენი (3) ოლიმპიკი მარსელი
1992–93   რომარიო (2) პსვ 7
1993–94   ხრისტო სტოიჩკოვი ბარსელონა 5
1994–95   ჯორჯ ვეა პარი სენ-ჟერმენი 7
1995–96   იარი ლიტმანენი აიაქსი 9
1996–97   მილინკო პანტიჩი ატლეტიკო მადრიდი 5
1997–98   ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსი 10
1998–99   ანდრეი შევჩენკო დინამო კიევი 8
  დუაიტ იორკი მანჩესტერ იუნაიტედი
1999–2000   მარიო ჟარდელი პორტუ 10
  რივალდო ბარსელონა
  რაული რეალ მადრიდი
2000–01   რაული (2) რეალ მადრიდი 7
2001–02   რუდ ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედი 10
2002–03   რუდ ვან ნისტელროი (2) მანჩესტერ იუნაიტედი 12
2003–04   ფერნანდო მორიენტესი მონაკო 9
2004–05   რუდ ვან ნისტელროი (3) მანჩესტერ იუნაიტედი 8
2005–06   ანდრეი შევჩენკო (2) მილანი 9
2006–07   კაკა მილანი 10
2007–08   კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედი 8
2008–09   ლიონელ მესი ბარსელონა 9
2009–10   ლიონელ მესი (2) ბარსელონა 8
2010–11   ლიონელ მესი (3) ბარსელონა 12
2011–12   ლიონელ მესი (4) ბარსელონა 14
2012–13   კრიშტიანუ რონალდუ (2) რეალ მადრიდი 12
2013–14   კრიშტიანუ რონალდუ (3) რეალ მადრიდი 17
2014–15   ნეიმარი ბარსელონა 10
  კრიშტიანუ რონალდუ (4) რეალ მადრიდი
  ლიონელ მესი (5) ბარსელონა
2015–16   კრიშტიანუ რონალდუ (5) რეალ მადრიდი 16
2016–17   კრიშტიანუ რონალდუ (6) რეალ მადრიდი 12
2017–18   კრიშტიანუ რონალდუ (7) რეალ მადრიდი 15
2018–19   ლიონელ მესი (6) ბარსელონა 12
2019–20   რობერტ ლევანდოვსკი (1) ბაიერნი 15
2021–22   ერლინგ ჰოლანი (1) ბორუსია დორტმუნდი 10
2021–22   ქარიმ ბენზემა (1) რეალ მადრიდი 15
2022–23   ერლინგ ჰოლანი (2) მანჩესტერ სიტი 12
2023–24   ჰარი კეინი ბაიერნი 8
  კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენი

მოთამაშეები ბომბარდირობის რაოდენობით

რედაქტირება
მოთამაშე ბომბარდირი სეზონები
  კრიშტიანუ რონალდუ 7 2008, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018
  ლიონელ მესი 6 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019
  გერდ მიულერი 4 1973, 1974, 1975, 1977
  ფერენც პუშკაში 3 1960, 1962, 1964
  ეუსებიო 1965, 1966, 1968
  ჟან-პიერ პაპენი 1990, 1991, 1992
  რუდ ვან ნისტელროი 2002, 2003, 2005
  ალფრედო დი სტეფანო 2 1958, 1962
  ტორბიორნ ნილსონი 1985, 1986
  რომარიო 1990, 1993
  რაული 2000, 2001
  ანდრეი შევჩენკო 1999, 2006
  ერლინგ ჰოლანი 2021, 2023

გამარჯვებული მწვრთნელები

რედაქტირება
სეზონი გამარჯვებული[9] კლუბი
1955–56   ხოსე ვილიალონგა   რეალ მადრიდი
1956–57   ხოსე ვილიალონგა (2)   რეალ მადრიდი
1957–58   ლუის კარნილია   რეალ მადრიდი
1958–59   ლუის კარნილია (2)   რეალ მადრიდი
1959–60   მიგელ მუნიოსი   რეალ მადრიდი
1960–61   ბელა გუტმანი   ბენფიკა
1961–62   ბელა გუტმანი (2)   ბენფიკა
1962–63   ნერეო როკო   მილანი
1963–64   ელენიო ერერა   ინტერი
1964–65   ელენიო ერერა (2)   ინტერი
1965–66   მიგელ მუნიოსი (2)   რეალ მადრიდი
1966–67   ჯოკ სტეინი   სელტიკი
1967–68   მეტ ბასბი   მანჩესტერ იუნაიტედი
1968–69   ნერეო როკო (2)   მილანი
1969–70   ერნსტ ჰაპელი   ფეიენორდი
1970–71   რინუს მიხელსი   აიაქსი
1971–72   სტეფან კოვაჩი   აიაქსი
1972–73   სტეფან კოვაჩი (2)   აიაქსი
1973–74   უდო ლატეკი   ბაიერნი
1974–75   დეტმარ კრამერი   ბაიერნი
1975–76   დეტმარ კრამერი (2)   ბაიერნი
1976–77   ბობ პეისლი   ლივერპული
1977–78   ბობ პეისლი (2)   ლივერპული
1978–79   ბრაიან კლაფი   ნოტინგემ ფორესტი
1979–80   ბრაიან კლაფი (2)   ნოტინგემ ფორესტი
1980–81   ბობ პეისლი (3)   ლივერპული
1981–82   ტონი ბარტონი   ასტონ ვილა
1982–83   ერნსტ ჰაპელი (2)   ჰამბურგი
1983–84   ჯო ფაგანი   ლივერპული
1984–85   ჯოვანი ტრაპატონი   იუვენტუსი
1985–86   ემერიკ ჯენეი   სტიაუა
1986–87   არტურ ჟორჟი   პორტუ
1987–88   გუს ჰიდინკი   პსვ
1988–89   არიგო საკი   მილანი
1989–90   არიგო საკი (2)   მილანი
1990–91   ლუპკო პეტროვიჩი   ცრვენა ზვეზდა
1991–92   იოჰან კრუიფი   ბარსელონა
1992–93   რაიმონდ გუთალსი   მარსელი
1993–94   ფაბიო კაპელო   მილანი
1994–95   ლუი ვან გალი   აიაქსი
1995–96   მარჩელო ლიპი   იუვენტუსი
1996–97   ოტმარ ჰიცფელდი   ბორუსია დორტმუნდი
1997–98   იუპ ჰაინკესი   რეალ მადრიდი
1998–99   ალექს ფერგიუსონი   მანჩესტერ იუნაიტედი
1999–2000   ვისენტე დელ ბოსკე   რეალ მადრიდი
2000–01   ოტმარ ჰიცფელდი (2)   ბაიერნი
2001–02   ვისენტე დელ ბოსკე (2)   რეალ მადრიდი
2002–03   კარლო ანჩელოტი   მილანი
2003–04   ჟოზე მოურინიო   პორტუ
2004–05   რაფაელ ბენიტესი   ლივერპული
2005–06   ფრანკ რაიკარდი   ბარსელონა
2006–07   კარლო ანჩელოტი (2)   მილანი
2007–08   ალექს ფერგიუსონი (2)   მანჩესტერ იუნაიტედი
2008–09   პეპ გვარდიოლა   ბარსელონა
2009–10   ჟოზე მოურინიო (2)   ინტერი
2010–11   პეპ გვარდიოლა (2)   ბარსელონა
2011–12   რობერტო დი მატეო   ჩელსი
2012–13   იუპ ჰაინკესი (2)   ბაიერნი
2013–14   კარლო ანჩელოტი (3)   რეალ მადრიდი
2014–15   ლუის ენრიკე   ბარსელონა
2015–16   ზინედინ ზიდანი   რეალ მადრიდი
2016–17   ზინედინ ზიდანი (2)   რეალ მადრიდი
2017–18   ზინედინ ზიდანი (3)   რეალ მადრიდი
2018–19   იურგენ კლოპი   ლივერპული
2019–20   ჰანს დიეტერ ფლიკი   ბაიერნი
2020–21   ტომას ტუხელი   ჩელსი
2021–22   კარლო ანჩელოტი (4)   რეალ მადრიდი
2022–23   პეპ გვარდიოლა (3)   მანჩესტერ სიტი
2023–24   კარლო ანჩელოტი (5)   რეალ მადრიდი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

რედაქტირება
მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
  კარლო ანჩელოტი 5 2003, 2007, 2014, 2022, 2024
  ბობ პეისლი 3 1977, 1978, 1981
  ზინედინ ზიდანი 2016, 2017, 2018
  პეპ გვარდიოლა 2009, 2011, 2023
  ხოსე ვილიალონგა 2 1956, 1957
  ლუის კარნილია 1958, 1959
  მიგელ მუნიოსი 1960, 1966
  ბელა გუტმანი 1961, 1962
  ნერეო როკო 1963, 1969
  ელენიო ერერა 1964, 1965
  ერნსტ ჰაპელი 1970, 1983
  სტეფან კოვაჩი 1972, 1973
  დეტმარ კრამერი 1975, 1976
  ბრაიან კლაფი 1979, 1980
  არიგო საკი 1989, 1990
  ოტმარ ჰიცფელდი 1997, 2001
  იუპ ჰაინკესი 1998, 2013
  ალექს ფერგიუსონი 1999, 2008
  ვისენტე დელ ბოსკე 2000, 2002
  ჟოზე მოურინიო 2004, 2010

ეროვნების მიხედვით

რედაქტირება

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
  იტალია 12
  ესპანეთი 11
  გერმანია 10
  ინგლისი 7
  ნიდერლანდები 5
  არგენტინა 4
  შოტლანდია 4
  პორტუგალია 3
  რუმინეთი 3
  საფრანგეთი 3
  უნგრეთი 2
  ავსტრია 2
  იუგოსლავია 1
  ბელგია 1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „The Super Bowl Is No Match For The UEFA Champions League“. vocativ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  2. „History“. uefa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-07. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  3. „uefadirect, Issue 42: October 2005“ (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  4. „Regulations of the UEFA Champions League 2015-18 Cycle“ (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  5. „2016/17 Champions League revenue distribution“. uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  6. "UEFA Champions League: Facts & Figures" (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  7. "UEFA Champions League: Facts & Figures" (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  8. Champions Cup/Champions League Topscorers. rsssf.com. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2017.
  9. „UEFA European Cup & Champions League Winning Managers“. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.
   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.