ნოტინგემი (ინგლ. Nottingham) — ქალაქი და უნიტარული ერთეული გაერთიანებულ სამეფოში, მდინარე ტრენტის ნაპირზე, ისტ-მიდლენდსის რეგიონის და ნოტინგემშირის საგრაფოს უდიდესი ქალაქი. მოსახლეობა — 305 700, ხოლო მეტროპოლიის 666 358 ადამიანი.

ქალაქი
ნოტინგემი
Nottingham
გერბი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ქვეყანა ინგლისი
საგრაფო ნოტინგემშირი
კოორდინატები 52°57′00″ ჩ. გ. 1°08′00″ დ. გ. / 52.95000° ჩ. გ. 1.13333° დ. გ. / 52.95000; -1.13333
დაარსდა 600
ამჟამინდელი სტატუსი 1897
ფართობი 74.61 კმ²
ცენტრის სიმაღლე 61
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 305 700 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 10,610 კაცი/კმ²
აგლომერაცია 666 358
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი 0115
საფოსტო ინდექსი NG
ოფიციალური საიტი nottinghamcity.gov.uk
ნოტინგემი — გაერთიანებული სამეფო
ნოტინგემი

ნოტინგემი დაახლოებით VII საუკუნეში ჩამოყალიბდა დასახლებად მერსიის სამეფოში და კელტურ ენაზე Tigguo Cobauc (გამოქვაბულების ადგილი) ეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც ქალაქი საქსების მმართველობაში გადავიდა Snotingaham (სნოტის ხალხის საცხოვრებელი) ეწოდა, საიდანაც ქალაქის დღევანდელი სახელწოდება ჩამოყალიბდა.

867 წელს ნოტინგემი დაიპყრეს დანიელმა ვიკინგებმა და ქალაქი დანელაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა.

ნოტინგემთან არის დაკავშირებული რობინ ჰუდის ლეგენდა, ქალაქში მითური ყაჩაღის ქანდაკებაც დგას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: