კელტური ენები

(გადამისამართდა გვერდიდან კელტური ენა)


კელტური ენები — მონათესავე ენათა ჯგუფი, ნაწილი ინდოევროპული ენების ოჯახისა. ოდესღაც კელტურ ენებზე ლაპარაკობდნენ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილში, ისინი ახლა შემორჩენილია მხოლოდ უკიდურეს დასავლეთით: ირლანდიაში, უელსში, ბრეტანში, კორნუოლში, შოტლანდიაში.

კელტური
kɛltɪk
გავრცელებულია დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი

ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკა

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
კელტური ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-2: cel
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

კელტური ენების და ერების გავრცელება ევროპაში დაკავშირებული არის რკინის ხანასთან ხოლო შემდგომ ლათინურ კულტურასთან. სავარაუდო სამშობლოდ მიიჩნევა ცენტრალური ევროპა მდინარე რაინსა და დუნაის შორის. I ათასწლეულის პირველ ნახევარში მათ შეაღწიეს ბრიტანეთის კუნძულზე დაახლოებით VII-ში ჩვ.წ, გალიაში VI-ში ჩვ.წ., იბერიის ნახევარკუნძულზე V-ში ჩვ.წ. ისინი ვრცელდებოდნენ სამხრეთით ალპების გავლით და სახლდებოდნენ ჩრდილოეთ იტალიაში და ბოლოს III საუკუნეში ჩვ.წ. მიაღწიეს საბერძნეთამდე და მცირე აზიამდე.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

კელტური ენები ინდოევროპული ენების ერთ-ერთი დასავლური ოჯახია. ის ახლოსაა იტალიკურ და გერმანიკულ ენებთან. მიუხედავად ამისა კელტურ ენებს ყველა შეხედულებით არ ჩამოუყალიბდა სპეციფიკური ერთობა სხვა ჯგუფებთან, როგორც ზოგჯერ ადრე თვლიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსგავსი ჰიპოთეზა კელტურ-იტალიკურის ენების ერთობისა ეკუთვნის ფრანგ მეცნიერ ანტუან მეიეს.

კელტური ენები იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად: გოიდელური, ბრიტული, გალიური და ჰისპანო-კელტური.

კელტური ენების შიდა გენეალოგიურ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. ძირითადი ჰიპოთეზის მიხედვით კელტურ ენებს ყოფენ კუნძულოვან (ახალ კელტურ) ენებად და კონტინენტურ (ძველ კელტურ) ენებად. მსგავსი დაყოფა ხდება, როგორც ლინგვისტური, ასევე ქრონოლოგიური ურთიერთკავშირის და ტერიტორიული გავრცელების მიხედვით. კუნძულოვან ენათა ჯგუფში აჯგუფებენ ცოცხალ და არც ისე დიდი ხნის წინ გამქრალი ენებს: ბრიტულს და გოიდელურს, ხოლო კონტინენტურში მკვდარ და ძალიან ცუდად დოკუმენტირებული ენებს: ჰისპანო-კელტურს და გალიურს. ჰიპოთეზის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ ლინგვისტურ მახასიათებლებზე, რომელიც V საუკუნის შემდეგ გაჩნდა ძირითადად კუნძულოვანი ენებში, მათ შეიძინეს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომელთა უმრავლესობაც უნიკალურია არა მარტო კელტური ენების ფარგლებში, არამედ მთლიანად ინდოევროპულ ოჯახში.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით ეგრეთ წოდებულ Q ჯგუფის ენებში ერთიანდება გალიური და ბრიტული ენები, ხოლო P ჯგუფში ჰისპანო-კელტური ენები და გოიდელური ენები.

კუნძულოვანი კელტური ენები

კონტინენტალური ენები

  • გალიური ენები
  • ჰისპანო-კელტური ენები
    • კელტიბერიული ენა
    • გალეციური ენა
    • ლუზიტანური ენა ?
    • ტარტესიული ენა ?

დღევანდელი მდგომარეობა

რედაქტირება
ენა მშობლიური სახელი ჯგუფი სულ მოსაუბრე არეალი
უელსური ენა Cymraeg ბრიტული ენები უელსი: 611 000
ინგლისი: 150 000
არგენტინა: 5 000
  უელსი
ირლანდიური ენა Gaeilge გოიდელური ენები ირლანდიის რესპუბლიკა: 538 283
ჩრდ. ირლანდია: 95 000
აშშ: 18 000
ირლანდია
ბრეტონული ენა Brezhoneg ბრიტული ენები ბრეტანი: 200 000   ბრეტანი
შოტლანდიური ენა Gàidhlig გოიდელური ენები შოტლანდია:92 400   შოტლანდია
კორნუოლური ენა Kernewek ბრიტული ენები კორნუოლი: 3 000   კორნუოლი
მენური ენა Gaelg გოიდელური ენები მენი: 1 700   კუნძული მენი

ლიტერატურა

რედაქტირება