ინდოევროპული ენები

ინდოევროპული ენები — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენათა ოჯახი. ინდოევროპული ენები წარმოდგენილია დედამიწის ყველა კონტინენტზე. ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 2,5 მილიარდს აღემატება.

  ქვეყნები, რომლის მოსახლეობის უმეტესობაც საუბრობს ინდოევროპულ ენებზე
  ქვეყნები, რომლის მოსახლეობის უმცირესობაც საუბრობს ინდოევროპულ ენებზე, მაგრამ აქვს ოფიციალური სტატუსი

საერთოდ, ინდოევროპულ ენებს მიაკუთვნებენ 400-ზე მეტ ენას, რომელთაგანაც ქვემოთ ჩამოთვლილი 9 ენა 100 მილიონზე მეტ მოლაპარაკეს ითვლის.
ესენია:

ბენგალური, გერმანული, ესპანური, ინგლისური, პორტუგალიური, რუსული, სპარსული, ფრანგული, ჰინდი.

ინდოევროპული ენების ამგვარი გავრცელება არის შედეგი ერთი მხრივ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ხალხთა დიდი გადასახლებისა, ხოლო მეორე მხრივ კი XV საუკუნიდან დაწყებული ევროპის ქვეყნების წინსვლითა და მათ (ინგლისის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის, რუსეთის) მიერ მსოფლიო მასშტაბით წარმოებული ფართო ექსპანსიისა.

ინდოევროპული ოჯახის ენები ავლენენ საკმაოდ დიდ თანხვედრებს ლექსიკაში, ფლექსიაში, გრამატიკულ კატეგორიებში (რიცხვი, სქესი, აბლაუტი).

სავარაუდოდ, ინდოევროპული ენები წარმოდგებიან ერთი საერთო წინარე ენისაგან, რომელზე მოლაპარაკეთაც 8-10 ათასი წლის წინათ უნდა ეცხოვრათ. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა ამ ენის წარმოშობის ადგილის შესახებ - ასახელებენ აღმოსავლეთ ევროპას, წინარე აზიას, ევროპისა და აზიის შესაყართან არსებულ სხვა რეგიონებს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, წინარე ინდოევროპული ენა დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ უნდა გამოფილიყო იმ დროისათვის მცირე აზიაში გავრცელებულ ხეთურ ენას.

სტრუქტურა

რედაქტირება
 
ევროპასა და აზიაში ინდოევროპული ენების დღევანდელი დაახლოებითი განაწილება :
  არა ინდოევროპული ენები
 
ამერიკის კონტინენტებზე ინდოევროპული ენების სავარაუდო განაწილება:
რომანული: გერმანიკული:

ინდოევროპულ ენებს ტრადიციულად 10 დიდ ჯგუფად ყოფენ. აქ წარმოდგენილია ეს ჯგუფები ისტორიული რიგით, მათი პირველი დამოწმების შესაბამისად:

ინდოირანული ენები იყოფა ორ ჯგუფად:
1. ინდოარიულ და
2. ირანულ ენებად.
იყოფა სამ ქვეჯგუფად:
1. ოსკო-უმბრიულ,
2. ლათინურ-ფალისკურ
3. რომანულ ენებად.
გერმანული ენები იყოფა სამ ჯგუფად:
1. ჩრდილოეთგერმანული,
2. აღმოსავლეთგერმანული და
3. დასავლეთგერმანულად.
იყოფა ორ ქვეჯგუფად:
1. სლავური
2. ბალტიური.
პირველი მათგანი IX საუკუნიდან დამოწმებულია ძველ საეკლესიო სლავურ ტექსტებში, მეორე - XIV საუკუნეში.

გარდა აქ ჩამოთვლილი ენებისა, ინდოევროპულ ენებად მიიჩნევა რიგი მკვდარი ენებისა, რომლებიც ნაკლებად არიან შესწავლილი. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ილირიული, მესაპური, ფრიგიული, თრაკიული, ძველი მაკედონური, დაკური და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Robert S. P. Beekes: Comparative Indo-European Linguistics. An Introduction. Benjamins, Amsterdam 1995, ISBN 1-55619-505-2
  • Michael Meier-Brügger, Hans Krahe: Indogermanische Sprachwissenschaft. Walter de Gruyter, Berlin 2002 (8. Aufl.), ISBN 3-11-017243-7
  • Warren Cowgill: Indogermanische Grammatik. Bd I: Einleitung; Bd II: Lautlehre. Begr. v. Jerzy Kuryłowicz, Hrsg.: Manfred Mayrhofer. Indogermanische Bibliothek, Reihe 1, Lehr- und Handbücher. Winter, Heidelberg 1986.
  • Bertold Delbrück: Einleitung in das Studium der indogermanischen Sprachen. Ein Beitrag zur Geschichte und Methodik der vergleichenden Sprachforschung. Bibliothek indogermanischer Grammatiken. Bd 4. Breitkopf & Härtel, Leipzig 1919 (6. Aufl.).
  • August Schleicher: Compendium der vergleichenden Grammatik der indogermanischen Sprachen. Böhlau, Weimar 1861/62, Olms, Hildesheim 1974 (Nachdr.), ISBN 3-487-05382-9
  • Oswald Szemerényi: Einführung in die vergleichende Sprachwissenschaft. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1990 (4. Aufl.), ISBN 3-534-04216-6
  • Eva Tichy: Indogermanistisches Grundwissen. Hempen, Bremen 2000, ISBN 3-934106-14-5.
  • Harald Wiese: Eine Zeitreise zu den Ursprüngen unserer Sprache. Wie die Indogermanistik unsere Wörter erklärt, Logos Verlag, Berlin 2010, 2. Auflage, ISBN 978-3-8325-1601-7.