ლათინური დამწერლობა

ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანი, ლათინურ ენაზე „abecedarium“ [აბეცედარიუმი]) — თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.

ლათინური დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: რომანული ენები, გერმანიკული ენები, ფინურ-უგრული ენები, სლავური ენები, თურქული წარმოშობის ენები, აფრიკის ენები და აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ენები.
დროის პერიოდი: ძვ. წ. 400-დან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ქანაანური დამწერლობა
 ფინიკიური დამწერლობა
  ბერძნული დამწერლობა
   ძველი იტალიკური დამწერლობა
    ლათინური დამწერლობა
დობილი დამწერლობები: კირილიცა
კოპტური
რუნული
ISO 15924 კოდი: Latn
ლათინური დამწერლობის გავრცელებულობა მსოფლიოში
მაგ. ბგერა „შ“ არ არსებობს ლათინურ ენაში, რის გამოც შ-ბგერის მქონე სხვადასხვა ენაში ეს პრობლემა გადაწყვეტილია სხვადასხვაგვარად. „შ“ ინგლისურში არის Sh, sh, ფრანგულში - Ch, ch, გერმანულში - Sch, sch, სერბულ-ხორვატულში - Š, š, პოლონურში - Sz, sz, ან Ś, ś, თურქულში - Ş, ş.

ანბანის სახელწოდებაც სხვადასხვაა ზოგ ქვეყანაში. მაგ.; სლავურ ქვეყნებში ლათინურ ანბანს „ლატინიცას“, „ლატინკას“, ან უბრალოდ „აბე-ცე-დას“ უწოდებენ.

 
ლათინური დამწერლობის გავრცელება ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში.

ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან, რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის მიხედვით შექმნეს. ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო:

A B C D E F H I K L M N O P Q R S T V X Z

ნიშანი C გამოიყენებოდა -სა და -ს ჩასაწერად. ასო G მხოლოდ ქრ.შ.მდე 234 წელს დაამატეს. ძვ.წ I საუკუნეში დაამატეს ასო Y, y [ი ფსილონი, ანუ მოკლე ი] ბერძნულიდან შემოსული სიტყვებისთვის იქნა შემოტანილი და ზოგიერთ ენაში მას არა მოკლე ი-ს, არამედ ბერძნულ ი-ს, ანუ ი გრეკ-ს უწოდებენ. ასე მიიღეს 23 ასო-ნიშანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Haarmann, Harald (2004), Geschichte der Schrift (2nd რედ.), München: C. H. Beck, ISBN 3-406-47998-7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება