მენური ენა (Gaelg [ɡilɡ], Gailck [ɡilk]) — კელტური ენა, რომელზეც ლაპარაკობდნენ კუნძული მენის მაცხოვრებლები. ახლოს დგას ირლანდიურსა და შოტლანდიურთან. მენური ენის უკანასკნელი მატარებელი ნედ მადრელი გარდაიცვალა 1974 წელს. ენის გაცოცხლების მცდელობების შედეგად 2015 წელს დაახლოებით 1800-მა ადამიანმა მენური როგორც მეორადი ენა სხვადასხვა დონეზე იცოდა. XX საუკუნის ბოლოდან კუნძულზე მენური ენა შედარებით აქტიურად გამოიყენებოდა, ამ ენაზე მუშაობდა რადიო და ისწავლებოდა დაწყებით სკოლებში. მენურის აღორძინებას ხელს ის უწყობდა, რომ ენის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოიპოვებოდა. არსებობდა ამ ენაზე დაწერილი ბიბლია და ლოცვანი, ასევე იყო შენახული ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანების ჩანაწერები.

მენური
Yn Ghaelg, Yn Ghailck
გავრცელებულია კუნძული მენი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 46 მშობლიური, 1689 სულ
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
კელტური
კუნძულოვანი
გოიდელური
მენური
ენის კოდები ISO 639-1: gv ISO 639-2: glv ISO/FDIS 639-3: glv
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-gv}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიამენური

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Broderick, George (1984–86). A Handbook of Late Spoken Manx, 3 volumes, Tübingen: Niemeyer. (vol. 1), (vol. 2), (vol. 3). ISBN 3-484-42903-8. 
  • Broderick, George (1993). „Manx“, რედ. M. J. Ball: The Celtic Languages. London: Routledge, გვ. 228–85. ISBN 0-415-01035-7.