ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედ. Zlatan Ibrahimović; დ. 3 ოქტომბერი, 1981, მალმე, შვედეთი) — შვედი ყოფილი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „მილანის“ თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 2006-15 წლებში თერთმეტჯერ დასახელდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ზლატან იბრაჰიმოვიჩი | ||
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1981 | ||
დაბადების ადგილი | მალმე, შვედეთი | ||
სიმაღლე | 195 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989–1991 | როზენგარდი | ||
1991–1995 | ბალკანი | ||
1995–1999 | მალმე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2001 | მალმე | 40 | (16) |
2001–2004 | აიაქსი | 74 | (35) |
2004–2006 | იუვენტუსი | 70 | (23) |
2006–2009 | ინტერი | 88 | (57) |
2009–2011 | ბარსელონა | 29 | (16) |
2010–2011 | → მილანი | 29 | (14) |
2011–2012 | მილანი | 32 | (28) |
2012–2016 | პარი სენ-ჟერმენი | 122 | (133) |
2016–2018 | მანჩესტერ იუნაიტედი | 33 | (17) |
2018–2019 | გალაქსი | 56 | (52) |
2020–2023 | მილანი | 37 | (25) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001 | შვედეთი 21 | 7 | (6) |
2001-2023 | შვედეთი | 118 | (62) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმეში 1981 წლის ოქტომბერს. მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ”ახმახი” შვედი თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღეობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრაფი, შედეგიანი, ეფექტიანი. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებამალმე
რედაქტირებასაფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა „მალმეში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.
აიაქსი
რედაქტირებანიდერლანდებში გატარებული სამი წლის განმავლობაშიც მან ნიდერლანდების ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო.
იუვენტუსი და ინტერი
რედაქტირებატურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ ცნობილი სკანდალის, კერძოდ "კალჩოპოლის" გამო, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა დაქვეითებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ სერია A-ში ასპარეზობა არჩია და მილანის "ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.
ბარსელონა
რედაქტირება"ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60 000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
მილანი
რედაქტირება2010 წლის 28 აგვისტოს ზლატანი „მილანში“ გადავიდა ერთ წლიანი იჯარით, მაგრამ კონტრაქტის თანახმად მილანელებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლიათ შვედი ფორვარდის სრულად გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ. მისი დებიუტი 11 სექტემბერს ჩეზენას წინააღმდეგ შედგა სადაც „მილანი“ 2-0 დამარცხდა. იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ გაიტანა ის მატჩი „მილანმა“ 2-0 მოიგო ზლატანის დუბლის წყალობით.
მანჩესტერ იუნაიტედი
რედაქტირება2016 წლის 1 ივნისს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალ აგენტად გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“. თავისი პირველი ოფიციალური გოლი მანჩესტერის მაისურით მან ლესტერის წინააღმდეგ გაიტანა 2016 წლის 7 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასის ფინალში. ამჟამად მის ანგარიშზე 33 ჩატარებული მატჩი და 17 გატანილი გოლია.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაზლატანი ასევე წამყვანი ფეხბურთელია შვედეთის ნაკრებშიც. მას ნაკრების მაისურით 99 თამაშში 50 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის შვედეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. ზლატანი ამჟამად შვედეთის ნაკრების კაპიტანი და გუნდის უდავო ლიდერია.
თვისებები
რედაქტირებაიბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად „იბრაკადაბრა“ შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 195 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი. გასულ სეზონში მან „ინტერის“ შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა.
მიღწევები
რედაქტირებააიაქსი
- ერედივიზია (2): 2001–02, 2003–04
- ნიდერლანდების თასი: 2001–02
- იოჰან კრუიფის ტიტული: 2002
იუვენტუსი
- სერია A (2): 2004–05, 2005–06 (კლუბს ჩამოერთვა ორივე ტიტული ცნობილი სკანდალის - კალჩოპოლის გამო)
ინტერი
- სერია A (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
- იტალიის სუპერთასი (2): 2006, 2008
ბარსელონა
- ლა ლიგა: 2009–10
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2009, 2010
- უეფა-ს სუპერთასი: 2009
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2009
მილანი
- სერია A (1): 2010–11
- იტალიის სუპერთასი (1): 2011
პარი სენ-ჟერმენი
- ლიგა 1 (4): 2012–13, 2013–14, 2014–15, 2015–16
- საფრანგეთის საფეხბურთო თასი (2): 2014–15, 2015–16
- საფრანგეთის ლიგის თასი (3): 2013–14, 2014–15, 2015–16
- საფრანგეთის სუპერთასი (3): 2013, 2014, 2015
ინდივიდუალური
- შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (3): 2005, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Zlatan Ibrahimović statistics დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine. – ESPNsoccernet
- Zlatan Ibrahimović დაარქივებული 2012-04-05 საიტზე Wayback Machine. at Nike.com
- Zlatan Ibrahimović – UEFA.com
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი Twitter-ზე
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი Facebook-ზე