უეფა-ს სუპერთასი
უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.
![]() | |
დაარსდა | 1972 |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი |
![]() ![]() (5-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული |
![]() |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპა ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია „ატლეტიკო მადრიდი“[1].
ისტორიარედაქტირება
სუპერთასის ჩატარების იდეა ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს დაებადა. ამ დროს ევროპაში „ტოტალური ფეხბურთი“ დომინირებდა, ევროტურნირების მთავარ ფავორიტებად კი ჰოლანდიური კლუბები მიიჩნეოდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვია, თუ რომელი იყო რეალურად ევროპის საუკეთესო კლუბი და კიდევ უფრო გამოეცადა ამსტერდამის აიაქსის შესაძლებლობები, რომელსაც იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლიდერობდა.
1972 წელს ვიტკამპმა თავისი იდეა აიაქსის ხელმძღვანელობას გააცნო. ხელმძღვანელობამ ეს იდეა მოიწონა და ერთად ციურიხს ეწვივნენ, სადაც უეფას-გან გათამაშებისათვის ოფიციალური სახის მიცემა მოითხოვეს. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უარი თქვა და სწორედ ამიტომ, 1972 წლის შეხვედრა აიაქსსა და რეინჯერსს შორის, არაოფიციალურად მიიჩნევა.
მატჩებირედაქტირება
წელი | ქვეყანა | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული | ქვეყანა |
---|---|---|---|---|---|
1972 | აიაქსი | 3–1; 3–2 | რეინჯერსი | ||
1973 | აიაქსი (1) | 0–1; 6–0 | მილანი | ||
1974 | არ გათამაშდა | ||||
1975 | დინამო კიევი (1) | 1–0; 2–0 | ბაიერნი | ||
1976 | ანდერლეხტი (1) | 1–2; 4–1 | ბაიერნი | ||
1977 | ლივერპული (1) | 1–1; 6–0 | ჰამბურგი | ||
1978 | ანდერლეხტი (2) | 3–1; 1–2 | ლივერპული | ||
1979 | ნოტინგემ ფორესტი (1) | 1–0; 1–1 | ბარსელონა | ||
1980 | ვალენსია (1) | 1–2; 1–0 | ნოტინგემ ფორესტი | ||
1981 | არ გათამაშდა | ||||
1982 | ასტონ ვილა (1) | 0–1; 3–0 დ.დ | ბარსელონა | ||
1983 | აბერდინი (1) | 0–0; 2–0 | ჰამბურგი | ||
1984 | იუვენტუსი (1) | 2–0 | ლივერპული | ||
1985 | არ გათამაშდა | ||||
1986 | სტიაუა (1) | 1–0 | დინამო კიევი | ||
1987 | პორტუ (1) | 1–0; 1–0 | აიაქსი | ||
1988 | მეხელენი (1) | 3–0; 0–1 | პსვ | ||
1989 | მილანი (1) | 1–1; 1–0 | ბარსელონა | ||
1990 | მილანი (2) | 1–1; 2–0 | სამპდორია | ||
1991 | მანჩესტერ იუნაიტედი (1) | 1–0 | ცრვენა ზვეზდა | ||
1992 | ბარსელონა (1) | 1–1; 2–1 | ვერდერი | ||
1993 | პარმა (1) | 0–1; 2–0 დ.დ | მილანი | ||
1994 | მილანი (3) | 0–0; 2–0 | არსენალი | ||
1995 | აიაქსი (2) | 1–1; 4–0 | რეალ სარაგოსა | ||
1996 | იუვენტუსი (2) | 6–1; 3–1 | პარი სენ-ჟერმენი | ||
1997 | ბარსელონა (2) | 2–0; 1–1 | ბორუსია დორტმუნდი | ||
1998 | ჩელსი (1) | 1–0 | რეალ მადრიდი | ||
1999 | ლაციო (1) | 1–0 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2000 | გალათასარაი (1) | 2–1 დ.დ | რეალ მადრიდი | ||
2001 | ლივერპული (2) | 3–2 | ბაიერნი | ||
2002 | რეალ მადრიდი (1) | 3–1 | ფეიენოორდი | ||
2003 | მილანი (4) | 1–0 | პორტუ | ||
2004 | ვალენსია (2) | 2–1 | პორტუ | ||
2005 | ლივერპული (3) | 3–1 დ.დ | ცსკა მოსკოვი | ||
2006 | სევილია (1) | 3–0 | ბარსელონა | ||
2007 | მილანი (5) | 3–1 | სევილია | ||
2008 | ზენიტი (1) | 2–1 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2009 | ბარსელონა (3) | 1–0 დ.დ | შახტარი | ||
2010 | ატლეტიკო მადრიდი (1) | 2–0 | ინტერი | ||
2011 | ბარსელონა (4) | 2–0 | პორტუ | ||
2012 | ატლეტიკო მადრიდი (2) | 4–1 | ჩელსი | ||
2013 | ბაიერნი (1) | 2–2 დ.დ; პენ.5–4 | ჩელსი | ||
2014 | რეალ მადრიდი (2) | 2–0 | სევილია | ||
2015 | ბარსელონა (5) | 5–4 დ.დ | სევილია | ||
2016 | რეალ მადრიდი (3) | 3–2 დ.დ | სევილია | ||
2017 | რეალ მადრიდი (4) | 2–1 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2018 | ატლეტიკო მადრიდი (3) | 4–2 დ.დ | რეალ მადრიდი | ||
2019 | ლივერპული (4) | 2–2 (პენ. 5—4) | ჩელსი |
სტატისტიკა და რეკორდებირედაქტირება
კლუბების მიხედვითრედაქტირება
კლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
ბარსელონა | 5 | 4 | 1992, 1997, 2009, 2011, 2015 | 1979, 1982, 1989, 2006 |
მილანი | 5 | 2 | 1989, 1990, 1994, 2003, 2007 | 1973, 1993 |
რეალ მადრიდი | 4 | 3 | 2002, 2014, 2016, 2017 | 1998, 2000, 2018 |
ლივერპული | 3 | 2 | 1977, 2001, 2005 | 1978, 1984 |
ატლეტიკო მადრიდი | 3 | 0 | 2010, 2012, 2018 | |
აიაქსი | 2 | 1 | 1973, 1995 | 1987 |
ანდერლეხტი | 2 | 0 | 1976, 1978 | |
ვალენსია | 2 | 0 | 1980, 2004 | |
იუვენტუსი | 2 | 0 | 1984, 1996 | |
სევილია | 1 | 4 | 2006 | 2007, 2014, 2015, 2016 |
პორტუ | 1 | 3 | 1987 | 2003, 2004, 2011 |
მანჩესტერ იუნაიტედი | 1 | 3 | 1991 | 1999, 2008, 2017 |
ბაიერნი | 1 | 3 | 2013 | 1975, 1976, 2001 |
ჩელსი | 1 | 2 | 1998 | 2012, 2013 |
დინამო კიევი | 1 | 1 | 1975 | 1986 |
ნოტინგემ ფორესტი | 1 | 1 | 1979 | 1980 |
ასტონ ვილა | 1 | 0 | 1982 | |
აბერდინი | 1 | 0 | 1983 | |
სტიაუა | 1 | 0 | 1986 | |
მეხელენი | 1 | 0 | 1988 | |
პარმა | 1 | 0 | 1993 | |
ლაციო | 1 | 0 | 1999 | |
გალათასარაი | 1 | 0 | 2000 | |
ზენიტი | 1 | 0 | 2008 | |
ჰამბურგი | 0 | 2 | 1977, 1983 | |
პსვ | 0 | 1 | 1988 | |
სამპდორია | 0 | 1 | 1990 | |
ცრვენა ზვეზდა | 0 | 1 | 1991 | |
ვერდერი | 0 | 1 | 1992 | |
არსენალი | 0 | 1 | 1994 | |
რეალ სარაგოსა | 0 | 1 | 1995 | |
პარი სენ-ჟერმენი | 0 | 1 | 1996 | |
ბორუსია დორტმუნდი | 0 | 1 | 1997 | |
ფეიენორდი | 0 | 1 | 2002 | |
ცსკა მოსკოვი | 0 | 1 | 2005 | |
შახტარი | 0 | 1 | 2009 | |
ინტერი | 0 | 1 | 2010 |
ქვეყნების მიხედვითრედაქტირება
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოგება და 12-ჯერ დამარცხდნენ. სულ 12 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | დამარცხებული |
---|---|---|
ესპანეთი | 15 | 12 |
იტალია | 9 | 4 |
ინგლისი | 7 | 9 |
ბელგია | 3 | 0 |
ნიდერლანდები | 2 | 3 |
გერმანია | 1 | 7 |
პორტუგალია | 1 | 3 |
სსრკ | 1 | 1 |
რუსეთი | 1 | 1 |
შოტლანდია | 1 | 0 |
რუმინეთი | 1 | 0 |
თურქეთი | 1 | 0 |
საფრანგეთი | 0 | 1 |
უკრაინა | 0 | 1 |
იუგოსლავია | 0 | 1 |
გამარჯვებული მწვრთნელებირედაქტირება
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელებირედაქტირება
მწვრთნელი | გამარჯვებული | სეზონები |
---|---|---|
კარლო ანჩელოტი | 3 | 2003, 2007, 2014 |
პეპ გვარდიოლა | 2009, 2011, 2013 | |
რაიმონ გუტალსი | 2 | 1976, 1978 |
ალექს ფერგიუსონი | 1983, 1991 | |
არიგო საკი | 1989, 1990 | |
ლუი ვან გალი | 1995, 1997 | |
ზინედინ ზიდანი | 2016, 2017 | |
დიეგო სიმეონე | 2012, 2018 |
ეროვნების მიხედვითრედაქტირება
მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.
მწვრთნელის ეროვნება | ტიტულები |
---|---|
იტალია | 11 |
ესპანეთი | 9 |
ნიდერლანდები | 6 |
ინგლისი | 3 |
საფრანგეთი | 3 |
რუმინეთი | 2 |
ბელგია | 2 |
შოტლანდია | 2 |
არგენტინა | 2 |
იუგოსლავია | 1 |
სსრკ | 1 |
შვედეთი | 1 |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ „Atletico beat Madrid rivals Real in extra time to win Super Cup“. bbc.com. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2018.