ვისენტე დელ ბოსკე
ვისენტე დელ ბოსკე გონსალესი, დელ-ბოსკეს 1-ლი მარკიზი (ესპ. Vicente del Bosque González; დ. 23 დეკემბერი, 1950, სალამანკა, ესპანეთი) — ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს წვრთნის. ეს თანამდებობა დელ ბოსკემ ლუის არაგონესისგან გადაიბარა, რომელმაც ნაკრებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ამის შემდეგ, დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით, ესპანელებმა 2010 წელს მსოფლიო თასი მოიგეს, 2012 წელს კი კვლავ ევროპის თასი. 1999—2003 წლებში იგი წვრთნიდა მადრიდის რეალს, რაც კლუბის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხანა გამოდგა. ამჟამად ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი.
სამწვრთნელო სტატისტიკა
რედაქტირებაგუნდი | ქვეყანა | მუშაობის დაწყება | მუშაობის დასრულება | შედეგები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
თ | მ | ფ | წ | გ % | ||||
მადრიდის რეალი | ესპანეთი | 7 მარტი 1994 | 30 ივლისი 1994 | 11 | 5 | 1 | 5 | 45.45 |
მადრიდის რეალი | ესპანეთი | 21 იანვარი 1996 | 24 იანვარი 1996 | 1 | 1 | 0 | 0 | 100.00 |
მადრიდის რეალი | ესპანეთი | 17 ნოემბერი 1999 | 23 ივლისი 2003 | 233 | 127 | 56 | 50 | 54.51 |
ბეშიქთაში | თურქეთი | 8 ივნისი 2004 | 27 იანვარი 2005 | 17 | 8 | 5 | 4 | 47.06 |
ესპანეთის ნაკრები | ესპანეთი | 17 ივლისი 2008 | 30 ივნისი 2016 | 114 | 89 | 8 | 17 | 78.32 |
სულ | 470 | 259 | 99 | 112 | 55.1 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: