კარლო ანჩელოტი

იტალიელი ფეხბურთელი

კარლო ანჩელოტი (იტალ. Carlo Ancelotti; დ. 10 ივნისი, 1959, რეჯოლო) — იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.

კარლო ანჩელოტი
Carlo Ancelotti 2016 (cropped).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლო ანჩელოტი
დაბადების
თარიღი
10 ივნისი, 1959 (1959-06-10) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
რეჯოლო, იტალია
სიმაღლე 179 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1973–1975 რეჯოლო
1975–1976 პარმა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1979 პარმა 55 (13)
1979–1987 რომა 171 (12)
1987–1992 მილანი 112 (10)
სულ 338 (35)
ეროვნული ნაკრები
1981–1991 იტალია 26 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1995–1996 რეჯანა
1996–1998 პარმა
1999–2001 იუვენტუსი
2001–2009 მილანი
2009–2011 ჩელსი
2011–2013 პარი სენ-ჟერმენი
2013–2015 რეალ მადრიდი
2016–2017 ბაიერნი
2018–2019 ნაპოლი
2019–2021 ევერტონი
2021– რეალ მადრიდი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სათამაშო კარიერარედაქტირება

კარლო ანჩელოტი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 26 შეხვედრა და მონაწილეობა მიიღო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. კარლო ანჩელოტიმ სახელი გაითქვა „რომაში“ და „მილანში“ თამაშისას, ამ პერიოდში მან 3-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ მოიგო იტალიის თასი და 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი.

სამწვრთნელო კარიერარედაქტირება

სამწვრთენლო კარიერის დასაწყისში ანჩელოტი წვრთნიდა „რეჯანას“, პარმას, და იუვენტუსს, ამ პერიოდში მან მოიპოვა ინტერტოტოს თასი 1999 წელს. 2001 წელს დაინიშნა მილანის მთავარ მწვრთნელად, სადაც ფათიჰ თერიმი შეცვალა. სადებიუტო სეზონში ანჩელოტიმ გუნდი მე-3 ადგილზე გაიყვანა ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მიაღწია. 2002 წლის ზაფხულში კარლომ მილანში მიიწვია შემტევი ნახევარმცველი ანდრეა პირლო, რის შემდეგ გუნდმა მალე დაიწყო შემტევი ფეხბურთის თამაში. 2002–2003 წლის სეზონი მილანისთვის წარმატებული გამოდგა. კლუბმა მოიგო იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა “იუვენტუსი” (11 მეტრიანების სერიაში 3:2). 2003-2004 წლის სეზონში ანჩელოტიმ, მოიგო სკუდეტო. შემდეგ ზედიზედ 2 წელი მილანმა დაიკავა მე-2 ადგილი. 2005 წელს მილანი გავიდა ჩემპინთა ლიგის ფინალში, თუმცა წააგო ლივერპულთან 11 მეტრიანების სერიაში, ძირითადი დრო 3–3 დასრულდა. 2007 წელს ანჩელოტი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კვლავ ლივერპულს დაუპირისპირდა და რევანშის აღება შეძლო. მილანმა ლივერპული 2–1 დაამარცხა.

2007-2008 წლის სეზონი გამოდგა ყველაზე წარუმატებელი კარლო ანჩელოტისათვის მილანში, კლუბმა ჩემპიონტში დაიკავა მე-5 ადგილი და პირველად დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

2009 წელს ანჩელოტი დაინიშნა ჩელსის მთავარ მწვრთნელად, სადაც გაიფორმა ოქროს დუბლი, მოიგო პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. 2011 წლის 22 მაისს ანჩელოტი ანჩელოტი გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან[1].

2011 წლის 30 დეკემბერს ანჩელოტი დაინიშნა პარი სენ-ჟერმენი-ს მთავარ მწვრთნელად[2][3]. 2012-2013 წლის სეზონში ანჩელოტიმ კლუბს მოაგებინა ლიგა 1.

2013 წლის 25 ივნისს რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ანჩელოტი მომავალი წლიდან სამეფო კლუბს ჩაუდგებოდა სათავეში. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანჩელოტიმ გააძლიერა გუნდში ლუკა მოდრიჩის როლი, რომელსაც მოედნის ცენტრში მეტი სათამაშო თავისუფლება მიანიჭა, უკან, ნახევარდაცვაში დახია ანხელ დი მარია და გარეთ ბეილი შეუერთა კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემას თავდასხმაში. ამ ცვლილებებმა „რეალი“ შეუჩერებელ ძალად აქცია. მან სადებიუტო სეზონშივე „რეალ მადრიდს“ მე-18 სამეფო თასი მოაგებინა, რომლის ფინალში გუნდმა კატალონიის „ბარსელონა“ დაამარცხა. ამავე სეზონში რეალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 2011-დან 2013 წლამდე გუნდი ვერ ახერხებდა ნახევარფინალური ეტაპის დაძლევას. ფინალში „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო მადრიდი“ დამარცხა დამატებით დროში, ანგარიშით 4–1. ამ ტიტულს მადრიდის რეალის ქომაგებმა „ლა დესიმა“ უწოდეს, რაც თარგმანში "მეათეს" ნიშნავს[4]. გუნდისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა. 2014 წლის აგვისტოში „რეალმა“ მოიგო უეფა-ს სუპერთასი, სადაც „სევილია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0. 2014 წლის 16 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ანჩელოტის გუნდმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 22 თამაში მოიგო. ანჩელოტიმ გუნდს ასევე ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. 2014-15 წლბის სეზონში „რეალ მადრიდმა“ კვლავ ვერ მოიგო ესპანეთის პრიმერა-დივიზიონი და მეორე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონობა კლუბმა „ბარსელონას“ დაუთმო, ასევე ვერ მოუგო თანაქალაქელ „ატლეტიკოს“, რომელმაც 2014 წლის სექტემბერში 1–0 მოუგო „რეალს“ 14-წლიანი პაუზის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგაზე რეალი ნახევარფინალიდან „იუვენტუსმა“ გამოაგდო. წარუმატებელი სეზონის შემდეგ ანჩელოტი თანამდებობიდან კლუბის მმართველმა საბჭომ გადააყენა.

მიღწევებირედაქტირება

ფეხბურთელობისასრედაქტირება

  რომა: (5)

  მილანი: (9)

მწვრთნელობისასრედაქტირება

  იუვენტუსი: (1)

  მილანი: (8)

  ჩელსი: (3)

  პარი სენ-ჟერმენი: (1)

  რეალ მადრიდი: (5)

  ბაიერნი მიუნხენი: (3)

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება