კრიშტიანუ რონალდუ

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რონალდო.

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2023 წლის 1 იანვრიდან იცავს ერ-რიადის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ღირსებას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, „რეალ მადრიდისა“ და ზოგადად, ეროვნულ ნაკრებთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულია პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა და იტალიის სერია A-ს ჩეპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მრავალჯერ იყო აღიარებული აღნიშნული ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18), ერთა ლიგა (2018–19) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).

კრიშტიანუ რონალდუ
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ
დაბადების
თარიღი
5 თებერვალი, 1985 (1985-02-05) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ფუნშალი,მადეირა, პორტუგალია
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალ-ნასრი
ნომერი 7
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2003 სპორტინგი 27 (3)
2003–2009 მანჩესტერ იუნაიტედი 196 (84)
2009–2018 რეალ მადრიდი 292 (311)
2018–2021 იუვენტუსი 98 (81)
2021–2022 მანჩესტერ იუნაიტედი 40 (19)
2023– ალ-ნასრი 53 (54)
ეროვნული ნაკრები
2001–2002 პორტუგალია 17-წლ. 7 (5)
2003 პორტუგალია 20-წლ. 5 (1)
2002–2003 პორტუგალია 21-წლ. 10 (3)
2004 პორტუგალია 23-წლ. 3 (2)
2003– პორტუგალია 215 (133)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ოქტომბერი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2024
რონალდუ და მესი

იოჰან კრეიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის „ბენფიკა“ იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ „ანდორინიაში“ ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის „ნასიონალში“ გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, ლისაბონის „სპორტინგში“ გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

სპორტინგი

რედაქტირება

რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი „სპორტინგის“ ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ „მორეირენსეს“ ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური „ლივერპული“, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა „სპორტინგმა“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.

მანჩესტერ იუნაიტედი

რედაქტირება

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტური მე-7 ნომერი, რომლითაც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დეივიდ ბეკჰემი. „როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახლავე მომხდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო იყო. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური.“

 
რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა „ბოლტონის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი „მიდლსბროსთან“ 4–1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: „მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს.“ 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ „მანჩესტერ სიტის“ გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის „რეალი“ სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007–2008 წლების სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს „პორტსმუთთან“ შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს „ნიუკასლთან“ მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8 ფინალში ფრანგული ლიონის „ოლიმპიკი“ დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, „ბოლტონთან“ მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა „მანჩესტერ იუნაიტედს“. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2–0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007–2008 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ „ჩელსის“ წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6–5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.

რეალ მადრიდი

რედაქტირება
 
რონალდუ, აიაქსის წინააღმდეგ.

2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს რეალ მადრიდში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.[2]

კრიშტიანუმ მადრიდის რეალს რიგებში საოცარი მაჩვენებელი აჩვენა 394 მატჩში 406 გოლი ეს სარეკორდო შედეგია.

პერესმა რონალდუში 96 მილიონი ევრო გადაიხადა და ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენიც გააკეთა. 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი „რეალს“ დაეხმარა, რათა „ბარსელონას“ ჰეგემონია დაემხო.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდუ 209 მატჩში 209 გოლს გატანდა და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

რონალდუმ გადამწყვეტი როლი შეასრულა „რეალ მადრიდის“ მიერ 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში. რონალდუმ ტურნირზე 17 გოლი გაიტანა, მათგან ერთი ფინალში. 2016 წელს რონალდომ კვლავ გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაზე, გაიტანა 16 გოლი, გახდა ტურნირის ბომბარდირი და ამით ლომის წვლილი დაიდო მადრიდის რეალისთვის მორიგი, რიგით მე-11 ჩემპიონთა თასის მოგებისთვის. 2016-17 წლის სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე შედარებით ინერტულად დაიწყო. გათამაშების საწყის ეტაპზე მას საერთოდ არ ჰქონდა გოლი გატანილი და ბომბარდირთა დავაშიც მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები უშუალო კონკურენტ ლიონელ მესისთან, რომელიც ბომბარდირთა დავას 10 გატანილი გოლით ლიდერობდა, თუმცა ჩემპიონატის დასკვნით სტადიაში კარდინალურად შეცვალა სიტუაცია. მეოთხედფინალურ ეტაპზე ლიონელ მესი საკუთარ გუნდთან ერთად გამოეთიშა გათამაშებას, მადრიდის რეალმა კი ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა და შეძლო ის რაც აქამდე არცერთ კლუბს არ გამოუვიდა, ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შეინარჩუნა ტიტული, ხოლო რონალდომ ფინალში გატანილი დუბლით გადაასწრო უშუალო კონკურენტს და 12 გატანილი გოლით ბომბარდირობა კვლავ არავის დაუთმო.

იუვენტუსი

რედაქტირება
 
რონალდუ 2019 წელს

2018 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს იმ პერიოდისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსთან“, „იუვენტუსმა“ მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა.[3] რონალდუსს ოფიციალური დებიუტი გუნდში შედგა 2018 წლის 18 აგვისტოს სერია ა-ს მატჩში „ჩიევოს“ წინააღმდეგ, ეს შეხვედრა „იუვენტუსმა“ 3-2 მოიგო .პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა იტალიური „სასუოლოს“ წინააღმდეგ, „იუვენტუსმა“ შეხვედრა ანგარიშით 2-1 მოიგო. მისი დებიუტი ევროსარბიელზე „იუვენტუსის“ მაისურით შედგა 2018 წლის 19 სექტემბერს, ესპანური „ვალენსიას“ წინააღმდეგ, იუვენტუსმა ეს შეხვედრა 2-0 მოიგო.

მანჩესტერ იუნაიტედი

რედაქტირება

2021 წლის 27 აგვისტოს რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა. „მანჩესტერმა“ მის ხელახლა შესაძენად 12,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. 11 სექტემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ რონალდუს ხელმეორე დებიუტი შედგა „ნიუკასლის“ წინაამღდეგ. შეხვედრა „მანჩესტერმა“ 4-1 მოიგო, რონალდუმ ამ მატჩში 2 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუს ხელმეორე დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით შედგა „ვილიარეალის“ წინაამღდეგ, რომელიც „იუნაიტედმა“ 2-1 მოიგო.

2022 წლის 22 ნოემბერს ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი გააუქმა. მანამდე რონალდუმ სკანდალური ინტერვიუ მისცა ბრიტანეთის ტელევიზიას (პირს მორგანს). მან თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი და ის ერთმანეთის მიმართ არ იყვნენ პატივისცემით განწყობილი. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა გუნდი მწვრთნელთა შემადგენლობის შეცვლის ფონზე.[4][5]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანი იყო. ამ ტურნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ პორტუგალია 1/2 ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუმ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და ტურნირს გამოეთიშა.

ევრო 2016-ზე რონალდომ მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი კაპიტნობით პორტუგალიამ ჩემპიონობა მოიპოვა. რონალდუს გადაეცა ვერცხლის ბუცი.

გოლები ნაკრების რიგებში

რედაქტირება
კრიშტიანუ რონალდუ‎: საერთაშორისო გოლები
# თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრის სახეობა
1 12 ივნისი 2004 პორტუ, პორტუგალია   საბერძნეთი 1 – 2 1 – 2 ევრო 2004
2 30 ივნისი 2004 ლისაბონი, პორტუგალია   ნიდერლანდები 2 – 0 2 – 1 ევრო 2004
3 4 სექტემბერი 2004 რიგა, ლატვია   ლატვია 0 – 1 0 – 2 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
4 8 სექტემბერი 2004 ლეირია, პორტუგალია   ესტონეთი 1 – 0 4 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
5 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია   რუსეთი 2 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
6 13 ოქტომბერი 2004 ლისაბონი, პორტუგალია   რუსეთი 4 – 0 7 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
7 17 ნოემბერი 2004 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი   ლუქსემბურგი 0 – 2 0 – 5 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
8 4 იცნისი 2005 ლისაბონი, პორტუგალია   სლოვაკეთი 2 – 0 2 – 0 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
9 8 ივნისი 2005 ტალინი, ესტონეთი   ესტონეთი 0 – 1 0 – 1 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
10 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია   საუდის არაბეთი 0 – 1 0 – 3 ამხანაგური
11 1 მარტი 2006 დიუსელდორფი, გერმანია   საუდის არაბეთი 0 – 3 0 – 3 ამხანაგური
12 17 ივნისი 2006 მაინის ფრანკფურტი, გერმანია   ირანი 2 – 0 2 – 0 მსოფლიო ჩემპიონატი 2006
13 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია   აზერბაიჯანი 1 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
14 7 ოქტომბერი 2006 პორტუ, პორტუგალია   აზერბაიჯანი 3 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
15 15 ნოემბერი 2006 კოიმბრა, პორტუგალია   ყაზახეთი 2 – 0 3 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
16 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია   ბელგია 2 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
17 24 მარტი 2007 ლისაბონი, პორტუგალია   ბელგია 4 – 0 4 – 0 ევრო 2008 შესარჩევი
18 22 აგვისტო 2007 ერევანი, სომხეთი   სომხეთი 1 – 1 1 – 1 ევრო 2008 შესარჩევი
19 8 სექტემბერი 2007 ლისაბონი, პორტუგალია   პოლონეთი 2 – 1 2 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
20 17 ოქტომბერი 2007 ალმა-ატა, ყაზახეთი   ყაზახეთი 0 – 2 1 – 2 ევრო 2008 შესარჩევი
21 11 ივნისი 2008 ჟენევა, შვეიცარია   ჩეხეთი 1 – 2 1 – 3 ევრო 2008
22 11 თებერვალი 2009 ფარუ (ქალაქი), პორტუგალია   ფინეთი 1–0 1–0 ამხანაგური
23 21 ივნისი 2009 კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა   ჩრდილოეთი კორეა 7–0 7–1 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010
24 8 ოქტომბერი 2010 პორტუ, პორტუგალია   დანია 3–1 3–1 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012
25 12 ოქტომბერი 2010 რეიკიავიკი, ისლანდია   ისლანდია 0–1 1–3 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012

სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ.
სპორტინგი
  პორტუგალია
პრიმეირა ლიგა 2002-03 25 3 6 3 2 - 3 - 1 31 5 7
სულ 25 3 6 3 2 0 3 0 1 31 5 7
მანჩესტერ
იუნაიტედი

  ინგლისი
პრემიერლიგა 2003-04 29 4 3 6 2 3 5 - 1 40 6 7
2004-05 33 5 4 9 4 4 8 - 2 50 9 10
2005-06 33 9 6 6 2 1 8 1 1 47 12 8
2006-07 34 17 13 8 3 1 11 3 5 53 23 19
2007-08 34 31 7 4 3 - 11 8 1 49 42 8
2008-09 33 18 6 6 3 - 14 5 3 53 26 9
სულ პირველი ეტაპი 196 84 39 39 17 9 57 17 13 292 118 61
რეალ მადრიდი
  ესპანეთი
ლა ლიგა 2009-10 29 26 7 - - - 6 7 - 35 33 7
2010-11 34 40 10 8 7 1 12 6 2 54 53 13
2011-12 38 46 12 7 4 - 10 10 3 55 60 15
2012-13 34 34 10 9 9 1 12 12 1 55 55 12
2013-14 30 31 9 6 3 3 11 17 5 47 51 17
2014-15 35 48 16 4 1 - 15 12 6 54 61 22
2015-16 36 35 11 - - - 12 16 4 48 51 15
2016-17 29 25 6 2 1 - 15 16 6 46 42 12
2017-18 27 26 5 1 1 - 16 17 2 44 44 7
სულ 292 311 86 37 26 5 109 113 29 438 450 120
იუვენტუსი
  იტალია
სერია A 2018-19 31 21 8 3 1 - 9 6 2 43 28 10
2019-20 33 31 4 5 2 - 8 4 1 46 37 5
2020-21 33 29 2 5 3 - 6 4 2 44 36 4
2021-22 1 - - - - - - - - 1 0 0
სულ 98 81 14 13 6 0 23 14 5 134 101 19
მანჩესტერ
იუნაიტედი

  ინგლისი
პრემიერლიგა 2021-22 1 2 - - - - - - - 1 2 0
სულ მეორე ეტაპი 1 2 0 0 0 0 0 0 0 1 2 0
სულ 197 86 39 39 17 9 57 17 13 293 120 61
სულ ჯამში 612 481 145 92 51 14 192 144 48 896 676 207

სანაკრებო

რედაქტირება
ეროვნული
ნაკრები
წლები ევროპის ჩემპიონატი(1) მუნდიალი(2) ამხანაგური ჯამში გსმ
მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ.
პორტუგალია
 
2003-04 6 2 2 - - - 7 - 1 13 2 3 0,19
2004-05 - - - 8 7 4 2 - - 10 7 4 0,70
2005-06 - - - 10 1 1 5 2 1 15 3 2 0,20
2006-07 6 5 1 - - - 2 - - 8 5 1 0,63
2007-08 10 4 1 - - - 2 - - 12 4 1 0,33
2008-09 - - - 4 - - 3 1 - 7 1 0 0,14
2009-10 - - - 7 1 1 4 - 2 11 1 3 0,09
2010-11 3 2 1 - - - 2 1 - 5 3 1 0,60
2011-12 10 8 1 - - - 4 1 2 14 9 3 0,64
2012-13 - - - 6 1 2 3 3 - 9 4 2 0,44
2013-14 - - - 7 8 1 3 3 1 10 11 2 1,10
2014-15 6 5 - - - - 3 - - 9 5 0 0,56
2015-16 7 3 3 - - - 3 3 - 10 6 3 0,60
2016-17 - - - 9 13 2 1 1 - 10 14 2 1,40
2017-18 - - - 8 8 2 3 2 1 11 10 3 0,91
2018-19 4 3 - - - - - - - 4 3 0 0,75
2019-20 6 11 - - - - - - - 6 11 0 1,83
2020-21 8 7 1 3 1 - 4 2 1 15 10 2 0,67
2021-22 - - - 1 2 - - - - 1 2 0 2,00
სულ ჯამში 66 50 11 63 42 13 51 19 9 180 111 32 0,62
(1) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩათვლით.
(2) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩათვლით.
წყარო: FFP - ESPN Deportes. - Transfermarkt. - RSSSF. - People

მიღწევები

რედაქტირება
 
რონალდუ ოქროს ბურთით ხელში, 2015 წელს
  მანჩესტერ იუნაიტედი (10)[6]
  რეალ მადრიდი (16)[6]
  იუვენტუსი (4)

სანაკრებო

რედაქტირება
  პორტუგალია (2)

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • Bravo Award (1): 2004
  • FIFPro Special Young Player of the Year (2): 2004, 2005
  • წლის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
  • უეფა-ს წლის საუკეთესო გუნდი (4): 2003–04, 2006–07, 2007–08, 2008–09
  • Sir Matt Busby-ის წლის საუკეთესო მოთამაშე (3): 2003-04, 2006–07, 2007–08
  • FIFPro World XI (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
  • Best Portuguese Footballer in Foreign Countries (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
  • PFA-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1): 2006–07
  • PFA Players-ის წლის საუკეთესო მოთამაშე (2): 2006–07, 2007-08
  • PFA Fans' წლის საუკეთესო მოთამაშე (2): 2006–07, 2007–08
  • PFA-ის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდი (4): 2005–06, 2006–07, 2008–09
  • FWA-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2006–07, 2007–08
  • Barclays-ის სენონის საუკეთესო მოთამაშე (2): 2006–07, 2007–08
  • პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (4): ნოემბერი, 2006, დეკემბერი, 2006, იანვარი, 2008, მარტი, 2008
  • პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი (1): 2007–08
  • Barclays Merit Award (1): 2007–08
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1): 2007-08
  • ევროპის ოქროს ბუცი (1): 2007–08
  • UEFA Club-ის ის საუკეთესო თავდამსხმელი (1): 2007–08
  • UEFA Club-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2007–08
  • FIFPro-ის წლის ფეხბურთელი (1): 2007–08
  • FIFA Club World Cup Silver Ball (1): 2008
  • ფიფას ოქროს ბურთი (3): 2008, 2013, 2014
  • ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (1): 2008
  • Onze d'Or (1): 2008
  • World Soccer-ის წლის ფეხბურთელი (1): 2008
  • ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო (1): 2009
  • პრინც ანრის ორდენი
  • მერიტის მედალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რონალდუ ოფიციალურად გამადრიდელდა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  2. Maradona: Ronaldo is Portugal's only threat. Goal.com. 9 ივნისი 2012
  3. რონალდუ „იუვენტუსის“ ფეხბურთელია
  4. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კონტრაქტი გააუქმა კრიშტიანუ რონალდუსთან“. რადიო თავისუფლება. 23 ნოემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. კუკულაძე, მამუკა (27 ნოემბერი, 2022). „talkSPORT-ი რონალდუს ინტერვიუზე: ეს სირცხვილია, ის მშიშარაა“. crystalsport.ge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. 6.0 6.1 Cristiano Ronaldo (CR7). Real Madrid Club de Fútbol. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2017.