Disambig-dark.svg ეს სტატია შეჯიბრს ეხება. ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა.

უეფას ერთა ლიგა (ინგლ. UEFA Nations League) — ორწლიანი საერთაშორისო შეჯიბრი ფეხბურთში უეფას წევრი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების მამაკაცთა უფროს ნაკრებ გუნდებს შორის[1]. შეჯიბრში მონაწილეობს ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა, წარმოდგენილი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სახით, რომლებიც განაწილებული არიან 4 დანაყოფში — ლიგაში. თითოეულ ლიგაში მოქმედებს რეიტინგის შეფასების სისტემა (ასე მაგ. В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში). А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის იმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად (ფინალის გამართვის ადგილი უნდა იყოს ევროპული ქალაქი, რომელიც შეირჩევა 2019 წლის ივნისში). ასევე თითეული ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ეროვნული ნაკრები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში იბრძოლებენ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოხვედრისთვის, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის რომელიმე გამარჯვებული პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს ჩემპიონატის საგზურს, მაგ შემთხვევაში პლე-ოფში ადგილს დაუთმობს ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელს.

UEFA Nations League.svg
დაარსდა 2018
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 55
ყველაზე ტიტულ. გუნდი პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
ვებ-საიტი
2018–2019 უეფას ერთა ლიგა

ახალი შეჯიბრის შემოღების მიზანია ფიფას ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება და დაბალრეტინგული წევრებისთვის სტიმულის მიცემა. პირველი შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.

ფორმატირედაქტირება

2014 წლის გაზაფხულზე უეფამ გამოაქვეყნა მომავალი შეჯიბრის პირველადი ფორმატი, რომელიც 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. 2017 წლის ოქტომბერში ფორმატი დამტკიცდა შემდეგი სახით:

  • მონაწილეობას იღებს 55-ვე წევრი ქვეყნიდან ეროვნული ნაკრები გუნდი;
  • ნაკრები გუნდები 4 ლიგაში განაწილდნენ მათი რეტინგის მიხედვით, რომელიც ემყარება ეროვნული ნაკრებების უეფას კოეფიციენტებს;
  • A ლიგაში ითამაშებს 12 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები გუნდი. B ლიგაში რეიტინგით შემდეგი 12 ნაკრები გუნდი. C ლიგაში — 15 ნაკრები გუნდი, ხოლო დარჩენილი 16 — D ლიგაში;
  • A და B ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი სამ-სამი გუნდით, ხოლო C ლიგაში იქნება ერთი ჯგუფი 3 გუნდით და სამი ჯგუფი 4 გუნდით. D ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი, თითოში 4 გუნდით, მათ შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
  • А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის გაიმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად;
  • В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში.

წილისყრა და განთესვარედაქტირება

განთესვა განხორციელდება 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დათვლილი მაჩვენებელების მიხედვით. თითოეულ ლიგაში გუნდების ჯგუფებად განაწილება განხორციელდა წილისყრის შედეგად, რომელიც გამოცხადდა 2017 წლის 7 დეკემბერს.

ლიგა A
Pot Team Coeff Rank
1   გერმანია 40,747 1
  პორტუგალია 38,655 2
  ბელგია 38,123 3
  ესპანეთი 37,311 4
2   საფრანგეთი 36,617 5
  ინგლისი 36,231 6
  შვეიცარია 34,986 7
  იტალია 34,426 8
3   პოლონეთი 32,982 9
  ისლანდია 31,155 10
  ხორვატია 31,139 11
  ნიდერლანდები 29,866 12
ლიგა B
Pot Team Coeff Rank
1   ავსტრია 29,418 13
  უელსი 29,269 14
  რუსეთი 29,258 15
  სლოვაკეთი 28,555 16
2   შვედეთი 28,487 17
  უკრაინა 28,286 18
  ირლანდია 28,249 19
  ბოსნია და ჰერცეგოვინა 28,200 20
3   ჩრდილოეთი ირლანდია 27,127 21
  დანია 27,052 22
  ჩეხეთი 27,028 23
  თურქეთი 26,538 24
ლიგა C
Pot Team Coeff Rank
1   უნგრეთი 26,486 25
  რუმინეთი 26,057 26
  შოტლანდია 25,662 27
  სლოვენია 25,148 28
2   საბერძნეთი 24,931 29
  სერბეთი 24,847 30
  ალბანეთი 24,430 31
  ნორვეგია 24,208 32
3   მონტენეგრო 23,912 33
  ისრაელი 22,792 34
  ბულგარეთი 22,091 35
  ფინეთი 20,501 36
4   კვიპროსი 19,491 37
  ესტონეთი 19,441 38
  ლიეტუვა 18,101 39
ლიგა D
Pot Team Coeff Rank
1   აზერბაიჯანი 17,761 40
  მაკედონია 17,071 41
  ბელარუსი 16,868 42
  საქართველო 16,523 43
2   სომხეთი 15,846 44
  ლატვია 15,821 45
  ფარერის კუნძულები 15,490 46
  ლუქსემბურგი 14,231 47
3   ყაზახეთი 13,431 48
  მოლდოვა 13,130 49
  ლიხტენშტაინი 10,950 50
  მალტა 10,870 51
4   ანდორა 10,240 52
  კოსოვო 9,950 53
  სან-მარინო 8,190 54
  გიბრალტარი 7,550 55

ჯილდორედაქტირება

უეფას ერთა ლიგის ჯილდო (თასი) პირველად საზოგადოებას წარუდგინეს წილისყრის დროს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. ტროფეი წარმოადგენს 55 ქვეყნის ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სიმბოლოების ამსახველ, ბუნის გარშემო შემოხვეულ სტერლინგის ვერცხლის დროშას. იწონის 7,5 კგ და არის 71 სმ სიმაღლის; პირველად აღიმართა 2019 წლის ივნისში.[2]

ჰიმნირედაქტირება

ერთა ლიგის ოფიციალური ჰიმნი ჩაწერილ იქნა ლათინურ ენაზე, ნიდერლანდების ფილარმონიული ორკესტრისა და გუნდის შესრულებით. ჰიმნი წარმოადგენს კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ნაზავს და გამოყენებულ იქნება ლიგის თამაშებზე მონაწილე გუნდების მოედანზე შესვლისას და სატელევიზიო ჭრების დროს, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის. ჰიმნის კომპოზიტორები არიან ჯიორჯო ტუინფორტი და ფრენკ ვან დერ ჰეიდენი[2][3]

მატჩის ბურთირედაქტირება

უეფას ერთა ლიგის 2018–2019 წწ გათამაშებაზე მატჩებისთვის ბურთი დაამზადა ადიდასმა. ბურთის დიზაინი თეთრსა და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ზედ დატანილი ფერადი ელემენტებით, რომელიც ოფიციალური დროშითაა ნაკარნახევი.[4]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „Unanimously adopted by the 54 UEFA member associations, the UEFA Nations League will launch in 2018 aiming to improve the quality and standard of international football“. Thursday 27 March 2014. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2018. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 UEFA Nations League trophy and music revealed. UEFA.com. ციტირების თარიღი: 30 August 2018.
  3. https://www.uefa.com/uefanationsleague/news/newsid=2569365.html
  4. UEFA Nations League ball leaked. Footy headlines. ციტირების თარიღი: 30 August 2018.