საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი

საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი (ინგლ. Inter-Cities Fairs Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის 1955–1971 წლებში. 1971 წელს ტურნირი უეფას თასმა შეცვალა.

საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი
დაარსდა 1955
გაუქმდა 1971
რეგიონი ევროპა
გუნდების რაოდენობა 12 (პირველი რაუნდი)
64 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ (3-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული ინგლისის დროშა „ლიდზ იუნაიტედი“ (2-ჯერ)

ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 9 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია ინგლისური „ლიდზ იუნაიტედი“.

ტურნირის დაარსების იდეა სამ ადამიანს — შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით, ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურდათ: ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[1]

შეჯიბრი-კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ იმ გუნდებისთვის იყო გახსნილი, რომელთა ქალაქებში სავაჭრო ბაზრობები ტარდებოდა და რა ადგილი ეჭირათ ამ გუნდებს მათ ეროვნული ლიგებში მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადრეულ კონკურსებში ასევე მოქმედებდა წესი "ერთი ქალაქი - ერთი გუნდი". 1968 წლიდან მას ხშირად უწოდებდნენ "დამწევთა თასს" და მასში შედიოდნენ გუნდები, რომლებსაც ლიგაში მაღალი პოზიცია ეჭირათ.

ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების (ბარსელონას 10 და ესპანიოლის 1 ფეხბურთელი) გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როდესაც ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955–58 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს.

მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958–60 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969–70 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდია ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის.

გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური კლუბები დომინირებდნენ. უეფა-ს ჩემპიონთა თასზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, ბარსელონა სრული სერიოზულობით მოეკიდა აღნიშნულ შეჯიბრს და პირველობაც სამჯერ მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების ჰეგემონიას ბოლო ლიდზ იუნაიტედმა მოუღო და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ჰეგემონია.

1971 წელს ეს შეჯიბრი უეფას თასმა შეცვალა. 1971 წლის 22 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ტურნირის პირველ და უკანასკნელ გამარჯვებულებს შორის – ბარსელონა ლიდზ იუნაიტედის წინააღმდეგ. მატჩის გამარჯვებული სამუდამოდ დაისაკუთრებდა ტურნირის ორიგინალ თასს. შეხვედრა ესპანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2–1.[2]

ფინალები

რედაქტირება
სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1955–58   ბარსელონა (1) 2–2; 6–0 ლონდონის ნაკრები  
1958–60   ბარსელონა (2) 0–0; 4–1 ბირმინგემ სიტი  
1960–61   რომა (1) 2–2; 2–0 ბირმინგემ სიტი  
1961–62   ვალენსია (1) 6–2; 1–1 ბარსელონა  
1962–63   ვალენსია (2) 2–1; 2–0 დინამო ზაგრები  
1963–64   რეალ სარაგოსა (1) 2–1 ვალენსია  
1964–65   ფერენცვაროში (1) 1–0 იუვენტუსი  
1965–66   ბარსელონა (3) 0–1; 4–2 დ.დ. რეალ სარაგოსა  
1966–67   დინამო ზაგრები (1) 2–0; 0–0 ლიდზ იუნაიტედი  
1967–68   ლიდზ იუნაიტედი (1) 1–0; 0–0 ფერენცვაროში  
1968–69   ნიუკასლ იუნაიტედი (1) 3–0; 3–2 უიპეშტი  
1969–70   არსენალი (1) 1–3; 3–0 ანდერლეხტი  
1970–71   ლიდზ იუნაიტედი (2) 2–2; 1–1 იუვენტუსი  

სტატისტიკა და რეკორდები

რედაქტირება

კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
  ბარსელონა 3 1 1958, 1960, 1966 1962
  ვალენსია 2 1 1962, 1963 1964
  ლიდზ იუნაიტედი 2 1 1968, 1971 1967
  რეალ სარაგოსა 1 1 1964 1966
  ფერენცვაროში 1 1 1965 1968
  დინამო ზაგრები 1 1 1967 1963
  რომა 1 0 1961
  ნიუკასლ იუნაიტედი 1 0 1969
  არსენალი 1 0 1970
  ბირმინგემ სიტი 0 2 1960, 1961
  იუვენტუსი 0 2 1965, 1971
  ლონდონის ნაკრები 0 1 1958
  უიპეშტი 0 1 1969
  ანდერლეხტი 0 1 1970

ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 6-ჯერ მოახერხეს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის აღება და 3-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 5 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
  ესპანეთი 6 3
  ინგლისი 4 4
  იტალია 1 2
  უნგრეთი 1 2
  იუგოსლავია 1 1
  ბელგია 0 1

გამარჯვებული მწვრთნელები

რედაქტირება
სეზონი გამარჯვებული[3] კლუბი
1955–58   დომენეკ ბალმანია   ბარსელონა
1958–60   ელენიო ერერა   ბარსელონა
1960–61   ლუის კარნილია   რომა
1961–62   ალეხანდრო სკოპელი   ვალენსია
1962–63   ალეხანდრო სკოპელი (2)   ვალენსია
1963–64   ანტონი რამალიეტსი   რეალ სარაგოსა
1964–65   იოჟეფ მესაროში   ფერენცვაროში
1965–66   როკე ოლსენი   ბარსელონა
1966–67   ივიცა ხორვატი   დინამო ზაგრები
1967–68   დონ რევი   ლიდზ იუნაიტედი
1968–69   ჯო ჰარვი   ნიუკასლ იუნაიტედი
1969–70   ბერტი მი   არსენალი
1970–71   დონ რევი (2)   ლიდზ იუნაიტედი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

რედაქტირება
მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
  ალეხანდრო სკოპელი 2 1961–62, 1962–63
  დონ რევი 1967–68, 1970–71

ეროვნების მიხედვით

რედაქტირება

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
  არგენტინა 5
  ინგლისი 4
  ესპანეთი 2
  უნგრეთი 1
  იუგოსლავია 1

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
  2. „Inter Cities Fairs Cup Trophy Play-off“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  3. „Inter-Cities Fairs Cup Winning Managers 1955-58 to 1970-71“. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.