ლაიფციგი
ლაიფციგი (გერმ. Leipzig) — ქალაქი გერმანიაში, საქსონიის უდიდესი ქალაქი, სამრეწველო,სავაჭრო და კულტურული ცენტრი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი, აეროპორტი. ცნობილია თავისი უნივერსიტეტითა და ბაზრით. ქალაქია 1165 წლიდან. გაშენებულია ვაისე-ელსტერის ნაპირზე, მდინარე პლაისეს შესართავთან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლაიფციგი Leipzig | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | საქსონია | ||||
შიდა დაყოფა | Plagwitz, Schleußig, Connewitz, Westvorstadt, Möckern, Lindenau, Südvorstadt, Innenstadt, Baalsdorf, Gohlis, Ostvorstadt, Neulindenau, Miltitz, Grünau Mitte, Grünau-Ost, Schönau, Kleinzschocher, Nordvorstadt და Knautkleeberg | ||||
კოორდინატები | 51°20′00″ ჩ. გ. 12°23′00″ ა. გ. / 51.33333° ჩ. გ. 12.38333° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Burkhard Jung[1] | ||||
პირველი ხსენება | 1015 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1165 | ||||
ფართობი | 297,60 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 113 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 514 492 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 1,729 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0341 | ||||
საფოსტო ინდექსი | 04003-04357 | ||||
საავტომობილო კოდი | L | ||||
ოფიციალური საიტი | leipzig.de | ||||
ავტომობ. კოდი | L | ||||
ისტორია
რედაქტირებალაიფციგი პირველად იხსენიება 1015 წელს. 1165 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. XIII-XIV საუკუნეებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად და საქსონიის ერთ-ერთ მთავარ ქალაქად გადაიქცა. უკვე XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მოიპოვეს დიდი მნიშვნელობა ლაიფციგის ბაზრობებმა. 1409 წელს დაარსდა ლაიფციგის უნივერსიტეტი. XV საუკუნის დამლევიდან ვითარდება წიგნის ბეჭდვა. ლაიფციგის მიდამოებში გაიმართა ბრძოლები ბრაიტენფელდთან (1631, 1642), ლიუტცენთან (1632) და ლაიფციგის ბრძოლა (1813).
ეკონომიკა
რედაქტირებალაიფციგში განვითარებულია მანქანათსაშენი, პოლიგრაფიული და ბეწვეულის მრეწველობა. ლაიფციგი არის საგამომცემლო საქმის ცენტრი. დიდი ტრადიცია აქვს გამომცემლობებს „ბროკჰაუზს“, „ბიბლიოგრაფიშეს ინსტიტუტს“, „ფერლაგ ენციკლოპედს“ და სხვა. ლაიფციგი საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრია.
განათლება და კულტურა
რედაქტირებალაიფციგში არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტები და სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის ლაიფციგის უნივერსიტეტი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემია, ბიბლიოტეკები, მუზეუმები, ოპერის თეატრი, დრამატული თეატრი. 1955 წლიდან ლაიფციგში ყოველწლიურად ტარდება დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებალაიფციგის არქიტექტურული ძეგლებია: რომანულ-გოტიკური ნიკოლაიკირხე (XIII-XVI სს, ინტერიერი გადაკეთებულია 1784-97), გოტიკური თომასკირხე (XIII-XV სს), რენესანსული ძველი რატუშა (დაწყებულია 1556. არქიტექტორი პ. ლოტერი), ბაროკოს სტილის ძველი ბირჟა (1678, არქიტექტორი პ. რიხტერი), XVI-XVIII საუკუნეების საცხოვფებელი სახლები.
XIX საუკუნეში აშენდა ეკლექტიკური შენობები: საიმპერიო სასამართლო და სახვითი ხელოვნების მუზეუმი (1888-95 არქიტექტორი ლ. ჰოფმანი); XX საუკუნეში სამრეწველო შენობები, ვაგზალი, დიდი დარბაზი ბაზრობისთვის (1927-30, არქიტექტორი პ. რიხტერი), ოპერის თეატრი (1956-60), და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 111.