ლაიფციგის უნივერსიტეტი

ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმ. Universität Leipzig) — ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი, მდებარეობს ქ. ლაიფციგში, (საქსონია, გერმანია). დაარსდა 1409 წლის 2 დეკემბერს ფრედერიკ I-სა და მისი ძმა უილიამ II, მაისენის მარკგრაფის მიერ და თავდაპირველად ოთხი ფაკულტეტისგან შედგებოდა. ამჟამად უნივერსიტეტს 14 ფაკულტეტი და 29.000 სტუდენტი ჰყავს და საქსონიის სიდიდით მეორე უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი დაარსებიდან თითქმის 600 წელი შეუწყვეტლივ ფუნქციონირებს. აქვს 190 საბაკალავრო, სამაგისტრო და ტექნიკური კვალიფიკაციის პროგრამა. უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერ განხრად მედიცინა ითვლება.

ლაიფციგის უნივერსიტეტი
Universität Leipzig
დევიზი Aus Tradition Grenzen überschreiten
დაფუძნდა 2 დეკემბერი, 1409
დამფუძნებელი (-ები) William II, Margrave of Meissen
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი[1] , თავისუფალი გამომცემელი[2] , comprehensive university და ფახჰოხშულე[1]
რექტორი Eva Inés Obergfell
სტუდენტი 31 088
ქალაქი ლაიფციგი
პროვინცია საქსონიის დროშა საქსონია
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
კავშირები Utrecht Network, Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[3] , German Rectors' Conference[4] , German University Sports Federation[5] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , Informationsdienst Wissenschaft[7] , Franco-German University[8] , German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[9] და ORCID[10]
ლაიფციგის უნივერსიტეტი — გერმანია
ლაიფციგის უნივერსიტეტი
https://www.uni-leipzig.de/

1911-1914 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო შალვა ნუცუბიძე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება