სპეციალური უმაღლესი სკოლა

სპეციალური უმაღლესი სკოლა (გერმ. Fachhochschule) იშვიათად აგრეთვე ფახჰოხშულე — უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი ფორმა გერმანიაში. „ფახჰოხშულე“ ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი. სპეციალურ უმაღლეს სასწავლებლებში დიდი ყურადღება ეთმობა გამოყენებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლას. ამ ტიპის სასწავლებლებში სწავლების ძირითადი აქცენტი გადატანილია მეცნიერებათა გამოყენებითობაზე, ანუ სტუდენტებისათვის მომავალ პროფესიულ საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სწორედ ამით განსხვავდება გერმანიაში „ფახჰოხშულედ“ წოდებული სპეციალური უმაღლესი სკოლა უნივერსიტეტისაგან, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა თეორიული, სამეცნიერო მუშაობის შესწავლას უთმობენ.

ინგლისურ ენაზე აღნიშნული სპეციფიკის სახელწოდების გადატანა ფონეტიკური ადაპტაციით, მას თარგმნიან როგორც „University of Applied Sciences“, ანუ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

დღესდღეობით გერმანიაში, ამ სპეციალიზებული ტიპის უმაღლესი სასწავლებლები სწავლის მსურველთ სთავაზობს არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ტექნიკურ, არამედ სახელოვნებო დარგების დაუფლებასაც.

ბოლონიის პროცესის კვალდაკვალ უმაღლეს სკოლებს უფლება აქვთ მომავალ სტუდენტებს აკრედიტებული დარგების ფარგლებში შესთავაზონ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მოპოვება.

სპეციალურ უმაღლეს სკოლაში სტუდენტები შეისწავლიან როგორც მინიმუმ ერთ სპეციალობას — ტექნიკას, მეურნეობას, აგრიკულტურას, ადმინისტრირებას.

სწავლებაზე დასტურის მისაღებად საჭიროა 12-წლიანი სასკოლო განათლების სიმწიფის ატესტატი. სწავლის ხანგრძლივობა 6 სემესტრიანია და ნაწილობრივ განივრცობა 2 საპრაქტიკო სემესტრით. უნივერსიტეტში სასწავლებლად გადასვლის მსურველებს შეიძლება გარკვეული სემეტრების რაოდენობა ჩაეთვალოთ.

სპეციალურ უმაღლეს სკოლებს რანგით საქართველოში უთანაბრდება სასწავლო უნივერსიტეტად წოდებული დაწესებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ სადისერტაციო უფლება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება