საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
საბუნებისმეტყველო ეწოდება მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ან არაცოცხალ ბუნებას. მისი მთავარი პრინციპია მოვლენათა გამომწვევი უცნობი მიზეზების მუდმივი ძიება და კვლევა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
- ასტრონომია – ციური სხეულები და კოსმოსური მოვლენები;
- ბიოლოგია – სიცოცხლე და ცოცხალი ბუნება;
- გეოგრაფია – დედამიწის გეოგრაფიული გარემო;
- გეოდეზია – დედამიწის ფორმები და ზომები;
- გეოლოგია – დედამიწის აგებულება და შედგენილობა;
- კოსმოლოგია – სამყარო როგორც ერთი მთლიანი;
- მეტეოროლოგია – დედამიწის ატმოსფერო;
- პალეონტოლოგია – ნამარხი ცხოველები და მცენარეები;
- ფიზიკა – მატერიის მოძრაობის თვისებები;
- ქიმია – ნივთიერებათა აგებულება.
მათ შორის გამოიყოფა ერთი ჯგუფი, ე.წ. დედამიწის მეცნიერებები, რომელთა კვლევის ობიექტია დედამიწა.