დედამიწის მეცნიერებები
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები — ეწოდება მეცნიერების დარგებს, რომელთა კვლევის ობიექტია დედამიწა და მისი სხვადასხვა ასპექტები:
- გეოდეზია - საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგი, რომლის მიზანია დედამიწის ან მისი რაიმე ნაწილის ფორმისა და ზომის შესაწავლა მისი სიმრუდის დადგენის მიზნით.
- გეოლოგია - მეცნიერება დედამიწის მყარი საფარის (ქერქის) და მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
- გეოფიზიკა - მეცნიერება დედამიწის ქერქის, ოკეანეების და ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობისა და მოვლენების შესახებ.
- ეკოლოგია - მეცნიერება ცოცხალი არსებებისა და გარემოს ურთიერთობების შესახებ.
- მინერალოგია - მეცნიერება მინერალების შესახებ.
- მეტეოროლოგია - ატმოსფერული მოვლენების შემსწავლელი მეცნიერება.
- პალეონტოლოგია - ნამარხი ცხოველებისა და მცენარეულობის შემსწავლელი მეცნიერება.
- სეისმოლოგია - მეცნიერება მიწისძვრებისა და დედამიწის შიგნით სეისმური ტალღების მოძრაობის შესახებ.
- ფიზიკური გეოგრაფია - გეოგრაფიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ბუნებრივ ასპექტებს, ბუნებრივი ტერიტორიების სტრუქტურულ ნაწილებს. იგი მოიცავს აგრეთვე მეცნიერებათშორის დისციპლინებს: