გეოგრაფიული გარემო

გეოგრაფიული გარემოგეოგრაფიული გარსის ნაწილი; ადამიანთა საზოგადოების გარემომცველი დედამიწის ბუნებრივი გარემოს ის ნაწილი, რომელიც ასე თუ ისე გარდაქმნილია ადამიანის მიერ და რომელთანაც საზოგადოება უშუალოთაა დაკავშირებული თავისი შრომითი საქმიანობით.

ბუნებრივი გარემო და საზოგადოება რედაქტირება

დედამიწის ბუნებრივი გარემო მხოლოდ ადამიანთა საზოგადოების გაჩენამ (ადრინდელი პალეოლითი) აქცია გეოგრაფიულ გარემოდ და ისიც მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოება ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში გეოგრაფიული გარემო ფართოვდებოდა, რადგან ადამიანთა საზოგადოება მზარდ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, დედამიწის ახალ სივრცეეებს იპყრობდა, ბუნების ახალ-ახალ ნაწილებს იყენებდა. მომავალში გეოგრაფიული გარემო მთლიანად მოიცავს გეოგრაფიული გარსს და მის ფარგლებსაც გასცდება (დედამიწიდან მოუწყვეტლად).

ბუნებრივი გარემოს ის ელემენტები, რომლებიც ბუნებრივი ნივთიერებებისაგან არის შექმნილი ადამიანის ხელით, მაგრამ არ აქვს თვითგანვითარების უნარი, გეოგრაფიულ გარემოს არ შეადგენს და საზოგადოების განსაკუთრებულ ტექნოგენურ გარემოს ქმნის (ქალაქები, ქარხნები, ჰესები და სხვ.).

გეოგრაფიული გარემო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი, მუდმივი, მაგრამ არა ძირითადი პირობაა; მას შეუძლია მხოლოდ დააჩქაროს ან შეანელოს და არა განსაზღვროს საზოგადოების განვითარება. გეოგრაფიული გარემოს თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნებისა და რაიონების ბუნებრივი პირობების ნაირგვარობა და ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა არსებით გავლენას ახდენს ქვეყნების განვითარებაზე.

გეოგრაფიულ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროს და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ) ეხება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება