ლაიფციგის ბრძოლა
ლაიფციგის ბრძოლა, ხალხთა ბრძოლა, ერების ბრძოლა (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) – ნაპოლეონის ომებისა და მსოფლიო ისტორიაში პირველ მსოფლიო ომამდე ყველაზე მსხვილი ბრძოლა. ბრძოლაში ნაპოლეონმა განიცადა მარცხი მეექვსე კოალიციასთან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და შვედეთის მოკავშირე არმიები. ეს ბრძოლა ასევე ცნობილია ხალხთა ბრძოლის სახელით.
ლაიფციგის ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||||||
![]() ლაიფციგის ბრძოლა, ალექსანდრ ზაუერვეიდის ნამუშევარი | |||||||
| |||||||
მხარეები | |||||||
![]()
|
მეექვსე კოალიცია
| ||||||
მეთაურები | |||||||
ნაპოლეონ ბონაპარტი | ალექსანდრე I ფრიდრიხ ვილჰელმ III კარლ XIV | ||||||
ძალები | |||||||
160 000-210 000[2][3] | 200 000-350 000[2][3] | ||||||
დანაკარგები | |||||||
70 000-80 000 | 54 000 | ||||||
ვიკისაწყობი ![]() |
ბრძოლა მიმდინარეობდა საქსონიაში, ორივე მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ გერმანელი ჯარისკაცები. თავდაპირველად ნაპოლეონის არმიამ წარმატებით მოიგერია შეტევა, თუმცა 19 ოქტომბერს დიდი დანაკარგებით დაიწყო უკან დახევა. ხალხთა ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა. ლაიფციგის ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონის ომების 1813 წლის კამპანია, რომლის შედეგადაც ნაპოლეონის მმართველობის ქვეშ მხოლოდ საფრანგეთი დარჩა. მოკავშირეთა ჯარები 1814 წლის მარტში პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 111.