მილანი
მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მილანი იტალ. Milano, ლათ. Mediolanum | |||||
![]() პლაცა დუმო | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | ლომბარდია | ||||
შიდა დაყოფა | Municipio 1 of Milan, Municipio 2, Municipio 3, Zone 4 of Milan, Zone 5 of Milan, Municipio 6 of Milan, Zone 7 of Milan, Zone 8 of Milan და Zone 9 of Milan | ||||
კოორდინატები | 45°28′00″ ჩ. გ. 9°10′00″ ა. გ. / 45.46667° ჩ. გ. 9.16667° ა. გ. | ||||
მმართველი | Giuseppe Sala | ||||
ფართობი | 181.67±0.01 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 120±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 1 338 264 კაცი | ||||
აგლომერაცია | 3 198 031 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ცენტრალური ევროპის დრო და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 02 | ||||
საფოსტო ინდექსი | 20100, 20121-20162 | ||||
საავტომობილო კოდი | MI | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.comune.milano.it/ | ||||
მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი (ლათ. Mediolanum).
მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.
ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.
ისტორიარედაქტირება
მილანი დააარსეს ინსუბრებმა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში. ძვ. წ. 196 რომს დამორჩილდა (ლათ. სახელწოდება Mediolanum) და რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. ლანგობარდების დროს იყო ერთ-ერთი ჰერცოგის რეზიდენცია, 801-დან მილანის საგრაფოს დედაქალაქი, X საუკუნის დასასრულიდან — საარქიეპისკოპოსოს ცენტრი. XI-XII საუკუნეებში ხელოსნობისა (იარაღის, აბრეშუმის, მაუდის და სხვა წარმოება) და ვაჭრობის ცენტრია. XI საუკუნის II ნახევრიდან მილანი პატარიის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, რის შედეგად 1097-1098 განმტკიცდა კომუნა (აღმოცენდა ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა წლებში).