ტირანია
ტირანია (ბერძ. τύραννος, τυραννίς) — თანამედროვე მნიშვნელობით არის დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით.
ტირანიის კლასიკური ფორმაა ერთპიროვნული მმართველობა, როდესაც კანონის უზენაესობის მაგიერ ქვეყანაში ან საზოგადოებაში მხოლოდ მმართველი პირის ნება-სურვილია გადაწმყვეტი. ასეთ ქვეყნებში მოქალაქეები არიან უუფლებო მდგომარეობაში, იმყოფებიან ტერორის ქვეშ.
თავდაპირველი მნიშვნელობით ტირანია აღნიშნავდა მონარქიის დამახინჯებულ ფორმას, როდესაც მონარქი სახელმწიფოს მართავდა მხოლოდ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და მის ქვეშევრდომებს ჩაგრულ მდგომარეობაში აყენებდა.
თანამედროვე ეპოქაში ტირანია წარმოადგენს ავტოკრატიისა და დიქტატურის სინონიმს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბიშვილი დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
- ტირანია. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. interes.ge.[მკვდარი ბმული]
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |