გენერალური გეგმა

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 23 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
ტერმინს „გენერალური გეგმა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გენერალური გეგმა (მრავალმნიშვნელოვანი).

გენერალური გეგმა (შემოკლებით გენგეგმა,[შენიშვნა 1] იგივე მასტერ-პლანი საერთაშორისო პრაქტიკაში[1][2]) — ქალაქთმშენებლობაში კონკრეტული ტერიტორიის ან დარგის განვითარების ამსახველი, გენერალიზებული დოკუმენტი. ის თანაბრად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და წარმოადგენს სივრცითი და/ან სტრატეგიული დაგეგმვის არაფორმალურ ინსტრუმენტს, რომელიც წინ უსწრებს სხვა ფორმალურ ინსტრუმენტებს (მაგ. მიწათსარგებლობის გეგმებს, დარგობრივ გეგმებს). თუმცა ზოგიერთი ქვეყნის სივრცითი მოწყობის სისტემაში (რუსეთი; კალიფორნია, აშშ) გენგეგმას უნიფიცირებული სახით ფორმალურ ინსტრუმენტადაც იყენებენ, ხოლო ზოგიერთ იურისდიქციაში ამ სახელით მიწათსარგებლობის გეგმას მოიხსენიებენ[შენიშვნა 2]. გენერალური გეგმა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ქალაქგეგმარებითი სტრატეგიების, ისე ცალკეული სამოქმედო წინადადებების გასავითარებლად. ის შეიძლება დამუშავდეს არქიტექტურული კონკურსის გზითაც (მაგალთად: ჰამბურგის პორტ-ქალაქის განაშენიანების კონცეფცია) და საჯარო მონაწიელობისა და მოქალაქეთა ღია ჩართულობის გზითაც.

გენერალური გეგმა შესაძლებელია დამუშავდეს სივრცითი დაგეგმვის ყველა დონეზე (სახელმწიფო, რეგიონი, თვითმმართველობა, დასახლება, დასახლების ნაწილი: რაიონი, უბანი, კვარტალი, სამეზობლო). ქვეყნების უმეტესობაში გენგეგმის გამოხაზვის/შედგენის პროცედურები სამართლებრივად განსაზღვრული არ არის, განსხვავებით მიწათსარგებლობის გეგმებისგან, რომელთაც კონკრეტული სამართლებრივი შინაარსი გააჩნიათ და აქედან გამომდინარე — გამოხაზვის ერთგვაროვანი წესიც. სწორედ ამიტომ ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების დამუშავების და/ან გამოხაზვის დროს გენგეგმის ფორმასა და შემადგენლობაში პირი შეზღუდული არ არის და ეს მთლიანად ქალაქგეგმარებით ამოცანებზეა დამოკიდებული. მსგავსად ამისა, პირი თავისუფალია გენგეგმის განახლებასა და მასში ცვლილებების შეტანაში. გენგეგმა შესაძლებელია შედგებოდეს ტექსტური ინფორმაციისგან და/ან გრაფიკული ინფორმაციისგან (გეგმები, ნახაზები და არქიტექტურული გამოსახვის სხვა ფორმები).

საქართველო

რედაქტირება
 
თბილისის (საბჭოთა პერიოდის) გენერალური გეგმა, 1970 – 2000 წწ.

სხვა ქვეყნები

რედაქტირება
 
ვოშინგტონის გენგეგმის არქიტექტურული გამოსახვა გრაფიკაში, 1903

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

შენიშვნა

რედაქტირება
  1. არ უნდა ავურიოთ მიწის ნაკვეთის გეგმაში, რომელსაც შემოკლებით ასევე გენგეგმას უწოდებენ.
  2. მაგ. 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქვედა ტაქსონომიური დონის ქალაქთმშენებლობით გეგმას, რომელიც შინაარსით მიწათსარგებლობის გეგმაა და არა მასტერ-პლანი, ეწოდება გენერალური გეგმა. იხ. ქვეთავი საქართველო. (კოდექსი 2019: მუხლი 37, პ. 1/ა და მუხლი 39.); მაგ. 2. აშშ-ის შტატ დელავერიში მასტერპლანი ეწოდება ლოკალურ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც აზუსტებს და ავსებს ზემდგომი იერარქიის ყოვლისმომცველი გეგმის (ინგლ. comprehensive plan) მოთხოვნებს და ეხმარება დაინტერესებულ პირებს მის იმპლემენტაციაში (მასტერ-პლანის შემუშავების სახელმძღვანელო, შტატ დელავერიში დაარქივებული 2020-09-02 საიტზე Wayback Machine. . შტატის დაგეგმვის კოორდინაციის ოფისი, სექტემბერი 2010.)

წყაროები

რედაქტირება