მიწის ნაკვეთის გეგმა

მიწის ნაკვეთის გეგმა (ასევე ცნობილი როგორც გენერალური გეგმა) — ადგილის გეგმის ნაირსახეობა, რომელიც ასახავს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს, დაგეგმარებულ ობიექტს (შენობა ან ნაგებობა) და მის წარმოსახვითი ღერძების ხაზებს, გაბარიტულ და ღერძებსშორის ზომებს, აბსოლუტურ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნიშნულებს (დადგენილ კოორდინატთა სისტემაში), მიწის ნაკვეთის გამწვანების და სხვა ასპექტებს.[1]

მიწის ნაკვეთის გეგმა არქიტექტურული პროექტის განუყოფელი ნაწილია და სავალდებულოა შესადგენად მშენებლობის ნებართვის მისაღებად, როგორც სანებართვო დოკუმენტაციის ნაწილი. ის ასევე გამოიყენება გეოტექნიკურ კვლევებში, ნაკვლევი გრუნტის ლოკალიზებისთვის.[2]

  1. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები. საქართველოს მთავრობის დადგენილება N255 გვ. მუხლი 13 პ. „ვ“. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2019). ციტირების თარიღი: 17.05.2020.
  2. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები. საქართველოს მთავრობის დადგენილება N255 გვ. მუხლი 11 პ. „1/ა“ და მუხლი 13 პ. „1/ვ“. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2019). ციტირების თარიღი: 17.05.2020.