საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. დაარსდა 1998 წელს.[1]
მაცნე 2010 წლის ჩათვლით გამოიცემოდა ბეჭდური სახით, ხოლო 2011 წლიდან — ციფრული ფორმატით, ოფიციალურ ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის აქტი თუ საჯარო განცხადება.[1]
მაცნე საკუთარ ვებ საიტზე დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მომხმარებლად რეგისტრაციისა და ცალკეული სერვისებით სარგებლობის საშუალებას, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ ნორმატიული აქტები კონსოლიდირებული (პირველადი აქტი ყველა ცვლილებით ასახული) სახით იხილონ და გამოიწერონ პერიოდული მოხმარებისთვის.