მშენებლობის ნებართვა

მშენებლობის ნებართვანებართვის სპეციფიკური სახე, რომელიც საჭიროა მშენებლობის განხორციელებისთვის. ნებართვის გარეშე მშენებლობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება სხვადასხვა საჯარიმო სანქციებით, მათ შორის უნებართვოდ აშენებული ობიექტის ნაწილობრივი ან სრული დემონტაჟით. მშენებლობის ნებართვა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი, ვადიანი ან უვადო. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამა, თუ იმ ადმინისტრაციული ან მასზე დაქვემდებარებული ორგანოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიზანი, როგორც წესი არის სხვადასხვა ტერიტორიებზე მიმდინარე მშენებლობებზე კონტროლის განხორციელება, მათი მოწესრიგებისა და გეგმაზომიერი განვითარებისთვის. ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა ასევე მოიცავს მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობასაც და დასრულებული ობიექტის ვარგისად აღიარებასაც.

ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვა გაცემული 1932 წელს, ბერლინი, გერმანია.

საქართველო

რედაქტირება

საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემას არეგულირებს საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და მის საფუძველზე მოქმედი საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (№57, 24 მარტი, 2009)[1], რომლის მიხედვითაც საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:

უშუალოდ მშენებლობის წარმოების კონტროლი ხორციელდება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით [2]

მშენებლობის ნებართვის გაცმცემი ადმინისტრაციული ორგანოები

რედაქტირება

რესპუბლიკის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი[3], ხოლო ადგილობრივ დონეზე - შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი/აღმასრულებელი ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ამასთან, მათი კომპეტენცია გამიჯნულია, მაგალითად: V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვას გასცემს და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას აწარმოებს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი, ხოლო დანარჩენ კლასებზე ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია.

მშენებლობის ნებართვის გაცემის/მიღების ზოგადი წესი

რედაქტირება

ზოგადად, მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. სტადიები და მათი ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:

  • I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაც გულისხმობს ქალაქთმშენებლობითი პირობების და პარამეტრების განსაზღვრას კონკრეტული სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის. წარმოება მიმდინარეობს არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა;
  • II სტადიაარქიტექტურულ-სამშენებლო გეგმარის (პროექტის) შეთანხმება, გულისხმობს არქიტექტურული გეგმარის, სამშენებლო გეგმარის ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმებას[4]. წარმოება მიმდინარეობს არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა;
  • III სტადია – უშუალოდ სანებართვო მოწმობის გაცემა – არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.

ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და წარმოების დასრულებისას გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:

  1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ;
  2. არქიტექტურული პროექტის (და ა. შ.) შეთანხმების შესახებ;
  3. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

შესაძლებელია ნებართვის მიღება გამარტივებული წესითაც (წარმოება არაუმეტეს 50 სამუშაო დღისა):

  1. I სტადიის გავლის შემდეგ, II-III სტადიების გაერთიანებით;
  2. ყველა სტადიის გაერთიანებით.

ასეთ შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ერთად. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ დოკუმენტაცია, რომელიც მომზადდა პირველი ეტაპის გარეშე, იყოს შეუსაბამო მასთან და დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღოს ნებართვა პირველივე მიმართვისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 დადგენილება №57[მკვდარი ბმული], თბილისის არქიტქეტურის სამსახური[მკვდარი ბმული]
  2. N2911-Iს (2010)
  3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებენ ამგვარი საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
    1. შენობებისათვის – არქიტექტურული გეგმარი;
    2. ნაგებობებისათვის – სამშენებლო გეგმარი (საჭიროების შემთხვევაში ტექნოლოგიური სქემაც);
    3. საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობისათვის – ტექნოლოგიური სქემა (საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემაც).