ფრიდრიხ I ბარბაროსა
ფრიდრიხ I ბარბაროსა (გერმ. Friedrich I Rotbart; დ. 1122, ვაინგარტენის მონასტერი, ბადენ-ვიურტემბერგი — გ. 10 ივნისი, მდინარე სალეფი) — გერმანიის მეფე 1152 წლიდან, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1155 წლიდან. მიეკუთვნებოდა შტაუფენების დინასტიას. ფრიდრიხ I ცდილობდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას. მას სურდა საკუთარი გავლენა აღედგინა იტალიაზე, ამიტომ 5-ჯერ ილაშქრა იტალიაში (1154-1155; 1158-1162; 1163-1164; 1166-1168; 1174-1178 წწ.). იტალიის ქალაქებს სათავეში ჩაუყენა იმპერატორის მოხელე - პოდესტა და დააკისრა გადასახადი, მაგრამ 1167 წელს იტალიურმა ქალაქებმა შექმნეს ლომბარდიის ლიგა, კავშირი დადეს პაპთან და 1176 წელს ლენიანოსთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ფრიდრიხ I ბარბაროსა.
მის დროს საღვთო რომის იმპერიამ უმაღლეს გარეგნულ ბრწყინვალებას მიაღწია, მაგრამ ფრიდრიხ I-ის ლავირების პოლიტიკა (გერმანელ მოქიშპე ფეოდალებს შორის) მთავრებს აძლიერებდა და სამეფო ხელისუფლებას ასუსტებდა.
1189 წელს ის შეუერთდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას, თუმცა მდინარე სალეფზე (ახლანდელი გოქსუ, თურქეთი) გადასვლის დროს ცხენი ვერ დაიმორჩილა და დაიხრჩო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 401-402.
- Haverkamp, Alfred. Friedrich Barbarossa, 1992
- Novobatzky, Peter and Ammon Shea. Depraved and Insulting English. Orlando: Harcourt, 2001
- Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
- Comyn, Robert. History of the Western Empire, from its Restoration by Charlemagne to the Accession of Charles V, Vol. I. 1851
- Munz, Peter. "Frederick Barbarossa: A Study in Medieval Politics". Cornell University Press, Ithaca and London, 1969
- Opll, Ferdinand. Friedrich Barbarossa, 1998
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- MSN Encarta – Frederick I (Holy Roman Empire)( დაარქივებული 2009-10-28 საიტზე Wayback Machine. 2009-10-31)
- Famous Men of the Middle Ages – Frederick Barbarossa
- The Deeds of Frederick Barbarossa – Otto of Freising დაარქივებული 2007-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Charter given by Emperor Frederick დაარქივებული 2023-03-26 საიტზე Wayback Machine.