ლენიანოს ბრძოლა
გველფებისა და გიბელინების ომისა ნაწილი
თარიღი 29 მაისი 1176
მდებარეობა ლენიანო (ლომბარდია)
შედეგი ლომბარდიის ლიგის დამაჯერებელი გამარჯვება
მხარეები
საღვთო რომის იმპერია ლომბარდიის ლიგა
მეთაურები
ფრიდრიხ I ბარბაროსა
ძალები
4000 ადამიანი 5500 ადამიანი
დანაკარგები
მძიმე მძიმე
ლენიანოს ბრძოლა ვიკისაწყობში

ლენიანოს ბრძოლა — ბრძოლა 1176 წლის 29 მაისს, რომლის დროსაც ლომბარდიის ლიგის ჯარებმა გაანადგურეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, ფრიდრიხ I ბარბაროსას ჯარები. ლენიანოს ბრძოლაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ივარაუდება დიდი დანაკარგები ორივე მხრიდან. საბოლოოდ ფრიდრიხ ბარბაროსამ და რომის პაპმა ალექსანდრე III-მ შეთანხმებას მიაღწიეს 1178 წლის 24 ივლისს, ვენეციის კონგრესის დროს. ამასთანავე ფრიდრიხი რომის პაპს დაემორჩილა, როგორც მსოფლიო ეკლესიის მეთაურს. ფრიდრიხსა და სიცილიის სამეფოს შორის გამოცხადდა 15-წლიანი ნეიტრალიტეტი, ხოლო ფრიდრიხსა და ლომბარდიის ლიგას შორის — 6-წლიანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება