საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები — ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა 1998 წლის ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში, ხოლო 2006 წელს გავიდა მსოფლიო თასის ფინალში. საფრანგეთის ნაკრები არის ორგზის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი (1984, 2000). საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრია.
მეტსახელ(ებ)ი | Les Bleus (ლურჯები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია |
საფრ. ფეხბურთის ფედერაცია (Fédération Française de Football) | ||
კონფედერაცია | უეფა (ევროპა) | ||
მთავარი მწვრთვნელი |
![]() | ||
კაპიტანი | უგო ლორისი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ლილიან ტურამი (142) | ||
ბომბარდირი | ტიერი ანრი (51) | ||
ფიფა-ს კოდი | FRA | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
![]() ![]() (ბრიუსელი, ბელგია; 1 მაისი, 1904) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
![]() ![]() (პარიზი, საფრანგეთი; 6 სექტემბერი, 1995) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
![]() ![]() (ლონდონი, ინგლისი; 19 ოქტომბერი, 1908) | |||
გამოსვლა | (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1998 და 2018 | ||
გამოსვლა | (პირველად 1960) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1984 და 2000 |
ისტორიარედაქტირება
ზიდანის ეპოქარედაქტირება
ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის მწვრთნელად ემე ჟაკე დაინიშნა. ჟაკემ მისი ხელმძღვანელობით გამართულ მეოთხე მატჩში 1994 წლის 17 აგვისტოს ათამაშა „ბორდოს“ ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი. ჟაკემ შეკრიბა ნაკრები, რომელშიც მსოფლიო თასის ჩაგდების შემდეგ დაბრუნდნენ ვეტერანები: ერიკ კანტონა, დიდიე დეშამი, ლორან ბლანი, ბიშენტე ლისარასუ, მარსელ დესაი, ემანუელ პეტი, რომლებსაც შეუერთდნენ იმედისმომცემი ახალგაზრდები ზიდანი, ლილიან ტურამი, კრისტოფ დიუგარი.
საფრანგეთთან ერთად საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ რუმინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის ნაკრები გუნდები. ფრანგებმა ცუდად დაიწყეს ტურნირი. პირველი სამი მატჩი რუმინეთთა, სლოვაკეთთან და პოლონეთთან დაასრულეს ფრედ 0-0. გუნდა პირველი გამარჯვება მოიპოვა 1994 წლის 13 დეკემბერს აზერბაიჯანთან, 2-0. მომდევნო მატჩი ისრაელთან კვლავ ფრედ დასრულდა, შემდეგ კი საფრანგეთმა 4-0 მოუგო სლოვაკეთს. 1995 წლის 6 სექტემბერს აზერბაიჯანთან 10-0 მოგებული მატჩი დღემდე ყველაზე დიდი ანგარიშია ნაკრების ისტორიაში. საკვალიფიკაციო ეტაპი საფრანგეთმა დაუმარცხებლად დააასრულა, მიუხედავად ამისა, ის ჩამორჩა რუმინეთს და გავიდა მეორე ადგილზე, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი კვალიფიკაციისთვის. სავალიფიკაციო ეტაპის დროს ნაკრებს სკანდალის გამო გამოაკლდა კაპიტანი ერიკ კანტონა, რომელიც დიდიე დეშამმა შეცვალა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საფრანგეთმა ითამაშა ამხანაგური მატჩები გერმანიასთან, პორტუგალიასა და საბერძნეთთან. ფრანგებმა სამივე მატჩი მოიგეს, მათ შორის მოუგეს გერმანიას 1-0 შტუტგარტში გოტლიბ-დაიმლერ სტადიონზე. ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდს 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და პრეტენზია გააჩნდა ევროპის საუკეთესო გუნდობაზე.[1] ჩემპიონატზე საფრანგეთის მეტოქეები იყვნენ რუმინეთი, ესპანეთი და ბულგარეთი. პირველი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ, რომელიც გაიმართა ნიუკასლში სენტ-ჯეიმზ პარკზე, საფრანგეთმა მოიგო 1-0 დიუგარის გოლით. მეორე მატჩი ლიდსში ესპანეთის წინააღმდეგ დასრულდა 1-1. საფრანგეთი იური ჯორკაეფის გოლით დაწინაურდა და ესპანელებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს. ბოლო მატჩი საფრანგეთმა ბულგარეთს 3-1 მოუგო, თუმცა მხოლოდ ფრეც ჰყოფნიდა პლეი-ოფის ეტაპისთვის.
მეოთხედფინალში საფრანგეთი დაუპირისპირდა ნიდერლანდს ენფილდზე ლივერპულში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ყველა ფეხბურთელმა გაიტანა, გარდა ახალგაზრდა ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფისა. ნახევარფინალში საფრანგეთი შეხვდა ჩეხეთს. ეს მატჩის ფრედ დაასრულდა და პენალტების სერიაში ჟაკემ იგივე ხუთეული დააყენა, რომელიც წინა, მეოთხედფინალურ მატჩში. ხუთივემ (ზიდანი, ჯორკაეფი, ლისარასუ, გუერინი, ბლანი) გაიტანა, მაგრამ მეექვსეს, რეინალდ პედროსის დარტყმა მარტივად მოიგერია ჩეხების მეკარე პეტრ კუბამ, ხოლო ჩეხმა კადლეცმა გაიტანა და საფანგეთი გამოთიშა ასპარეზობას. მედიამ გააკრიტიკა საფრანგეთის ნაკრები ცოტა გატანილი გოლის გამო. გოლების სიმცირის პრობლემა უკავშირდებოდა კანტონას არყოფნას. კანტონას დაბრუნება ნაკრებში შეიძლებოდა 1995 წლის ნოემბრის შემდეგ, თუმცა ჟაკემ მაინც არ წაიყვანა ის ჩემპიონატზე. ჟაკეს შემდგომი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც საფრანგეთში უნდა გამართულიყო, უნდა ეპოვნა ახალი შემტევი ფეხბურთელები.
2010-დან დღემდერედაქტირება
2010 წლის მუნდიალზე ჩავარდნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლორან ბლანი. ბლანის გუნდმა 2010 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 15 ივნისამდე 23 წაუგებელი მატჩი ითამაშა, რაც საუკეთესო შედეგი იყო ემე ჟაკეს ნაკრების მიერ 1994-96 წლებში ნაჩვენები შედეგის (30 მატჩი) შემდეგ. ბლანი გაუძღვა გუნდს ევრო 2012-ზე, სადაც საფრანგეთი გავიდა მეოთხედფინალში. მიუხედავადა მიღწევებისა, ბლანმა უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ბლანის ყოფილი თანაგუნდელი დიდიე დეშამი. დეშამპის გუნდმა 2014 წლის მუნდიალზე მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც დამარცხდა გერმანიასთან 0-1.
რეკორდებირედაქტირება
ყველაზე მეტი მატჩირედაქტირება
# | სახელი | კარიერის წლები | მატჩი | გოლები |
---|---|---|---|---|
1 | ლილიან ტურამი | 1994–2008 | 142 | 2 |
2 | ტიერი ანრი | 1997–2010 | 123 | 51 |
3 | მარსელ დესაი | 1993–2004 | 116 | 3 |
4 | ზინედინ ზიდანი | 1994–2006 | 108 | 31 |
5 | პატრიკ ვიეირა | 1997–2009 | 107 | 6 |
6 | დიდიე დეშამი | 1989–2000 | 103 | 4 |
7 | ლორან ბლანი | 1989–2000 | 97 | 16 |
ბიშენტე ლისარასუ | 1992–2004 | 97 | 2 | |
9 | სილვაინ ვილტორი | 1999–2006 | 92 | 26 |
10 | ფაბიენ ბარტეზი | 1994–2006 | 87 | 0 |
ბომბარდირებირედაქტირება
# | სახელი | კარიერის წლები | გოლები | მატჩები | საშუალო მაჩვენებელი |
---|---|---|---|---|---|
1 | ოლივიე ჟირუ | 2011-დღემდე | 52 | 110 | 0.42 |
2 | ტიერი ანრი | 1997–2010 | 51 | 123 | 0.42 |
3 | ანტუან გრიზმანი | 2014–დღემდე | 42 | 101 | 0.41 |
4 | მიშელ პლატინი | 1976–1987 | 41 | 72 | 0.57 |
5 | ქარიმ ბენზემა | 2007–დღემდე | 35 | 93 | 0.38 |
6 | დავიდ ტრეზეგე | 1998–2008 | 34 | 71 | 0.47 |
7 | ზინედინ ზიდანი | 1994–2006 | 31 | 108 | 0.29 |
8 | ჟუსტ ფონტენი | 1953–1960 | 30 | 21 | 1.42 |
ჟან-პიერ პაპენი | 1986–1995 | 30 | 54 | 0.55 | |
10 | იური ჯორკაეფი | 1993–2002 | 28 | 82 | 0.34 |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Newman, Paul (24 May 1996). „Champagne side have to keep sparkle“. London: Independent.co.uk. ციტირების თარიღი: 16 October 2011.