ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — კონტროლირებადი ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის მიერ. ყველაზე დიდი წარმატება ნაკრების არის 1994 წელს აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილზე გასვლა.
ასოციაცია | ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
მთავარი მწვრთვნელი | პლამენ მარკოვი |
კაპიტანი | იველინ პოპოვი |
ფიფა-ს კოდი | BUL |
პირველი საერთაშორისო | |
ავსტრია 6 - 0 ბულგარეთი (ვენა, ავსტრია; 21 მაისი, 1924) | |
უდიდესი გამარჯვება | |
ბულგარეთი 7 - 0 ნორვეგია (სოფია, ბულგარეთი; 1957) ბულგარეთი 7 - 0 ტაილანდი (მეხიკო, მექსიკა; ოქტომბერი, 1968) ბულგარეთი 7 - 0 მალტა (სოფია, ბულგარეთი; 14 ოქტომბერი, 1982) | |
უდიდესი დამარცხება | |
ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთი (მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933) | |
გამოსვლა | (პირველად 1962) |
საუკეთესო შედეგი | მეოთხე ადგილი, 1994 |
გამოსვლა | (პირველად 1996) |
საუკეთესო შედეგი | პირველი რაუნდი, 1996, 2004 |
ისტორია
რედაქტირებაბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები 1922 წელს იყო ფორმირებული, ხოლო ბულგარეთის ფეხბურთის კავშირი კი 1923 წელს. პირველი მატჩი ნაკრებმა ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც 6:0 დამარცხდნენ. ბულგარეთი პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წელს მოხვდა, თუმცა იმის გამო რომ ფრენა შეფერხდა შტორმების გამო, მათი ჩასვლა გამოირიცხა ურუგვაიში. 1962 წელს ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთი კვლავ მოხვდა დიდ ტურნირზე, თუმცა ფლეი-ოფამდე ვერ გააღწია. ანალოგიური მოუვიდათ 66, 70 და 74 წლებში. ხოლო 86-ში მათ შეძლეს გასვლა ჯგუფიდან, მაგრამ 1/8-ფინალში დამარცხდნენ. ბულგარული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი თარიღი 1993 წლის 17 ნოემბერია, როცა ემილ კოსტადინოვმა პარიზში საფრანგეთს დუბლი შეუსრულა და ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა აშშ-ში. ეს პერიოდი იყო ბულგარული ფეხბურთის ოქროს ხანა, რადგან იმ პერიოდში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი როგორიც ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი და იორდან ლეჩკოვი, რომელბმაც იმ მსოფლიოზე ნაკრები საბოლოოდ მე-4 ადგილზე გაიყვანეს, ხოლო სტოიჩკოვი კი სალენკოსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით.
1996 წელს ბულგარეთი პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, არადა ძლიერ კოლექტივად ითვლებოდა. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში ბულგარეთიც მონაწილეობდა, თუმცა მანდაც ჯგუფში ჩარჩა, რის მერეც ის ოქროს თაობა ბულგარეთის ნელ-ნელა წავიდა. ამის შემდეგ ნაკრები ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა 2000 წელს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე კი შეძლეს ბულგარელებმა გასვლა, თუმცა იქ ყველაფერი ფიასკოდ დასრულდა მათთვის. ეს იყო მათთვის ჯერჯერობით ბოლო დიდი ტურნირი, რადგან მათ ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე (2006, 2010) და ვერც ევროპის ჩემპიონატზე (2008) ვეღარ გავიდნენ.
მსოფლიო 2014-ის კვალიფიკაცია
რედაქტირებამსოფლიოს შესარჩევის კვალიფიკაციაზე ბულგარეთი B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მოწინააღმდეგედ იტალია, დანია, ჩეხეთი, სომხეთი და მალტა ამოუვიდათ. ლუბო პენევი ახალი დანიშნული იყო ნაკრებში და მასზე დიდი იემდები მყარდებოდა, რასაც მისი ამხანაგურ მატჩეშბი დადებითი შედეგებიც მეტყველებდა, განსაკუთრებით როცა ჰოლანდიას გასვლაზე 1:2 მოუგეს. ჯგუფური ეტაპი 7 სექტემბერს დაიწყო როდესაც სოფიაში იტალიის ნაკრები ჩამოვიდა. ბულგარეთმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და იღბალის საკითხია რომ სამი ქულა ვერ აიღეს. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები კი მანოლევმა და შესვლაზე შემოსულმა გიორგი მილანოვმა გაიტანეს. შემდეგი მატჩი ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ გამართეს ისევ სახლში სოფიაში და ამჯერად სამი ქულა თავისუფლად ჩაიწერეს. თუმცა აღსანიშნავია რომ თამაში მძიმედ მიმდინარეობდა, რაზეც სამი წითელი ბარათი და რვა ყვითელი ბარათი მეტყველებს. 12 ოქტომბერს სოფიაში უკვე დანიის ნაკრები ჩამოვიდა და ბულგარეთმა აქაც კარგად ითამაშა და იგებდა კიდეც 1:0-ს თუმცა ბანდალოვსკის უხეში თამაშის გამო გუნდი ათი კაცით დარჩა და საბოლოოდ ანგარიში 1:1 დამთავრდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ათი კაცითაც ძლიერად თამაშობდა ბულგარეთი. შემდეგი თამაში კი ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა გასვლაზე, სადაც თანაბარი ბრძოლის შედეგად თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ბულგარეთი ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა 6 ქულით, ერთი მოგებით და 3 ფრით, პირველზე კი იტალიის ნაკრებია 10 ქულით. მომდევნო მატჩი 2013 წლის 22 მარტს სოფიაში გაიმართება, სადაც ბალკანელებს მალტელები ესტუმრებიან.
მონაწილეობის ისტორია
რედაქტირებამსოფლიო ჩემპიონატი
რედაქტირებაYear | Result | Position | GP | W | D | L | GS | GA |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1930 | არ გამოცხადდა | - | - | - | - | - | - | - |
1934 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1938 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1950 | არ გამოცხადდა | - | - | - | - | - | - | - |
1954 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1958 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1962 | პირველი რაუნდი | 15 | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 7 |
1966 | პირველი რაუნდი | 15 | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 8 |
1970 | პირველი რაუნდი | 13 | 3 | 0 | 1 | 2 | 5 | 9 |
1974 | პირველი რაუნდი | 12 | 3 | 0 | 2 | 1 | 2 | 5 |
1978 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1982 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1986 | 1/8-ფინალი | 12 | 4 | 0 | 2 | 2 | 2 | 6 |
1990 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
1994 | მე-4 ადგილი | 4 | 7 | 3 | 1 | 3 | 10 | 11 |
1998 | პირველი რაუნდი | 29 | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 7 |
2002 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
2006 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
2010 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | - | - | - | - | - | - | - |
სულ | 7/19 | 28 | 3 | 8 | 17 | 19 | 53 |
ევროპის ჩემპიონატი
რედაქტირებაYear | Round | Position | GP | W | D* | L | GS | GA | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1960 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | ||||||||
1964 | |||||||||
1968 | |||||||||
1992 | |||||||||
1996 | ჯგუფური ეტაპი | 11th | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 4 | |
2000 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | ||||||||
2004 | ჯგუფური ეტაპი | 16th | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 9 | |
2008 | კვალიფიკაცია ვერ გაიარა | ||||||||
2012 | |||||||||
სულ | ჯგუფური ეტაპი | 2/14 | 6 | 1 | 1 | 4 | 4 | 13 |
ვასილი ლევსკის სტადიონი
რედაქტირებაბულგარეთი საშინაო მატჩებს ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 43,632K ადამიანს იტევს. სტადიონი ოფიციალურად 1953 წელს იყო გახსნილი, ხოლო 1966 და 2002 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. თავისუფლად შეულია სტადიონს ევროპა ლიგის ფინალის მიღება. 2006-07 სეზონში კი სოფიის ლევსკი მანდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ატარებდა, ისეთ სერიოზულ გუნდებთან როგორებიცაა ბარსელონა, ჩელსი და ვერდერი. ასევე ამ სტადიონზე ტარდება ბულგარეთის სუპერ-თასი ფეხბურთში და სხვა სპორტულ-ათლეტური ღონისძიებები. 2011 წელს 4 ნოემბერს სპორტის მინისტრმა სვილენ ნეიკოვმა განაცხადა რომ იგი აპირებს სოფიაში, ვრაჟძებნას გარეუბანში ახალი სტადიონის აშენებას, რომელიც ნაკრების ახალი სტადიონი იქნება. ახალ სტადიონს "Arena of the Rose" (ვარდის არენა) ერქმევა, რომელიც 60.000 ადამიანს დაიტევს და იგი სოფიის აეროპორტის ახლოს იქნება გაშენებული, ვრაჟძებნას გარეუბანში. სტადიონის ეს სახელი კი იმიტომ შეურჩიეს რომ თითქოს და ვარდს ემგვანება ახალი სტადიონი.
შემადგენლობა
რედაქტირებაშემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2014-ზე.
მიღწევები
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონატი
- 1/2-ფინალი (1): 1994
- ევროპის ჩემპიონატი
- 1/4-ფინალი (1): 1968
- ბალკანეთის თასი
- გამარჯვებული (3): 1931, 1932, 1973/76
- მე-2 ადგილოსანი (2): 1935, 1936