შერიფი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ ტირასპოლი, ან უბრალოდ „შერიფი“ (მოლდ. Fotbal Club Sheriff Tiraspol) — მოლდოვური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტირასპოლიდან. ასპარეზობს მოლდოვის ნაციონალური ჩემპიონატში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ შერიფზე, რომელიც 12 746 მაყურებელს იტევს.

ტირასპოლის შერიფი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი შერიფი
მოკლე სახელი შერიფი
დაარსდა 4 აპრილი, 1997
სტადიონი შერიფი,
ტირასპოლი, მოლდოვა
(ტევადობა: 12,746 მაყურებელი)
პრეზიდენტი მოლდოვის დროშა ვიქტორ გუშანი
მწვრთნელი იტალიის დროშა რობერტო ბორდინი
კაპიტანი მატეო სუსიჩი
ლიგა ნაციონალური ჩემპიონატი
2023/24 მე-2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„შერიფმა“ 2001 წლიდან მოყოლებული მოლდოვის ეროვნული ჩემპიონატის მოგება 15 შემთხვევიდან 13-ჯერ შეძლო. იგი არის პირველი მოლდოვური კლუბი, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

კლუბი დაფუძნდა 1997 წელს, ყოფილი პოლიციელის და კომპანია „შერიფის“ თანამშრომლის, ვიქტორ გუშანის მიერ. „შერიფი“ ჩაერთო მოლდოვის რანგით მეორე ჩემპიონატში და პირველსავე წელს შეძლო პირველ ადგილზე გასვლა და უმაღლეს ლიგაში აღზევება. 1999 წელს კლუბმა მოლდოვის თასის მოგება მოახერხა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ქვეყნის ჩემპიონობას დაესაკუთრნენ და ჩემპიონის სტატუსი 10 წლის მანძილზე არ გაუშვიათ ხელიდან. 2000-2001 სეზონშივე „შერიფი“ მოლდოვის თასის გამარჯვებული გახდა. 2010-2011 წლების სეზონში „შერიფის“ შეჩერება კიშინიოვის „დაჩიამ“ შეძლო. მეორე შემთხვევა, როდესაც „შერიფმა“ გათამაშების მოგება ვერ მოახერხა, იყო 2014-2015 წლების სეზონი, როდესაც ნაციონალური ჩემპიონატის გამარჯვებული ორჰეის „მილსამი“ გახდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტირასპოლის „შერიფი“ გახდა პირველი მოლდოვური კლუბი, რომელმაც შემადგენლობაში ბრაზილიელი და აფრიკელი ლეგიონერები დაიმატა.

ევროტურნირებზე

რედაქტირება

კლუბმა არსებობის მანძილზე სამჯერ შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. პირველად მოლდოვური კლუბი 2009-2010 წლების სეზონში ჯგუფში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, ბუქარესტის „სტიაუას“, „ტვენტესა“ და „ფენერბაჰჩესთან“ მოხვდა. კლუბმა 5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა. მომდევნო წელს „შერიფი“ კვლავ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე და ამჯერადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა - კიევის „დინამო“, ბორისოვის „ბატე“ და „AZ ალკმარი“. „შერიფმა“ 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. მესამედ და ბოლოჯერ გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა 2013-2014 წლების გათამაშებაში. მისი მეტოქეები იყვნენ „ტრომსე“, „ანჟი“ და „ტოტენჰემი“. მოლდოვური კლუბი კვლავ მეთექვსმეტედ-ფინალის გარეშე დარჩა, 6 ქულით დაიკავა მე-3 ადგილი.

სტადიონი

რედაქტირება

კლუბი საშინაო მატჩებს მართავს სტადიონ შერიფზე, რომელიც აშენებული იქნა 2002 წელს. მისი ტევადობა არის 12 746 მაყურებელი. ამავე სტადიონზე მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ბულგარეთი ბოჟიდარ მიტრევი
25 მეკარე   მოლდოვა სერჯიუ ჟურიჩი
28 მეკარე   მოლდოვა ალექსეი კოშალევი
3 მცველი   ალბანეთი ფიდან ალიტი
4 მცველი   მოლდოვა კონსტანტინ ბოგდანი
6 მცველი   ავსტრალია ენტონი გოლეცი
14 მცველი   ბურკინა-ფასო ბენჟამინ ბალიმა
15 მცველი   ირლანდია მარსელ მეტუა
17 მცველი   მოლდოვა არტიომ როზგონიუკი
18 მცველი   მოლდოვა ანდრეი ნოვიკოვი
19 მცველი   მოლდოვა სერგეი სვინარენკო
21 მცველი   მოლდოვა მაქსიმ პოტირნიკე
22 მცველი   ბოსნია და ჰერცეგოვინა ამერ დუპოვაცი
33 მცველი   მოლდოვა ვალერი მაკრიცკი
55 მცველი   ბოსნია და ჰერცეგოვინა მატეო სუსიჩი ( )
90 მცველი   სერბეთი ვუიადინ სავიჩი
91 მცველი   მოლდოვა იგორ ბონდარენკო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
7 ნახევარმცველი   ბრაზილია ჟოალისონი
8 ნახევარმცველი   მოლდოვა რადუ გინსარი
9 ნახევარმცველი   ბრაზილია ბრუნო პელისარი
13 ნახევარმცველი   სიერა-ლეონე ხალიფა ჯაბი
24 ნახევარმცველი   განა სეიდუ იაჰაია
34 ნახევარმცველი   მოლდოვა ივან ურვანცევი
35 ნახევარმცველი   მოლდოვა არტურ პეტრაში
77 თავდამსხმელი   ბოსნია და ჰერცეგოვინა გორან გალეშიჩი
11 თავდამსხმელი   ხორვატია იოსიფ ივანჩიჩი
16 თავდამსხმელი   მოლდოვა ვადიმ პაირელი
29 თავდამსხმელი   მოლდოვა ეუჯენიო რებენჟა
31 თავდამსხმელი    შვეიცარია დანიელ სუბოტიჩი
93 თავდამსხმელი   მოლდოვა მაქსიმ იორკუ

ტიტულები

რედაქტირება

რეკორდები

რედაქტირება
ყველაზე მეტი შეხვედრა ევროტურნირებზე (54): ვაჟა თარხნიშვილი
ყველაზე მეტი გოლი ევროტურნირებზე (5): ისმაილ ისა
  • ყველაზე დიდი გამარჯვება (19 ოქტომბერი, 2005, მოლდოვის თასი): „შერიფი“ 16-0 „ვიტორული“
  • ყველაზე დიდი მარცხი (25 ივლისი, 2001, ჩემპიონთა ლიგა): „ანდერლეხტი“ 4-0 „შერიფი“
  • ყველაზე დიდი გამარჯვება ევროტურნირებზე (23 ივლისი 2013): „შერიფი“ 5-0 „სუტიესკა“

მწვრთნელები

რედაქტირება
მწვრთნელი მოღვაწეობა
  აჰმედ ალესკეროვი 1997 - 1998
  სერგეი ბოროვსკი 1998 - 1999
  ივან დანილიანცი 1999 - 2000
  ვლადიმირ ზემლიანოი 2000 - 2001
  ვალერი ვასილევი 2001 - 2001
  ალექსანდრ გოლოკოლოსოვი 2001 - 2002
  მიჰაი სტოიკიცე 2002 - 2002
  გავრილ ბალინტი 2002 - 2003
  იგორ ნაკონეჩნი 2003 - 2004
  ლეონიდ კუჩუკი 2004 - 2010
  ანდრეი სოსნიცკი 2010 - 2011
  ვიტალი რაშკევიჩი 2011 - 2012
  მილან მილანოვიჩი 2012 - 2012
  ვიტალი რაშკევიჩი (მ.შ.) 2012 - 2012
  მიჰაი სტოიკიცე 2012 - 2013
  ვიტალი რაშკევიჩი 2013 - 2013
  ვიაჩესლავ რუსნაკი 2013 - 2014
  ზორან ზეკიჩი 2014 - 2015
  ლილიან პოპესკუ 2015 - 2015
  ზორან ვულიჩი 2015 -

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება