კაპიტანი (სპორტი)
კაპიტანი — სპორტის გუნდურ სახეობებში გუნდის წევრი, რომელსაც ეძლევა ეს წოდება. წოდება ხშირად საპატიოა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში კაპიტანს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გუნდის სტრატეგიაში და მინდორზე მიმდინარე თამაშში. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა წოდება, რომელიც მეტყველებს თანაგუნდელების მიერ მის დამსახურებაზე და დაფასებაზე, გუნდის ლიდერად აღიარებაზე. ფეხბურთში და კრიკეტში კაპიტანი ასევე ცნობილია, როგორც შკიპერი.
სპორტის სახეობებიდან გამომდინარე, გუნდის კაპიტანს შეიძლება დაევალოს პასუხისმგებლობა თამაშში მონაწილე სპორტსმენებს შორის ურთიერთშეთანხმებაზე წესების გამოყენებისა და აღქმის საკითხებში. სპორტის ბევრ გუნდურ სახეობებში კაპიტნები წარადგენენ საკუთარ გუნდებს, როდესაც თამაშის დაწყებისას ოფიციალურად ხდება მონეტის აგდება.
სპორტის სხვადასხვა სახეობებში გუნდების კაპიტნებს აქვთ სხვადასხვა როლი და მოვალეობები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაკაპიტანი (ფეხბურთი)