მოლდავური ენა (limba moldovenească, лимба молдовеняскэ) — ინდოევროპული ენა. წარმოადგენს რომანული ენების, ბალკანურ-რომანულ ჯგუფს. ის მოლდოვის სახელმწიფო ენას წარმოადგენს.

მოლდავური
limba moldovenească
лимба молдовеняскэ
გავრცელებულია მოლდოვა, დნესტრისპირეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა მშობლიური ენა: 2 მლნ.
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა: მოლდოვა, დნესტრისპირეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
რომანული
აღმოსავლეთ რომანული
დამწერლობის სისტემა ლათინური, კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: mo
ISO 639-2: mol
SO/FDIS 639-3: mol
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-mo}}

Wikipedia-logo.png ვიკისივრცეში არის ვიკიპედიამოლდავური

ენათმეცნიერთა ერთი ნაწილის გამოკვლევების მიხედვით მოლდავური ენა წარმოადგენს რუმინული ენის მოლდავურ დიალექტს. მისი დამოუკიდებელ ენად არსებობა ენათმეცნიერებაში საკამათო თემაა.

ექსპერტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელწოდება „მოლდავური“ რუმინულმა ენამ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ რუმინეთის ტერიტორიაზე მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო მიიღო. ენათმეცნიერთა ამ ჯგუფის მიხედვით მოლდავური ენა რუმინული ენის მოლდავური დიალექტის დამწერლობით ფორმასაც კი არ წარმოადგენს. თავად მოლდავურ აკადემიაშიც კი ამ ენის, როგორც ასეთის, დამოუკიდებლად არსებობის საკითხი საკამათო რჩება.

მოლდოვას მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ენის ორივე სახელწოდება დაშვებულია. ქვეყნის მოსახლეობის 60% თავის დედაენად „მოლდავურს“ მიიჩნევს. მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც „რუმინულად“ ლაპარაკობს – მთელ მოსახლეობაში 22%-ს შეადგენს, ხოლო 2004 წლის მონაცემებით ქალაქებში ეს რიცხვი 40%-მდეა.

სახელწოდება „მოლდავური“ შეზღუდულია ზოგიერთ სახელმწიფო სფეროზე, ხოლო სახელწოდება „რუმინული“ გავრცელებულია სკოლებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ასევე ზოგიერთ სახელმწიფო დეპარტამენტებშიც.

მოლდოვას სეპარატისტულად გამოყოფილ დნესტრისპირეთში ოფიციალური ენებია მოლდავური, რუსული და უკრაინული.

ისტორიული ფონირედაქტირება

1812 წელს მოლდოვას სათავადოს აღმოსავლეთ ნაწილი (ბესარაბია) რუსეთს შეუერთდა და 1918 წლამდე მის შემადგენლობაში შედიოდა. რუმინული ენის დამწერლობა ლათინურიდან სლავურ დამწერლობაზე (კირილიცაზე) გადავიდა და ამავე დროს ოფიციალური სტატუსი დაკარგა – სახელმწიფო ენა გახდა რუსული.

1918 წლიდან 1940 წლამდე ბესარაბია ისევ რუმინეთს მიეკუთვნებოდა. დროის ამ მონაკვეთში მოლდავური ენა, როგორც ასეთი, არ არსებობდა. 1924 წლიდან მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე (დნესტრისპირეთში) დაარსებული იქნა მოლდავეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა. მასში რუმინული ენა ჯერ ლათინურ ანბანზე, 1937 წლიდან საბოლოოდ კირილიცაზე გადაიყვანეს და ენას „მოლდავური“ უწოდეს.

1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ბესარაბიის ანექტირებისა და მოლდავეთის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის თითქმის ნახევრის ახალ მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში გამოყოფის შემდეგ რუმინულისგან განსასხვავებლად ამ რეგიონის ოფიციალურ ენად მოლდავური ენა გამოცხადდა. ლათინური ანბანი კირილიცათი შეიცვალა და რესპუბლიკაში ნაციონალური ენის არსებობის და მიუხედავად რუსული ენის სტატუსი განმტკიცდა.

1989 წელს მოლდავური ენა მოლდავეთის სსრ-ის ერთადერთ ოფიციალურ ენად გამოცხადდა და ლათინური დამწერლობის მქონე რუმინული ვარიანტიც დაიშვა.

1991 წელს მოლდოვას დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად რუმინული სახელმწიფო ენა გახდა.

1994 წელს კონსტიტუციაში ოფიციალურ ენად კვლავ მოლდავური ჩაიწერა.

1996 წელს მოლდოვას პარლამენტმა უარი თქვა პრეზიდენტ მირჩა სნეგურის წინადადებაზე, ქვეყნის ოფიციალური ენა „რუმინულ ენად“ გადაერქვათ.

2003 წელს მოლდოვაში გამოიშვა მოლდავურ-რუმინული ლექსიკონი, რომელშიც სტანდარტულისა და რეგიონალურ-დიალექტიკური ლექსიკის დაპირისპირებით მოლდავური ენის რუმინულისგან დამოუკიდებლად ჩვენების მცდელობა გაკეთდა.

დამწერლობარედაქტირება

მოლდავური დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 31 ასო–ნიშანს (გრაფემას).

# დიდი ასო პატარა ასო სახელი გამოქმა
(IPA)
გამოთქმა
(ქართულად)
ტრანსლიტერაცია
(ISO 9)
Unicode
1 А a [a] a U+0410 / U+0430
2 Б б ბე [b] b U+0411 / U+0431
3 В в ვე [v] v U+0412 / U+0432
4 Г г ჰე [g] h U+0413 / U+0433
5 Д д დე [d] d U+0414 / U+0434
6 Е е იე [e] იე e U+0415 / U+0435
7 Ж ж ჟე [ʒ] ž U+0416 / U+0436
8 Ӂ ӂ ჟე [ʒ] ž U+0416 / U+0436
9 З з ზე [z] [zʲ] z U+0417 / U+0437
10 И и ? [i] ? ? U+0418 / U+0438
11 Й й ი ნესკლადოვაიე
и нескладовае
[j] იი j U+0419 / U+0439
12 К к კა [k] k U+041A / U+043A
13 Л л ელ [ɫ] l U+041B / U+043B
14 М м em [m] m U+041C / U+043C
15 Н н ენ [n] ~ [nʲ] n U+041D / U+043D
16 О о [o] o U+041E / U+043E
17 П п პე [p] ~ [pʲ] p U+041F / U+043F
18 Р р ერ [r] ~ [rʲ] r U+0420 / U+0440
19 С с ეს [s] ~ [sʲ] s U+0421 / U+0441
20 Т т ტე [t] ~ [tʲ] t U+0422 / U+0442
21 У у [u] u U+0423 / U+0443
22 Ф ф ეფ [f] ~ [fʲ] f U+0424 / U+0444
23 Х х ხა [x] ~ [xʲ] h U+0425 / U+0445
24 Ц ц ცე [ʦ] c U+0426 / U+0446
25 Ч ч ჩე [ʧʲ] č U+0427 / U+0447
26 Ш ш შა [ʃ] š U+0428 / U+0448
27 Ы ы y [ɨ] გაგრძელებული ი y U+042B / U+044B
28 Ь ь მიაკი ზნაკი
мяккі знак
[ʲ] U+042C / U+044C
29 Э э [ɛ] è U+042D / U+044D
30 Ю ю იუ [ʲu] იუ û U+042E / U+044E
31 Я я ია [ʲa] ია â U+042F / U+044F

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: